ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.12.2010
ძალის დაკარგვა 17.01.2011
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.158.016008
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 28/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | –––––––––––––––––––––/–––––––––––––/ |
| 2 | –––––––––––––––––––––/–––––––––––––/ |
| 3 | –––––––––––––––––––––/–––––––––––––/ |
| 4 | –––––––––––––––––––––/–––––––––––––/ |
| 5 | –––––––––––––––––––––/–––––––––––––/ |
| №რიგზე | ფასეულობათა დასახელება |
| რაოდენობა | თანხა, ლარი |
| ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით | ინვენტარიზაციის შედეგი |
| № | ძირითადი აქტივების დასახელება |
| ბუღალტრული ცვეთის % | საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობის % |
| % | ლარი |
| დასახელება | ექსპლუატა-ციაში შესვლის წელი |
| 1. დამზადების ან აშენების წელი | –––––––––––––––––––––– |
| 3. ექსპლუატაციაში შესვლის წელი | –––––––––––––––––––––– |
| კომისიის დასკვნა: | ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წლის 21 დეკემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანახმად დანართი №1-ისა.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანახმად დანართი №2-ისა.
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანახმად დანართი 3-ისა.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ორგანიზაცია – ბოლნისის მუნიციპალიტეტი.
3. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის მიზანი
1. ორგანიზაციაში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენს:
ა) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი;
ბ) აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა;
გ) გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა;
დ) არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვის შემოწმება;
ე) ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმება.
მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა
1. ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა:
ა) ყოველწლიურად, გარდა უძრავი ქონებისა და საბიბლიოთეკო ფონდებისა;
ბ) უძრავი ქონების ინვენტარიზაცია – მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ;
გ) საბიბლიოთეკო ფონდების ინვენტარიზაცია – მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ.
2. სავალდებულო ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში, შერჩევითი ინვენტარიზაცია ტარდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისის მიერ.
3. შერჩევითი ინვენტარიზაცია ტარდება:
ა) მატერიალური პასუხისმგებლობის პირების შეცვლისას, მხოლოდ მათ პასუხისმგებლობაში არსებული აქტივებისათვის;
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის დროს;
გ) აქტივების დატაცების, დაზიანების ფაქტების დადგენისთანავე;
დ) ხანძრის ან სტიქიური უბედურების შემდგომ.
მუხლი 5🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების ვადები
1. სავალდებულო ინვენტარიზაცია ტარდება წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში.
2. შერჩევითი ინვენტარიზაცია ტარდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 6🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების წესები
1. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, მის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან.
4. საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირებისგან.
5. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს საინვენტარიზაციო კომისიის წევრი.
6. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საინვენტარიზაციო კომისიის მდივანი;
დ) საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
7. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი).
8. საინვენტარიზაციო კომისია:
ა) ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით;
ბ) ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს ადარებს სააღრიცხვო მონაცემებთან;
გ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს;
დ) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე;
ე) ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს.
9. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
10. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
11. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
12. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
13. ინვენტარიზაციის დაწყების დღისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ვალდებულია მიაწოდოს ბალანსზე აღრიცხული ქონება საანგარიშო პერიოდის ბოლო მონაცემებით.
14. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს გადაეცემათ ბრძანება, სადაც მიეთითება ინვენტარიზაციის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს – საკონტროლო ლუქი, რომელიც ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან.
15. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
16. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.
მუხლი 7🔗. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების შემოწმების პროცედურები
1. აღწერილი აქტივები საინვენტარიზაციო აღწერაში შეიტანება იმ საზომ ერთეულებში, რომლებშიც წარმოებს მათი აღრიცხვა.
2. საინვენტარიზაციო აღწერები ხელმოწერილი უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ.
3. საინვენტარიზაციო აღწერა უნდა მოხდეს ამ დებულების თანდართული ფორმა №ინვ-1 შესაბამისად.
4. საინვენტარიზაციო კომისია ამოწმებს საინვენტარიზაციო პერიოდში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის დროს აქტივების მიღება-ჩაბარებაზე გაფორმებული დოკუმენტაციის სისწორესა და სისრულეს.
5. საინვენტარიზაციო აღწერები შეიძლება შეივსოს როგორც მექანიკური, ასევე კომპიუტერული საშუალებებით. მექანიკური საშუალებებით შედგენისას, აღწერები უნდა შეივსოს ბურთულიანი კალმით, სუფთად და გარკვევით.
6. საინვენტარიზაციო აღწერაში ჩანაწერების ამოშლა და გადასწორება დაუშვებელია. შეცდომის დაშვებისას, აღწერილობის ყველა ეგზემპლარზე უნდა გადაიხაზოს არასწორი ჩანაწერები და იქვე იქვე გაკეთდეს სწორი ჩანაწერი. შესწორებაზე ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.
7. საინვენტარიზაციო აღწერის თითოეულ გვერდზე წარწერით მიეთითება მატერიალური მარაგების დასახელება, ანალიზური აღრიცხვის კოდი და საერთო რაოდენობის ჯამი ნატურალურ გამოსახულებაში, მიუხედავად იმისა, რომელ საზომ ერთეულშია ნაჩვენები ეს მარაგები (ცალობით, კილოგრამებში, მეტრებში და ა.შ.).
8. საინვენტარიზაციო აღწერილობაში შეუვსებელი გრაფების დატოვება დაუშვებელია. ასეთი გრაფები უნდა გადაიხაზოს Z ნიშნით.
9. აღწერის წინ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იძლევა ხელწერილს მასზე, რომ მის პასუხისმგებლობაში არსებული ქონება ბუღალტრული მონაცემების იდენტურია.
10. აღწერის ბოლოს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იძლევა ხელწერილს მასზე, რომ კომისიამ აქტივები შეამოწმა მისი თანდასწრებით, კომისიის წევრებთან არა აქვს პრეტენზია და აღწერილ აქტივებს ღებულობს პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად, ხოლო თუ მატერიალურად პასუხისმგებელ პირს კომისიის წევრებთან და აღწერის შედეგებთან გააჩნია პრეტენზია, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ინვენტარიზაციის შედეგების აქტში.
11. საინვენტარიზაციო კომისია აქტივების შემოწმების შემდეგ ახდენს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარებას და გამოავლენს ინვენტარიზაციის შედეგს.
12. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით, რომელსაც ხელს აწერს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრი.
13. საინვენტარიზაციო კომისიამ ინვენტარიზაციის შედეგების აქტში უნდა ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულებები ინვენტარიზაციის შედეგებზე, შეიტანოს წინადადებები გამოვლენილ ნაკლოვანებებზე, ერთგვაროვანი აქტივების დანაკლისსა და ზედმეტობის ურთირთჩათვლაზე, ასევე ნორმის ფარგლებში დანაკლისების ჩამოწერაზე.
14. ერთგვაროვანი აქტივებია იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთშენაცვლებადი აქტივები.
15. გამოუყენებელ და არასრულფასოვან აქტივებზე კეთდება ცალკე აღწერები და ასეთი აქტივები შენახვის ადგილებზე თავსდება განცალკევებულად.
16. უვარგისად ქცეულ აქტივებზე შედგება ასევე ცალკე აღწერა, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების აქტში მიეთითება უვარგისად ქცევის მიზეზი და პირი, რომლის ბრალეულობითაც იქცა აქტივი უვარგისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
17. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ საინვენტარიზაციო აღწერილობებში აღმოაჩენს შეცდომებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით განუცხადოს საინვენტარიზაციო კომისიას, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და დადასტურების შემთხვევაში აღწერილობაში შეიტანოს შესწორება.
18. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია შექმნას ინვენტარიზაციის ჩატარებისათვის სათანადო პირობები და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში და სწორად ჩატარების უზრუნველყოფისათვის.
19. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ ყველა მასალა გადაეცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 8🔗. ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სხვაობების რეგულირება
1. ყველა დანაკლისის, დანაკარგის და ზედმეტობის მიხედვით, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან უნდა მიიღოს წერილობითი განმარტებები, რომელთა საფუძველზეც უნდა დადგინდეს დანაკლისების, დანაკარგებისა და ზედმეტობების ხასიათი.
2. ამ დებულების თანდართული ფორმა №ინვ-2 შედეგების აქტის შესაბამისად საინვენტარიზაციო კომისია იხილავს ინვენტარიზაციის შედეგებს.
3. შედეგების აქტში მოყვანილი უნდა იყოს დაწვრილებითი ცნობები დანაკლისების, დანაკარგების და ზედმეტობების მიზეზების შესახებ.
4. გადახარისხების შედეგად, დანაკლისისა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ერთსა და იმავე შესამოწმებელ პერიოდში, ერთსა და იმავე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან, ერთი და იგივე დასახელების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მიმართ და თანაბარ ოდენობაში.
5. დანაკლისის დაფარვა ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია როგორც ფულადი, ასევე სასაქონლო ფორმით. თუ დანაკლისის დაფარვა ხდება სასაქონლო ფორმით, საბალანსო ღირებულება არ შეიცვლება, ხოლო ფულადი ფორმით დაფარვის შემთხვევაში გადახდა უნდა განხორციელდეს საბაზრო ფასით, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
6. საინვენტარიზაციო კომისიის შედეგების აქტი მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ინვენტარიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში.
7. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს ღონისძიებები ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.
მუხლი 9🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა და რეალიზაცია
1. საინვენტარიზაციო კომისიის შედეგების აქტის დამტკიცების შემდეგ საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 დანართი) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№2 დანართი), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დებულების №2 დანართის საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
3. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა უნდა განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №20 დადგენილების „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მიხედვით.
4. ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი და ძირითადი აქტივების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარედგინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
6. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვეტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვეტარიზაციო კომისიას.
მუხლი 10🔗. ჩამოწერილი და სალიკვიდაციო ქონების განადგურება
1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება ლიკვიდაციას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ.
6. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია.
დანართი №2
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗 ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. დაწესებულება – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
3. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის მიზანი
1. ორგანიზაციაში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენს:
ა) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი;
ბ) აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა;
გ) გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა;
დ) არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვის შემოწმება;
ე) ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმება.
მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა და ჩატარების ვადები
1. დაწესებულების მიერ საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების ინვეტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა და ვადები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების ‘ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-3 და მე-4 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების წესები
1. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან .
4. საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირებისგან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთი თანამშრომლისგან.
5. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს საინვენტარიზაციო კომისიის წევრი.
6. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე,
ბ) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,
გ) საინვენტარიზაციო კომისიის მდივანი,
დ) საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
7. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი).
8. საინვენტარიზაციო კომისია:
ა) ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით;
ბ) ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს ადარებს სააღრიცხვო მონაცემებთან;
გ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს;
დ) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე;
ე) ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს.
9. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
10. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
11. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
12. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
13. ინვენტარიზაციის დაწყების დღისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ვალდებულია მიაწოდოს ბალანსზე აღრიცხული ქონება საანგარიშო პერიოდის ბოლო მონაცემებით.
14. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს გადაეცემათ ბრძანება, სადაც მიეთითება ინვენტარიზაციის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს – საკონტროლო ლუქი, რომელიც ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან.
15. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
16. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.
მუხლი 6🔗. დაწესებულების საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების შემოწმების პროცედურები
დაწესებულების მიერ საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების შემოწმების პროცედურები ხორციელდება წინამდებარე დადგენილების „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სხვაობების რეგულირება
1. ყველა დანაკლისის, დანაკარგის და ზედმეტობის მიხედვით, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან უნდა მიიღოს წერილობითი განმარტებები, რომელთა საფუძველზეც უნდა დადგინდეს დანაკლისების, დანაკარგებისა და ზედმეტობების ხასიათი.
2. ამ დებულების თანდართული ფორმა №ინვ-2 შედეგების აქტის შესაბამისად საინვენტარიზაციო კომისია იხილავს ინვენტარიზაციის შედეგებს.
3. შედეგების აქტში მოყვანილი უნდა იყოს დაწვრილებითი ცნობები დანაკლისების, დანაკარგების და ზედმეტობების მიზეზების შესახებ.
4. გადახარისხების შედეგად, დანაკლისისა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, შესაძლებელია დაშვებული იქნეს ერთსა და იმავე შესამოწმებელ პერიოდში, ერთსა და იმავე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან, ერთსა და იმავე დასახელების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მიმართ და თანაბარ ოდენობაში.
5. დანაკლისის დაფარვა ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია როგორც ფულადი, ასევე სასაქონლო ფორმით. თუ დანაკლისის დაფარვა ხდება სასაქონლო ფორმით, საბალანსო ღირებულება არ შეიცვლება, ხოლო ფულადი ფორმით დაფარვის შემთხვევაში გადახდა უნდა განხორციელდეს საბაზრო ფასით, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
6. საინვენტარიზაციო კომისიის შედეგების აქტი მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ინვენტარიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში.
7. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს ღონისძიებები ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.
მუხლი 8🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა და რეალიზაცია
1. საინვენტარიზაციო კომისიის შედეგების აქტის დამტკიცების შემდეგ საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 დანართი) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№2 დანართი), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დებულების №2 დანართის საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
3. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა უნდა განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წ. 2 ნოემბრის №20 დადგენილების „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მიხედვით.
4. ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი და ძირითადი აქტივების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარედგინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
6. დაწესებულების საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვეტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვეტარიზაციო კომისიას.
მუხლი 9🔗. ჩამოწერილი და სალიკვიდაციო ქონების განადგურება
1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარება ლიკვიდაციას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება დაწესებულების მიერ.
6. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულება.
დანართი 3
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗 ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. საწარმო – ბოლნისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო.
3. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის მიზანი
1.საწარმოში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენს:
ა) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი;
ბ) აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების დადგენა;
გ) გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა;
დ) არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვის შემოწმება;
ე) ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმება.
მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა და ჩატარების ვადები
საწარმოს მიერ საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების ინვეტარიზაციიის ჩატარების პერიოდულობა და ვადები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების ‘ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ინვენტარიზაციის ჩატარების წესები
1. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან .
4. საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირებისგან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთი თანამშრომლისგან.
5. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს საინვენტარიზაციო კომისიის წევრი.
6. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საინვენტარიზაციო კომისიის მდივანი;
დ) საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
7. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი).
8. საინვენტარიზაციო კომისია:
ა) ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით;
ბ) ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს ადარებს სააღრიცხვო მონაცემებთან;
გ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს;
დ) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე;
ე) ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს.
9. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
10. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
11. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
12. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
13. ინვენტარიზაციის დაწყების დღისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ვალდებულია მიაწოდოს ბალანსზე აღრიცხული ქონება საანგარიშო პერიოდის ბოლო მონაცემებით.
14. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს გადაეცემათ ბრძანება, სადაც მიეთითება ინვენტარიზაციის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს – საკონტროლო ლუქი, რომელიც ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან.
15. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
16. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.
მუხლი 6🔗. საწარმოს საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების შემოწმების პროცედურები
საწარმოს მიერ საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების შემოწმების პროცედურები ხორციელდება წინამდებარე დადგენილების ‘ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სხვაობების რეგულირება
1. ყველა დანაკლისის, დანაკარგის და ზედმეტობის მიხედვით, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან უნდა მიიღოს წერილობითი განმარტებები, რომელთა საფუძველზეც უნდა დადგინდეს დანაკლისების, დანაკარგებისა და ზედმეტობების ხასიათი.
2. ამ დებულების თანდართული ფორმა №ინვ-2 შედეგების აქტის შესაბამისად საინვენტარიზაციო კომისია იხილავს ინვენტარიზაციის შედეგებს.
3. შედეგების აქტში მოყვანილი უნდა იყოს დაწვრილებითი ცნობები დანაკლისების, დანაკარგების და ზედმეტობების მიზეზების შესახებ.
4. გადახარისხების შედეგად, დანაკლისისა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, შესაძლებელია დაშვებული იქნეს ერთსა და იმავე შესამოწმებელ პერიოდში, ერთსა და იმავე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან, ერთსა და იმავე დასახელების ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მიმართ და თანაბარ ოდენობაში.
5. დანაკლისის დაფარვა ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია როგორც ფულადი, ასევე სასაქონლო ფორმით. თუ დანაკლისის დაფარვა ხდება სასაქონლო ფორმით, საბალანსო ღირებულება არ შეიცვლება, ხოლო ფულადი ფორმით დაფარვის შემთხვევაში, გადახდა უნდა განხორციელდეს საბაზრო ფასით, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
6. საინვენტარიზაციო კომისიის შედეგების აქტი მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ინვენტარიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში.
7. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს ღონისძიებები ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.
მუხლი 8🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა და რეალიზაცია
1. საინვენტარიზაციო კომისიის შედეგების აქტის დამტკიცების შემდეგ საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 დანართი) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№2 დანართი), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დებულების №2 დანართის საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
3. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა უნდა განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №20 დადგენილების “ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მიხედვით.
4. ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი და ძირითადი აქტივების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარედგინება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
6. საწარმოს საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვეტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვეტარიზაციო კომისიას.
მუხლი 9🔗. ჩამოწერილი და სალიკვიდაციო ქონების განადგურება
1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება ლიკვიდაციას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება საწარმოს მიერ.
6. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმო.
ფორმა № ინვ-1–საინვენტარიზაციო აღწერა (შედარებითი უწყისი)
საინვენტარიზაციო აღწერა
შედარებითი უწყისი
„----------“ ---------------------- -------- წ.
ორგანიზაცია (ცენტრალიზებული ბუღალტერია)---------------------------------------------------------
სტრუქტურული ქვედანაყოფი -------------------------------------------------------------------------------
მატერიალურად პასუხისმგებელი პირი --------------------------------------------------------------------
კომისიის შემადგენლობა: -------------------------------------------------------------------------------------
თანამდებობა, გვარი, სახელი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საფუძველი: -----------------------------------------------------------------------------------------------------
ჩაატარა ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება -------------------------------------------------------------
შემოწმების ადგილი -------------------------------------------------------------------------------------------
მატერიალურად პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი -------------------------------------------------
ხელწერილი
(ფორმდება ინვენტარიზაციის დაწყების წინ)
ინვენტარიზაციის დაწყების წინ ყველა საბუთი, რომელიც ეხება
ფასეულობათა მიღებასა და გასვლას, ჩაბარებულია ბუღალტერიაში.
ჩამოწერილი ან შემოსავალში აუღებელი ფასეულობები არ გააჩნია.
მატერიალურად
პასუხისმგებელი პირი –––––––––––––––––––– ––––––––––––––– –––––––––––––––––––––
(თანამდებობა) (ხელმოწერა) ხელმოწერა გარკვევით
ფორმა №ინვ-1 მე-2 გვერდი
№რიგზე
ფასეულობათა დასახელება
ნომენკლატორული ან საინვენტარიზაციო ნომერი
ზომის ერთეული
ფასი, ლარი
ფაქტობრივი ოდენობა
რაოდენობა
თანხა, ლარი
ყველა ფასეულობა, რომელიც ჩამოთვლილია საინვენტარიზაციო უწყისებში №-----დან №-----მდე კომისიის
მიერ შემოწმებულია ფიზიკურად ადგილზე, ჩემი თანდასწრებით და შეტანილია აღწერაში.
საინვენტარიზაციო კომისიის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია. ფასეულობები, რომლებიც
ჩამოთვლილია აღწერაში, ინახება ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ.
მატერიალურად
პასუხისმგებელი პირი –––––––––––––––––––– –––––––––––––––– –––––––––––––––––––––
(თანამდებობა) (ხელმოწერა) ხელმოწერა გარკვევით
„-----------“ ------------------------------- ----------- წ.
ფორმა №ინვ-1 მე-3 გვერდი
ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით
ინვენტარიზაციის შედეგი
შენიშვნა
დანაკლისი
ზედმეტობა
რაოდენობა
თანხა, ლარი
რაოდენობა
თანხა, ლარი
რაოდენობა
თანხა, ლარი
კომისიის თავმჯდომარე: –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
კომისიის წევრები: –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
–––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––

ფორმა № ინვ-2 –ინვენტარიზაციის შედეგების აქტი
ვამტკიცებ:
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
____________ ________________________
(ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
ინვენტარიზაციის შედეგები
აქტი № ––––
ორგანიზაცია (ცენტრალიზებული ბუღალტერია) --------------------------------------------------------
მატერიალურად პასუხისმგებელი პირი --------------------------------------------------------------------
კომისიამ შემადგენლობით:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თანამდებობა, გვარი, სახელი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელიც დანიშნულია „-------------“ ----------------------------- -----------წ. №----------ბრძანებით
შეადგინა ეს აქტი მასზე, რომ
ამ პერიოდისთვის „---------“ ------------------------- წ.-დან „---------“ ------------------------- წ.-მდე
ჩატარდა ---------------------------------------------------------------------------------- ინვენტარიზაცია
(მატერიალური ფასეულობა, ფულადი საშუალებები)
რომელიც ინახება პასუხისმგებელ შენახვაზე
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, გვარი, სახელი, მატერიალურად პასუხისმგებელი პირი)
ინვენტარიზაციის საფუძველზე (შედარ.უწყისი) № ------- „-----------------“ ---------------------- წ.
გამოვლინდა სხვაობები და დადგინდა შემდეგი: ------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე ---------------------- ----------------------- -----------------------------
(თანამდებობა) (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
კომისიის წევრები: --------------------- ----------------------- -----------------------------
(თანამდებობა) (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
--------------------- ----------------------- -----------------------------
(თანამდებობა) (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
--------------------- ----------------------- -----------------------------
(თანამდებობა) (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
„----------“ ------------------------------------ -------------
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დასკვნა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დანართი 1
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების პასიური ნაწილის ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის 1 ----------------- მდგომარეობით
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ორგანიზაციის დასახელება)
№
ძირითადი აქტივების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე
ბუღალ-ტრული ცვეთა გადაფასე-ბამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასე-ბამდე
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.97წ. №295 ბრძანებულება
ღირებულება გადაფასების შემდეგ
ცვეთის ნორმა (1998 წლიდან)
ფიზიკური ცვეთა(ახალი ნორმებით)
ნარჩენი ღირებულება
ბუღალტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობის %
საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით (%)
საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით (ლარი)
%
ლარი
%
ლარი
ლარი
%
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
1
2
3
4
5
6
7
8
9
სულ
კომისიის წევრები
ვამტკიცებ
ვადასტურებ
1
–––––––––––––––––––––/–––––––––––––/
2
–––––––––––––––––––––/–––––––––––––/
–––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––
3
–––––––––––––––––––––/–––––––––––––/
(ხელმძღვანელი)
(აუდიტი)
4
–––––––––––––––––––––/–––––––––––––/
5
–––––––––––––––––––––/–––––––––––––/
ბ.ა.
ბ.ა.
დანართი 2
–––––––––––––––––––––––––––––––––––– ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტი №
ორგანიზაციის დასახელება
20 წლის -----------------------მდგომარეობით
დასახელება
ექსპლუატა-ციაში შესვლის წელი
საწყისი ღირებულება გადაფასე-ბამდე
ცვეთა გადაფასე-ბამდე
გადაფასების კოეფიციენტი
ღირებულება გადაფასების შემდეგ
ცვეთა გადაფასე-ბის შემდეგ
ნარჩენი ღირებუ-ლება
შენიშვნა
წელი/თვე
ლარი
%
ლარი
%
ლარი
%
ლარი
ლარი
კომისიის შემადგენლობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანიშნულია ბრძანებით (განკარგულებით) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წელი, რიცხვი, თვე, ბრძ. ან განკარგ. №
დაათვალიერა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება
და აღმოაჩინა, რომ იგი უნდა იქნეს ლიკვიდირებული (ან დაშლილი შედეგის საფუძველზე:
1. დამზადების ან აშენების წელი
––––––––––––––––––––––
2. ორგანიზაციაში მიღების წელი
3. ექსპლუატაციაში შესვლის წელი
––––––––––––––––––––––
4. ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი) –––––––––
5. ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის დასკვნა:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრთა ხელწერები:
ვამტკიცებ:
1. –––––––––––––––––––––––––––
2. –––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––
3. –––––––––––––––––––––––––––
(ხელმძღვანელი)
4. –––––––––––––––––––––––––––
5. –––––––––––––––––––––––––––
ბ.ა.