ქ. ტყიბულში 25X123 (110) მგვ3 ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის რეალიზაციის დაჩქარების პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშეწყობის შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 107, 26/03/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქ. ტყიბულში 25X123 (110) მგვ3 ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის რეალიზაციის დაჩქარების პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშეწყობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №107
2001 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
ქ. ტყიბულში 2X125 (110) მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის რეალიზაციის დაჩქარების პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშეწყობის შესახებ
დღევანდელ ეტაპზე საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული მწვავე დეფიციტიდან გამომდინარე, ქ.ტყიბულში, ტყიბულის ქვანახშირზე მომუშავე 2X125 (110) მგვ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას უაღრესად დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ენერგოსექტორისა და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის. პროექტის განსაკუთრებულ აქტუალობას განაპირობებს ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროების აღდგენა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა, რის შედეგადაც მოხდება საქართველოს სამთო-მომპოვებელი მრეწველობის მნიშვნელოვანი სეგმენტის სტიმულირება, რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პროცენტის ზრდა; ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის პირობების შექმნა; საქართველოს ენერგოსისტემაში დამატებით 250 (220) მგვ სიმძლავრის შემატება. ამ პროექტის განხორციელების სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 სექტემბრის №543 და 2000 წლის 10 აგვისტოს №358 ბრძანებულებების საფუძველზე საქართველოს მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებას უცხოურ კომპანია �ტყიბული პაუერ ინტერნეიშენელ ლიმიტედთან�, რის შედეგადაც ხელი მოეწერა ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას. აღნიშნული პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან და საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაუმჯობესების ინტერესებიდან გამომდინარე:
1. მიღებულ იქნეს ინფორმაცია ქ. ტყიბულში 2X125 (110) მგვ ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკების მიმდინარეობასა და ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე.
2. მიღებულ იქნეს ინფორმაცია ტყიბულის მაღაროების ბაზაზე თბოელექტროსადგურის საწვავის მომარაგების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნისა და ამ საწარმოს სადამფუძნებლო ხელშეკრულების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკების თაობაზე.
3. მიეცეს უფლებამოსილება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრს, პროექტის კოორდინატორს მ. ჩხენკელს, რათა სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწეროს ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას, მიეცეს დამატებითი უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს ელექტროენერგიის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებს, დამატებით ხელშეკრულებებს, წერილებსა და დოკუმენტებს.
4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დ. მირცხულავამ და ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრმა მ. ჩხენკელმა ერთ კვირაში წარმოადგინონ საქართველოს კანონში ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ ცვლილებებისა და დამატებების პროექტები, რომელიც გაითვალისწინებს სტრატეგიული მნიშვნელობის გენერაციის არსებული ობიექტების რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მშენებლობის ხელშემწყობ ღონისძიებებს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ითანამშრომლოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან აღნიშნული კანონის პროექტის მომზადებისათვის.
5. ეთხოვოთ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას (ე. ერისთავი) და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს (დ. ჯიბღაშვილი) მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელონ უცხოელ ინვესტორთან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით და ორ კვირაში შეიმუშაონ მექანიზმი თბოელექტროსადგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიერ �ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ� ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად.
6. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მ. სააკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ზ. ნოღაიდელმა მჭიდროდ ითანამშრომლონ ინვესტორთან და პროექტის კოორდინატორთან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებისათვის.
7. ეთხოვოთ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას და საქართველოს ეროვნულ ბანკს (ი. მანაგაძე) ორ კვირაში უზრუნველყონ ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარდაჭერის წერილების ხელმოწერა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ქ.ტყიბულში არსებული მაღაროების ამოქმედების მიზნით და მათი ამოქმედების სახელმწიფოსათვის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა მ. უკლებამ, ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრმა მ. ჩხენკელმა, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დ. მირცხულავამ, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში თ.შაშიაშვილმა, ქ.ტყიბულის რაიონის გამგეობის თავმჯდომარემ დ.ცირეკიძემ ადგილობრივ სამთო სპეციალისტებთან ერთად, უცხოელ ინვესტორთან კონსულტაციების შედეგად ერთ თვეში შეიმუშაონ და წარმოადგინონ ერთობლივი საწარმოსათვის მაღაროების გადაცემის გეგმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნახშირზე მომუშავე ტყიბულის თბოელექტროსადგურის პროექტი მუშავდება ამ სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით და პროექტს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაუტარდება სახელმწიფო ექსპერტიზა, რომლის შემადგენელი ნაწილებია სახელმწიფო ეკოლოგიური და სახელმწიფო ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
10. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსმა ბ. ხატიძემ.
ე. შევარდნაძე