ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №108
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 26/03/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 56.7pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №108
2001 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს:
ა) ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესი (დანართი 1);
ბ) განაცხადი ადამიანის ორგანოს (ქსოვილის) იმპორტზე (დანართი 2);
გ) ადამიანის ორგანოს (ქსოვილის) ექსპორტის ნებართვა (დანართი 3).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე):
ა) პერიოდულად შეამოწმოს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების საქმიანობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხი; აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაჩეროს ან გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;
ბ) უზრუნველყოს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე, ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდება;
გ) მოაწესრიგოს საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანოთა გადანერგვის სფეროში. დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის ნორმატივების შემუშავებაში;
დ) მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ორგანოთა გადანერგვის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან.
ე. შევარდნაძე
დანართი 1
ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ეს წესი შემუშავებულია ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონის 57-ე მუხლის ბ.ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
1. საქართველოში სპეციალური განაცხადის საფუძველზე ადამიანის ორგანოთა იმპორტის უფლება აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას.
2. სპეციალური განაცხადი (ორ ეგზემპლარად) წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სპეციალური განაცხადის ერთი ეგზემპლარი საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით ეგზავნება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს.
4. იმპორტირებულ ორგანოს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მონაცემები ორგანოს მომპოვებელი ან შემნახავი დაწესებულების შესახებ (დასახელება, მისამართი, ვის მიერაა ლიცენზირებული);
ბ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანო მოპოვებულია მომწოდებელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) მონაცემები ორგანოს დონორის შესახებ (ასაკი, სქესი, შემოწმების შედეგები შიდსზე, ჰეპატიტზე, ტუბერკულოზზე, სიფილისზე, სხვა ინფექციურ და ონკოლოგიურ დაავადებებზე). აუცილებელ ტესტთა ჩამონათვალი შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანოს სახეობის შესაბამისად;
დ) ორგანოს მოპოვების თარიღი;
ე) ორგანოს გადასანერგად ვარგისიანობის ვადა, კონსერვაციისა და ტრანსპორტირების პირობების მითითებით;
ვ) მომწოდებელ და მიმღებ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომლის საფუძველზეც ხდება ორგანოს იმპორტი.
მუხლი 3🔗.
1. საქართველოდან ადამიანის ორგანოთა ექსპორტისათვის სავალდებულოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა (დანართი №2).
2. ნებართვა შეიძლება მიიღოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულმა ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკმა.
3. ექსპორტირებული ორგანოს ნებართვაში მითითებული უნდა იყოს:
ა) მონაცემები ორგანოს მომპოვებელი ან შემნახავი დაწესებულების შესახებ (დასახელება, მისამართი, ვის მიერაა ლიცენზირებული);
ბ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანო მოპოვებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) მონაცემები ორგანოს დონორის შესახებ (ასაკი, სქესი, შემოწმების შედეგები შიდსზე, ჰეპატიტზე, ტუბერკულოზზე, სიფილისზე, სხვა ინფექციურ და ონკოლოგიურ დაავადებებზე). აუცილებელ ტესტთა ჩამონათვალი შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანოს სახეობის შესაბამისად;
დ) ორგანოს მოპოვების თარიღი;
ე) ორგანოს გადასანერგად ვარგისიანობის ვადა, კონსერვაციისა და ტრანსპორტირების პირობების მითითებით.
3. ნებართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანოს მიმწოდებელ და მიმღებ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომლის საფუძველზეც ხდება ორგანოს ექსპორტი.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს და ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის დასკვნა იმის შესახებ, რომ საექსპორტო ორგანოს ან ქსოვილს საქართველოში არ მოეპოვება შესაბამისი რეციპიენტი.
დანართი № 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ადამიანის ორგანოს (ქსოვილის) იმპორტზე ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებელი ორგანიზაციის სრული დასახელება)
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
მოქ. ----------------------------------------------------------------------------------------------------------
(პაციენტის გვარი, სახელი, მამის სახელი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი გაცემის თარიღი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ვის მიერ არის გაცემული) გაცემის თარიღი
გადანერგვის მიზნით ----------------------------------------------------------------------------------------
ორგანოს მომწოდებელი ქვეყნის, ორგანიზაციის დასახელება და მისამართი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------დან
----------------------------------------------------------------- ხელშეკრულების საფუძველზე ვახდენთ
ხელშეკრულების ნომერი, თარიღი
------------------------------------------------------------------------------------------------------- იმპორტს
ადამიანის ორგანოს დასახელება
ორგანოს მოპოვების თარიღი 200 წლის --------------------------
ორგანოს ვარგისიანობის ვადა 200 წლის -------------------- მდე
ორგანოს შემოტანის ვადა 200 წლის --------- დან 200 წლის ------------------- მდე
განმცხადებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ---------------------------- ხელმოწერა
ბ.ა. „------“ --------------------- 200 წ.
განაცხადი რეგისტრირებულია --------------------------------------------------------------------------
ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის დასახელება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
რეგისტრაციის № თარიღი --------------- ხელმოწერა ---------------------
დანართი №3
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ადამიანის ორგანოს (ქსოვილის) ექსპორტის
ნ ე ბ ა რ თ ვ ა
ექსპორტიორი ორგანიზაცია -----------------------------------------------------------------------------
დასახელება, მისამართი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვის მიერ არის ლიცენზირებული
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ლიცენზიის ნომერი გაცემის თარიღი
ორგანოს (ქსოვილის) დასახელება ----------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორგანოს (ქსოვილის) მოპოვების შესახებ --------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მონაცემები ორგანოს (ქსოვილის) დონორის შესახებ ----------------------------------------------------
ასაკი სქესი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების შედეგები შიდსზე
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ტუბერკულოზზე
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჰეპატიტზე
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სხვა ინფექციურ და ონკოლოგიურ დაავადებებზე
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და სხვა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ორგანოს (ქსოვილის) მოპოვების თარიღი „----“ -----------------200 წელი
ორგანოს (ქსოვილის) გადასანერგად ვარგისიანობის ვადა „----“------------200 წელი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კონსერვაციის და ტრანსპორტირების პირობები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------