ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიების შესახებ
მიღების თარიღი 15.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 16/03/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; color:purple; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:81.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:purple; font-style:italic;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:purple; font-style:italic;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:purple; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:red; font-style:italic;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №95
2001 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიების შესახებ
ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის სრული მასშტაბით ამოქმედებამდე განხორციელებულ იქნეს შემდეგი ანტიკორუფციული ღონისძიებები:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მ. მაჭავარიანმა:
ა) 2001 წლის 1 მაისამდე განახორციელოს საჭირო ღონისძიებები, რათა 2001 წლის 1 ივნისისათვის ფუნქციონირებდეს საბაჟო ორგანოების საქმიანობის, მათ შორის უშუალოდ საბაჟო პუნქტების, სამოქალაქო მონიტორინგის სისტემა;
ბ) 2001 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს ფიზიკურ პირთა შემოსავლების დეკლარირებისა და საშემოსავლო გადასახადის აკრეფის თანამედროვე სისტემის შექმნის პროგრამა იმ ვარაუდით, რომ 2002 წლის 1 იანვრიდან დაიწყოს ამ სისტემის ეტაპობრივი ამოქმედება;
გ) 2001 წლის 1 მაისამდე წარმოადგინოს ღონისძიებათა გეგმა, რათა მოწესრიგდეს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება იმ ფიზიკურ პირთა მიერ, რომლებმაც 1998 წლიდან მოყოლებული ერთი საგადასახადო წლის განმავლობაში გასწიეს 25 000 ლარზე მეტი ხარჯები და ვალდებულნი იყვნენ საგადასახადო ინსპექციაში წარედგინათ საშემოსავლო დეკლარაცია. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ პირებზე, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში აიშენეს (ან შეიძინეს) საცხოვრებელი სახლები ან სხვა კაპიტალური ნაგებობები ან ახორციელებენ ასეთ მშენებლობებს, აგრეთვე შეიძინეს 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოშვებული ავტომანქანები, რომელთა ღირებულება აღემატება 10 000 ლარს. დეკლარაციაში გასათვალისწინებელ საკითხთა შორის განისაზღვროს, რომ საჭიროა შეძენილი ქონების ღირებულების, გადახდილი თანხების წყაროებისა და ფაქტობრივად გადახდილი საშემოსავლო გადასახადების მითითებაც. შემუშავდეს პასუხისმგებლობის ზომები და მექანიზმები იმ მესაკუთრეთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ გამოთხოვილ ინფორმაციას ან თავს აარიდებენ საშემოსავლო გადასახადის გადახდას.
2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრმა მ. ჩხენკელმა 2001 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს კომპიუტერულად დამუშავებული ინფორმაცია 1997 წლის 1 იანვრიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვების შესახებ მშენებარე ან აშენებული ობიექტების ზუსტი მისამართის, ფართობის, საპროექტო ღირებულების, მესაკუთრის ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის მითითებით; აგრეთვე, ინფორმაცია უნებართვო ან საპროექტო პარამეტრების დარღვევით მიმდინარე ან განხორციელებული მშენებლობების თაობაზე. ქალაქების მერებმა და რაიონების გამგებლებმა უზრუნველყონ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის სრულად და დროულად მიწოდება.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მ. სააკაშვილმა:
ა) 2001 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელშიც განისაზღვრება კორუფციასთან ბრძოლის პირველი რიგის ღონისძიებები, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, ისე მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაც ამ სფეროში;
ბ) 2001 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს იმ სახელმწიფო ორგანოთა სრული ჩამონათვალის გამოქვეყნება, რომლებსაც საქართველოს კანონებით მინიჭებული აქვთ სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობის კონტროლის (ზედამხედველობის, ინსპექტირების, შემოწმების და ა.შ.) ფუნქცია, ამ ფუნქციებისა და მათი განხორციელების პროცედურების ზუსტი მითითებით;
გ) 2001 წლის 1 აპრილამდე წარმოადგინოს „სამეწარმეო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება სამეწარმეო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები და მექანიზმები და მეწარმეთა უფლებების დაცვის გარანტიები;
დ) 2001 წლის 1 მაისამდე წარმოადგინოს ანგარიში ნორმატიული აქტების რეგისტრაციის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ და ამ სფეროში წესრიგის დასამყარებლად საჭირო კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზ. ნოღაიდელმა 2001 წლის 1 ივნისამდე მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი სახელმწიფო დაწესებულებათა საფინანსო სამსახურების შესახებ.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. მენაღარიშვილმა:
ა) 2001 წლის 1 აპრილამდე წარმოადგინოს იმ ღონისძიებათა ნუსხა, რომელთა განხორციელების აუცილებლობა გამომდინარეობს საქართველოს მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან;
ბ) 2001 წლის 30 აპრილამდე წარმოადგინოს ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ „სახელმწიფოთა ჯგუფის კორუფციის წინააღმდეგ“ (გრეკო) პლენარულ სხდომაზე შემუშავებული ანტიკორუფციულ რეკომენდაციათა ნუსხა.
6. საქართველოს განათლების მინისტრმა ა. კარტოზიამ 2001 წლის 1 მაისამდე წარმოადგინოს წინადადებები საგანმანათლებლო სისტემაში მოზარდი თაობის ანტიკრიმინალური და ანტიკორუფციული აღზრდის გრძელვადიანი პროგრამის ძირითად ღონისძიებათა შესახებ.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კ. თარგამაძემ 2001 წლის 15 აპრილამდე წარმოადგინოს განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხა, რათა 2001 წლის 1 ივნისიდან:
ა) აიკრძალოს საქართველოს ტრასებზე საგზაო პოლიციის პოსტები, გარდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მოწონებული დისლოკაციის ადგილებისა; გზებზე მოძრაობის წესების დაცვის კონტროლი განახორციელოს მობილური საგზაო პოლიციის სამსახურმა; აიკრძალოს ავტომანქანების გაჩერება საგზაო პოლიციის მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ავტომანქანა არღვევს მოძრაობის წესებს ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დანაშაულის ჩადენის თაობაზე;
ბ) დაწესდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ავტოინსპექტორის მიერ მძღოლის უსაფუძვლოდ, პროფილაქტიკური გაჩერებისა და გადასატან ტვირთთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნისათვის;
გ) ამოქმედდეს საგზაო მოძრაობის ნიშნების განთავსების თაობაზე მძღოლთა შენიშვნებისა და წინადადებათა მიმღები ბიურო, რომელიც თვეში ერთხელ მოაწყობს მიღებული წინადადებების საჯაროდ განხილვას და უზრუნველყოფს გაზიარებულ წინადადებათა შესრულებას.
8. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ი. ანდრიაძემ 2001 წლის 15 აპრილამდე:
ა) წარმოადგინოს წინადადებები სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და მასზე სამოქალაქო კონტროლის დაწესების მექანიზმების შესახებ;
ბ) წარმოადგინოს წინადადებები სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისა და ამ ავტომანქანებისათვის სანომრე ნიშნების შერჩევის წესების თაობაზე იმ მიზნით, რომ 2002 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოფილ იქნეს ერთი და იმავე რანგის მოხელეებისათვის ერთნაირი მარკისა და კლასის ავტომანქანებით სარგებლობა, აგრეთვე გადაისინჯოს აღნიშნული ავტომანქანებისათვის სპეციალური სანომრე ნიშნების მინიჭების სისტემა.
9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა მიიღონ სათანადო ზომები, რათა 2001 წლის 10 აპრილამდე ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში თვალსაჩინო ადგილას გამოიკრას:
ა) დაწესებულების დებულება (წესდება);
ბ) დაწესებულების მოხელეთა სრული სია დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის ტელეფონის მითითებით;
გ) ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღების დღეები, მიღებაზე ჩაწერის ზუსტი პროცედურები და მისაღებ მოქალაქეთა სიის შედგენისათვის პასუხისმგებელი მოხელის ვინაობა და სამსახურის ტელეფონი;
დ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვის ვადები და წესები;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის პასუხისმგებელი მოხელის ვინაობა და სამსახურის ტელეფონი.
10. 2001 წლის 15 აპრილამდე ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ, აგრეთვე სახელმწიფოს ქონებრივი მონაწილეობით შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა გამოაქვეყნონ დეტალური ინფორმაცია 2000 წელს გაწეული ხარჯების შესახებ.
11. საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებმა 2001 წლის 1 მაისამდე საქართველოს სახელმწიფო მინისტრს წარუდგინონ დეტალური ანგარიში მათდამი დაქვემდებარებული ორგანოების მიერ სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, კერძოდ:
ა) სრული ნორმატიული ბაზა, რომლის საფუძველზეც ხდება ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
ბ) საქმიანობის კონკრეტული სახეობების მიხედვით 2000 წლის განმავლობაში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა;
გ) ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემაში ჩართული საწარმოების ჩამონათვალი საწარმოთა შერჩევის საფუძვლებისა და კრიტერიუმების მითითებით.
12. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარემ ნ. ოვსიანიკოვამ 2001 წლის 1 მაისამდე წარმოადგინოს წინადადებები თანამდებობის პირთა საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში შეტანილი მონაცემების ნამდვილობის შემოწმების მექანიზმების დახვეწისა და არასწორი მონაცემების შეტანისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების ღონისძიებათა თაობაზე.
13. საწარმოთა ფინანსური და ტექნიკური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებმა მიიღონ სათანადო ზომები, რათა 2001 წლის 1 აპრილიდან ამ ორგანოების წარმომადგენლებმა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შემოწმება დაიწყონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესამოწმებელი ობიექტის წარმომადგენელს გადასცემენ შემოწმების პროცესში მხარეთა უფლება-მოვალეობების ამომწურავ წერილობით ჩამონათვალს.
14. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ წინადადებათა მომზადებასა და ღონისძიებათა განხორციელებაში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ბრძანებულებაში მითითებულმა თანამდებობის პირებმა გამართონ პრესკონფერენციები, რომლებზეც საზოგადოებას აუწყებენ ბრძანებულების შესასრულებლად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.
15. ბრძანებულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა საჯაროობისა და მათი განხორციელებისათვის სამოქალაქო კონტროლის დაწესების მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებმა ხელი შეუწყონ მოქალაქეთა ინიციატივით შექმნილი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფების საქმიანობას.
16. ბრძანებულებაში მითითებულმა თანამდებობის პირებმა 2001 წლის 15 აპრილამდე საქართველოს სახელმწიფო მინისტრს წერილობით აცნობონ ამ ბრძანებულების შესასრულებლად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.
17. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა 2001 წლის 1 მაისამდე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც არაჯეროვნად ასრულებენ ამ ბრძანებულებით მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს.
ე. შევარდნაძე