საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების პროცესისათვის ხელშეწყობის შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 22/03/2001
matsne.gov.ge 660 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების პროცესისათვის ხელშეწყობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №105 2001 წლის 19 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების პროცესისათვის ხელშეწყობის შესახებ ეუთოს სტამბოლის 1999 წლის სამიტზე მიღებული საქართველო-რუსეთის ერთობლივი განცხადების დებულებათა რეალიზაციის მიზნით, სამხედრო საკითხებზე მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის ოქმის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების პროცესისათვის ხელშესაწყობად და პრაქტიკული საკითხების ადგილზე გადასაწყვეტად: 1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აგვისტოს №356 ბრძანებულების თანახმად შექმნილი საქართველოს მხარის ოპერატიულ-ტექნიკურ კომისიას მიენიჭოს რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების პროცესისათვის ხელშეწყობისა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის სათანადო უფლებამოსილება, რათა გადაჭრას საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების დროს წარმოქმნილი საორგანიზაციო, ტექნიკური და სხვა პრობლემები. 2. საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების პროცესში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღებისა და სხვა ქონების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის უზრუნველსაყოფად საქართველოში ავტოსატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შემოტანასთან, აგრეთვე აღნიშნული  შეიარაღებისა და ქონების გატანასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელებისა და საგზაო ფონდის გადასახადის გადახდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აღნიშნული შეიარაღებისა და ქონების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისთვის საჭირო სამუშაოებისა და ექსპორტ-იმპორტის პროცედურების შეუფერხებლად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) დაუყოვნებლივ შეიმუშავოს და აცნობოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო  გადასახდელებისა და საგზაო ფონდის გადასახადის დაფარვის  წესი და კონკრეტული ვადები. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) შეათანხმოს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო და სხვა სახის გადასახადებისაგან გასათავისუფლებელი, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ვაზიანისა და გუდაუთის სახმედრო ბაზების გაყვანა/გაუქმების პროცესში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის უზრუნველსაყოფად, ავტოსატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კვოტები. 5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა (გ. გაჩეჩილაძე), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ (ნ. ნიჟარაძე) და საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ. სარალიძე) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გატანისათვის საჭირო პირადი შემადგენლობის, სატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიიდან გასატანი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებული წესის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეში და სახელმწიფო საზღვარზე შეუფერხებელი გატარება და მისი შესაბამისი საბაჟო ფორმალობების შესრულება. 6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეთა შეუფერხებელი გატარება სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს თავდაცვის სამინსტროსთან შეთანხმებული სიისა და სამხედრო ბილეთის საფუძველზე. 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) აცნობოს რუსეთის მხარეს, რომ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უვიზო გადაკვეთის საშუალება მხოლოდ ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესში დასაქმებული პირების სიის თანახმად, რომლის შეთანხმებაც უნდა მოხდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო ამ ვადის განმავლობაში რუსეთის მხარემ უნდა უზრუნველყოს ბაზების გაყვანის პროცესში დასაქმებული პირებისათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა პასპორტების გაცემა და შემდგომში მათთვის საქართველში შემოსვლის/გასვლის ვიზების აღება. ე. შევარდნაძე