საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.03.2001
ძალის დაკარგვა 20.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №110
სარეგისტრაციო კოდი 480.080.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 26/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 მარტის №110 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 20.05.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 51.05pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №110
2001 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. დამტკიცდეს საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ თანდართული დებულება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) ბრძანებულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ დებულების მე-16 მუხლით გათვალისწინებული საკონსულო პატენტის ფორმა და 36-ე და 37-ე მუხლებით გათვალისწინებული სათანადო ინსტრუქციები;
გ) უმოკლეს დროში უზრუნველყოს დებულების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს საპატიო კონსულებთან.
3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებიდან ერთ თვეში.
ე. შევარდნაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ტერმინების განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას;
ბ) „საკონსულოს კარმიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოსაყენებელ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების მომსახურე მიწის ნაკვეთს, იმის მიუხედავად, ვისი საკუთრებაა იგი;
გ) „საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, ვიდეო და აუდიოჩანაწერს, დისკეტსა და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებისა და კოდების, კარტოთეკებისა და მათი დაცვისა თუ შენახვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საავეჯო საგნის ჩათვლით;
დ) „საქართველოს გემი“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, სამხედრო ხომალდების გარდა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და აქვს საქართველოს დროშით ნაოსნობის უფლება;
ე) „საქართველოს საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ საფრენ აპარატს, სამხედრო საფრენი აპარატების გარდა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და აქვს უფლება ჰქონდეს საქართველოს ამოსაცნობი ნიშნები.
მუხლი 2🔗. საპატიო კონსულის მეთაურობით საკონსულო დაწესებულების გახსნა და საპატიო კონსულის დანიშვნა
1. „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით ცალკეული საკონსულო ფუნქციების შესრულება შეიძლება დაავალოს საქართველოს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირს (შემდგომში – „საპატიო კონსული“).
2. საქართველოს საპატიო კონსულის მეთაურობით საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნა და, შესაბამისად, საპატიო კონსულის დანიშვნა ხდება „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. საპატიო კონსულის მოქალაქეობა
საქართველოს საპატიო კონსულად შეიძლება დაინიშნოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
მუხლი 4🔗. საჯარო სამსახურთან დამოკიდებულება
საქართველოს საპატიო კონსული არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველო არ აგებს პასუხს საპატიო კონსულის იმ საქმიანობისათვის, რომელიც სცილდება საპატიო კონსულის ფუნქციებს.
მუხლი 5🔗. ფუნქციების განხორციელება
საქართველოს საპატიო კონსული ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და მოქმედებს „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებითა და წესებით, აგრეთვე საერთაშორისო ჩვეულებებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. საქმიანობის ხელმძღვანელობა
საქართველოს საპატიო კონსული ექვემდებარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოქმედებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების, ხოლო თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელობით (შემდგომში – „ხელმძღვანელი დაწესებულებები“).
მუხლი 7🔗. პრივილეგია და იმუნიტეტი
1. საქართველოს საპატიო კონსული ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სარგებლობს „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციით, აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით საპატიო საკონსულო თანამდებობის პირთათვის გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, თუ საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქართველოს საპატიო კონსულს უფლება აქვს იქონიოს საქართველოს გერბიანი ბეჭედი საკონსულო დაწესებულების სახელწოდებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.
3. საქართველოს საპატიო კონსულს უფლება აქვს საკონსულო დაწესებულების შენობაზე გამოაკრას საქართველოს სახელმწიფო გერბიანი აბრა, რომელზეც ქართულ, ინგლისურ და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენაზე მითითებულ იქნება საკონსულო დაწესებულების სახელწოდება.
4. საქართველოს საპატიო კონსულს უფლება აქვს საკონსულო დაწესებულების შენობაზე, რეზიდენციის ჩათვლით, აგრეთვე, როცა ეს დაკავშირებულია საკონსულო ფუნქციების შესრულებასთან, სატრანსპორტო საშუალებაზე აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.
5. ამ მუხლში აღნიშნული უფლებების განხორციელებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმები.
თავი II
საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნა და მისი საქმიანობის შეწყვეტა
მუხლი 8🔗. წარდგინება
საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ წინადადებას ან წარდგინებას ამზადებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, ან თავად საპატიო კონსულობის კანდიდატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე.
მუხლი 9🔗. საპატიო კონსულის მეთაურობით საკონსულო დაწესებულების გახსნის საფუძვლები
საპატიო კონსულის მეთაურობით საკონსულო დაწესებულების გახსნა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) კონკრეტულ სახელმწიფოსა და საკონსულო ოლქს ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის;
ბ) საკონსულო დაწესებულების გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გაუმჯობესებას;
გ) საკონსულო დაწესებულების გახსნა ხელს შეუწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან და კონკრეტულ რეგიონთან სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა სახის თანამშრომლობის განვითარება-გაღრმავებას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის წახალისებას.
დ) საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი არ უნდა იყოს იმ ქალაქში, სადაც არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან შტატიანი საკონსულო დაწესებულების რეზიდენცია.
მუხლი 10🔗. საპატიო კონსულად პირის დანიშვნისათვის საჭირო კრიტერიუმები და მნიშვნელოვანი გარემოებები
ამ დებულების მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით საპატიო კონსულად დასანიშნ პირს უნდა გააჩნდეს აუცილებელი პროფესიული თვისებები კონსულისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების ეფექტიანად შესასრულებლად და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი კრიტერიუმები და პირობები:
ა) სასურველია თავისი საქმიანობით გარკვეული დამსახურება მიუძღოდეს საქართველოს წინაშე;
ბ) უნდა ცხოვრობდეს ან შეეძლოს დასახლება იმ ქალაქში, სადაც საკონსულო დაწესებულებას გააჩნია თავისი ადგილსამყოფელი;
გ) უნდა გააჩნდეს საკმარისი მატერიალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთლიანად დააფინანსოს საკონსულო დაწესებულების საქმიანობა (ჰქონდეს საკონსულო დაწესებულების საქმიანობისათვის აუცილებელი შენობა ან საოფისე ფართობი ან შეეძლოს მისი ყიდვა იმ ქალაქში, სადაც იქნება საკონსულო დაწესებულების რეზიდენცია), გააჩნდეს ან შეეძლოს სათანდო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, შეეძლოს თანამშრომელთათვის ხელფასის გადახდა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, სატრანსპორტო მომსახურებითა და კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, ხელმძღვანელი დაწესებულებებიდან მივლინებულ პირთათვის სათანადო პირობების შექმნა და სხვ.;
დ) უნდა შეეძლოს, საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულების დროს მოაწყოს მიღებები, აგრეთვე სხვადასხვა საპროტოკოლო ღონისძიებები;
ე) სასურველია იცნობდეს საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ქართველი ხალხის კულტურასა და ტრადიციებს;
ვ) არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების, მისიის, საერთაშორისო ორგანიზაციასთან წარმომადგენლობის, სავაჭრო ან სხვა სახის წარმომადგენლობის თანამშრომელი, ან რაიმე მისიით სხვა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პირი, ან ადგილსამყოფელი ან რომელიმე სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოსამსახურე;
ზ) უნდა ჰქონდეს შეულახავი რეპუტაცია, არ უნდა იყოს ნასამართლევი, არ უნდა იყოს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე;
თ) უნდა გააჩნდეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში (რეგიონში) მიმდინარე ძირითად მოვლენათა შესახებ საქართველოს კომპეტენტური ხელისუფლების ინფორმირების შესაძლებლობა;
ი) რეალურად უნდა შეეძლოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული ურთიერთობის განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელშეწყობა და სხვ;
კ) უნდა იყოს არანაკლებ 30 წლის, მაგრამ არა უმეტეს 65 წლის ასაკისა.
მუხლი 11🔗. მონაცემთა და ვალდებულებათა წარმოდგენა
1. წარდგინება საპატიო კონსულად პირის დანიშვნის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას, მონაცემებსა და დოკუმენტაციას:
ა) ავტობიოგრაფია და პირის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) მინიმუმ სამი რეკომენდაცია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ან მოღვაწეთაგან, კულტურის სფეროს თანამშრომლებისაგან, ბიზნესმენებისაგან და სხვ.
გ) ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა და საშუალებათა შესახებ პროგრამა;
დ) ინფორმაცია საქართველოსთან ურთიერთობასა და იმ მიზეზებზე, რამაც მიაღებინა მას გადაწყვეტილება გამხდარიყო საქართველოს საპატიო კონსული;
ე) საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები იმ შემთხვევაში, თუ ვერ გახდება საქართველოს საპატიო კონსული;
ვ) საკონსულო ოლქი, რომელშიც სავარაუდოდ აპირებს და შეუძლია საკონსულო ფუნქციების შესრულება;
ზ) პირის ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი საბანკო ან სხვა ფინანსური დოკუმენტაცია;
თ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ დებულების მე-9 და მე-10 მუხლებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს კონკრეტული კანდიდატის შესახებ;
ი) თუ წარდგინება კეთდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, წარდგინებას ერთვის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დასაბუთებული დასკვნა საკონსულო დაწესებულების გახსნისა და საპატიო კონსულად მისი დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ.
2. ხელმძღვანელ დაწესებულებებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენა ლეგალიზებული ან სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
3. კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ საპატიო კონსულად მისი დანიშვნის შემთხვევაში პირნათლად შეასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს და ამისათვის არ მოითხოვს ხელფასს, ან შრომის, ან საკონსულო ფუნქციების შესრულების დროს წარმოქმნილი დანახარჯების რაიმე სახით ანაზღაურებას.
მუხლი 12🔗. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის წარმოდგენა, წინასწარი შეხვედრის ორგანიზაცია
1. საქართველოს საპატიო კონსულად დასანიშნი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია (თუ კანდიდატურა არ არის თავად საელჩოს ან საკონსულო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი) მიეწოდება ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც ორ თვეში წარმოადგენს წინადადებას კანდიდატის საპატიო კონსულად დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ.
2. აუცილებლობის შემთხვევაში ამ დებულების მე-9 და მე-10 მუხლებში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან საპატიო კონსულად დასანიშნი კანდიდატის შესაფასებლად საპატიო კონსულობის კანდიდატი უნდა შეხვდეს ხელმძღვანელი დაწესებულებების წარმომადგენლებს.
3. ინფორმაცია საპატიო კონსულად დასანიშნი კანდიდატის შესახებ იგზავნება დიპლომატიური ფოსტით ან საკონსულო ვალიზით და განკუთვნილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისათვის.
მუხლი 13🔗. საკონსულო ოლქი
საკონსულო ოლქის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის რეალური შესაძლებლობა შეასრულოს ამა თუ იმ რეგიონში მისთვის დაკისრებული ფუნქციები და იგი, როგორც წესი, ინიშნება ერთ რომელიმე კონკრეტულ ქალაქში ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ერთ-ერთ რეგიონში.
მუხლი 14🔗. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, განხილვის კოორდინაცია და საბოლოო დასკვნის მომზადება
1. საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციისა და მოსაზრებების გამოთხოვა საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისა და სხვა უწყებისაგან.
2. კონკრეტულ სახელმწიფოსა და საკონსულო ოლქის საქართველოსათვის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების გახსნის პოლიტიკური ასპექტების შესახებ დასკვნებს აკეთებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ფუნქციური და ტერიტორიული დეპარტამენტები.
3. საპატიო კონსულის კანდიდატურის განხილვას კოორდინაციას უწევს და გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისათვის საბოლოო დასკვნას ამზადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
მუხლი 15🔗. საპატიო კონსულის დანიშვნა
საპატიო კონსულის დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ბრძანებით იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ძალაში შედის საპატიო კონსულის საკონსულო პატენტის ხელმოწერისა და საქართველოს გერბიანი ბეჭდით დამოწმების დღიდან.
მუხლი 16🔗. საკონსულო პატენტის გადაცემა
1. საკონსულო პატენტის მომზადებასა და შემდგომ მისი გადაცემის ორგანიზიას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
2. საკონსულო პატენტი ადასტურებს საპატიო კონსულის უფლებამოსილებას, მიუთითებს სრულ სახელს, გვარს, მოქალაქეობას, კლასს, საკონსულო ოლქს, ადგილსამყოფელს, სადაც იგი შეასრულებს საპატიო კონსულის მოვალეობას.
3. საქართველოს საპატიო კონსულის საკონსულო პატენტს ხელს აწერენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი.
4. საკონსულო პატენტის ფორმას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
5. საკონსულო პატენტი მიეწოდება პირადად საპატიო კონსულს და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით გადაეცემა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 17🔗. დანიშვნის ხანგრძლივობა
1. საქართველოს საპატიო კონსული ინიშნება სამი წლით.
2. ხელმძღვანელი დაწესებულებების შესაბამისი დადებითი დასკვნის შემთხვევაში, რომელიც კეთდება მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.
მუხლი 18🔗. ხელშეკრულების გაფორმება
1. საპატიო კონსულის დანიშვნის შემთხვევაში, საპატიო კონსულისათვის საკონსულო პატენტის გადაცემამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საპატიო კონსულს შორის ფორმდება ხელშეკრულება, სადაც აღინიშნება საპატიო კონსულის უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ხელი შეიძლება მოაწერონ:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ;
ბ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეთაურმა;
გ) საქართველოს საგარეო მინისტრის დავალებით, სამინისტროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა.
მუხლი 19🔗. უფლებამოსილების შეწყვეტა
საქართველოს საპატიო კონსული თავისი ფუნქციების შესრულებას წყვეტს:
ა) როცა ადგილსამყოფელი სახელმწიფო აღარ ჩათვლის მას საქართველოს საპატიო კონსულად და გააუქმებს მის ეგზეკვატურას;
ბ) საკონსულო პატენტის ვადის გასვლის შემთხვევაში;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საპატიო კონსულის პატენტის გაუქმების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ საპატიო კონსული ჯეროვნად არ ან ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, ამეტებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ან მისი საქმიანობა ჩრდილს აყენებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს;
დ) პირადი შუამდგომლობითაც, რომელშიც მოყვანილი იქნება ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები;
ე) ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეიარაღებული კონფლიქტისა ან საკონსულო ურთიერთობათა გაწყვეტის შემთხვევაში;
ვ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის არსებობის შეწყვეტის შემთხვევაში.
თავი III
საქართველოს საპატიო კონსულის მიერ ფუნქციების შესრულება
მუხლი 20🔗. ფუნქციების შესრულების დაწყება
1. საქართველოს საპატიო კონსული თავისი ფუნქციების შესრულებას იწყებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის (ეგზეკვატურის) მიღების შემდეგ.
2. საქართველოს საპატიო კონსული ეგზეკვატურის მიღების თარიღს და თავისი მოვალეობის განხორციელების დროს ატყობინებს ხელმძღვანელ დაწესებულებებს, რომელთაც აწვდის ეგზეკვატურის ასლს.
მუხლი 21🔗. ფუნქციების პირადად შესრულება
1. საქართველოს საპატიო კონსული დაკისრებულ ფუნქციებს პირადად ასრულებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საპატიო კონსული დაკისრებულ ფუნქციებს დროებით ვერ ასრულებს, ან არ იმყოფება საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ხელმძღვანელ დაწესებულებებს.
მუხლი 22🔗. დამხმარე თანამშრომლის დაქირავება და დახმარების გაწევა
1. საქართველოს საპატიო კონსულმა, აუცილებლობის შემთხვევაში, მისთვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ან მისი რეკომენდაციით უნდა დაიქირაოს და მუშაობისათვის აუცილებელი პირობები შეუქმნას დამხმარე თანამშრომელს.
2. საქართველოს საპატიო კონსულისათვის სათანადო ინსტრუქტაჟის მოსაწყობად ან, აუცილებელ შემთხვევებში, დახმარების გასაწევად შესაძლებელია მასთან დროებით მივლინებულ იქნეს ხელმძღვანელი დაწესებულებების დიპლომატიური თანამდებობის პირი.
მუხლი 23🔗. ურთიერთობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან
1. საქართველოს საპატიო კონსულს საკონსულო ფუნქციების შესრულებისას შეუძლია მიმართოს თავისი საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ადგილობრივ ხელისუფლებას და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს.
2. საპატიო კონსული ოფიციალურ ურთიერთობას საკონსულო ოლქისა და საქართველოს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებთან ამყარებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
მუხლი 24🔗. კომერციული და პროფესიული საქმიანობა
საქართველოს საპატიო კონსულს უფლება აქვს ეწეოდეს კომერციულ და თავის პროფესიულ საქმიანობას.
მუხლი 25🔗. სადავო საკითხების განხილვა
საქართველოს საპატიო კონსულის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოშობილ სადავო საკითხებზე საჩივრებს განიხილავენ ხელმძღვანელი დაწესებულებები.
თავი IV
საპატიო კონსულის ფუნქციები
მუხლი 26🔗. ფუნქციების განსაზღვრა
1. საქართველოს საპატიო კონსული ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
2. ხელმძღვანელი დაწესებულებების დავალებით საქართველოს საპატიო კონსულს შეიძლება დაეკისროს სხვა ფუნქციების შესრულებაც, რომელიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან რომლის შესრულების წინააღმდეგი არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფო, ან რომელიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
მუხლი 27🔗.საკონსულო დაცვა, საპატიო კონსულის ფუნქციები ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის თანამშრომლობის განვითარების ხელშესაწყობად
საპატიო კონსულის ფუნქციებია:
ა) საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ბ) ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სრულად ისარგებლონ ყველა იმ უფლებით, რასაც მათ ანიჭებთ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა, ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მონაწილეც არიან საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო; აგრეთვე, საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმები;
გ) საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, კომერციული, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და ტურისტული ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
დ) ურთიერთობის დამყარება საკონსულო ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ეკონომიკურ-ფინანსურ ორგანიზაციებთან და ბიზნესმენებთან იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას;
ე) ინფორმაციის მოპოვება და ხელმძღვანელი ორგანოების სისტემატური ინფორმირება საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე ეკონომიკური, ფინანსური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;
ვ) საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფასეულობათა წარმოჩინებისათვის ხელშეწყობა და ამ მიზნით სამხატვრო გამოფენების, ფილმების ჩვენებების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობის ორგანიზება;
ზ) თავის საკონსულო ოლქში მუდმივად მცხოვრები და დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებისათვის, მათი თხოვნის საფუძველზე, საკონსულო ოლქში მოქმედი კანონების, აგრეთვე ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
თ) საქართველოს შესახებ ობიექტური და სრულფასოვანი ინფორმაციის გავრცელება და ამ მიზნით პრესკონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებათა მოწყობის ორგანიზება.
მუხლი 28🔗. საპატიო კონსულის ფუნქციები მოქალაქეობის, საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვა-რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის, სანოტარო მოქმედებების შესრულებისა და ლეგალიზაციის, სამოქალქო აქტების რეგისტრაციისა და საქართველოს ვიზებით გაცემის საკითხებში
1. საპატიო კონსულის მიერ საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვა-რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული ფუნქციების, საქართველოს მოქალაქის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და სანოტარო ფუნქციების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ხელმძღვანელი დაწესებულებების დავალებისა და სათანადო სამოქმედო ინსტრუქციების მიღების შემთხვევაში.
2. საქართველოს საპატიო კონსულს უფლება აქვს ხელმძღვანელ ორგანოებთან შეთანხმებით ან მათგან მიღებული დავალების შემთხვევაში მოახდინოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაცია, რომელიც განკუთვნილია საქართველოში გამოსაყენებლად.
მუხლი 29🔗. საპატიო კონსულის ფუნქციები მეურვეობასა და მზრუნველობასთან, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის სამკვიდრო ქონების საკითხებთან დაკავშირებით
1. საქართველოს საპატიო კონსული ხელმძღვანელ დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებს ღონისძიებებს, რათა დაწესდეს მეურვეობა მის საკონსულო ოლქში მყოფ მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვან და არაქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეებზე.
2. საქართველოს საპატიო კონსული, მის საკონსულო ოლქში საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ სამკვიდრო ქონების გახსნის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მემკვიდრეებს. თუ მისთვის უცნობია ასეთი მემკვიდრეების საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ხელმძღვანელ დაწესებულებებს.
3. საქართველოს საპატიო კონსულს უფლება აქვს ხელმძღვანელ დაწესებულებებთან შეთანხმებით მიიღოს სამკვიდრო ქონება საქართველოში მყოფი მემკვიდრეებისათვის გადასაცემად, უბედური შემთხვევებისათვის დაწესებული კომპენსაციებისა და აგრეთვე სიცოცხლის სადაზღვევო პოლისებით დადგენილი სადაზღვევო თანხების ჩათვლით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
4. საქართველოს საპატიო კონსული, თავისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ ხელმძღვანელ დაწესებულებებს და მათთან შეთანხმებით იღებს ზომებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის მიერ დატოვებული სამკვიდრო ქონების შესანახად ან სთხოვს ასეთი ზომების მიღებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ, ან მის გასაყიდად, თუ დატოვებული ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ არ ექვემდებარება შენახვას. ასეთი სახით მიღებული თანხები გადაეცემა დანიშნულებისამებრ.
5. საქართველოს საპატიო კონსულს, ხელმძღვანელ დაწესებულებებთან შეთანხმებით, უფლება აქვს მიიღოს შესანახად ფული, ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები და დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებას.
მუხლი 30🔗. საპატიო კონსულის ფუნქციები დაპატიმრებულ, დაკავებულ, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ
1. საქართველოს საპატიო კონსული მიმართავს თავისი საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ხელისუფალთ უგზო-უკვლოდ დაკარგულ საქართველოს მოქალაქეთა მოსაძებნად.
2. თუ საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს, დააკავეს ან სხვაგვარად აღუკვეთეს თავისუფლება, საქართველოს საპატიო კონსული დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ ხელმძღვანელ დაწესებულებებს და მოქმედებს მათგან მიღებული მითითების შესაბამისად.
3. საქართველოს საპატიო კონსულს, ხელმძღვანელ დაწესებულებებთან შეთანხმებით, უფლება აქვს მოინახულოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც დააპატიმრეს, დააკავეს, ან სხვაგვარად შეუზღუდეს თავისუფლება მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, იქონიოს მასთან მიმოწერა, განახორციელოს ღონისძიებები მისი წარმომადგენლობისათვის, აგრეთვე გამოვიდეს მისი სახელით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უკანასკნელი თავად განაცხადებს უარს ასეთ წარმომადგენლობაზე.
4. საქართველოს საპატიო კონსული თვალყურს ადევნებს, რომ საქართველოს იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც დააპატიმრეს, დააკავეს, ან სხვაგვარად შეუზღუდეს თავისუფლება მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, სრულდებოდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა ნორმები, რომელთა მონაწილენიც არიან საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვას. რაიმე სახის დარღვევის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ ხელმძღვანელ დაწესებულებებს და მოქმედებს მათგან მიღებული მითითებების შესაბამისად.
მუხლი 31🔗. საპატიო კონსულის ფუნქციების საბუთების გამოთხოვის საკითხებში
საქართველოს საპატიო კონსული ხელმძღვანელი დაწესებულებების დავალებით აწარმოებს დოკუმენტების გამოთხოვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებიდან. იგი ასევე გამოითხოვს დოკუმენტებს საქართველოდან შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში.
მუხლი 32🔗. დოკუმენტების გადაცემა
საქართველოს საპატიო კონსული ხელმძღვანელი დაწესებულებების დავალებით გადასცემს სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტებს, შეასრულებს სასამართლო ან საქართველოს სასამართლოებისათვის ჩვენებათა მიცემის დავალებებს მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, ან ასეთი შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა წესით, რაც არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს.
მუხლი 33🔗. საპატიო კონსულის ფუნქციები საქართველოს გემებთან და საჰაერო ხომალდებთან, აგრეთვე საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით
1. საქართველოს საპატიო კონსული თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო დახმარებას უწევს საქართველოს გემს, რომელიც იმყოფება მისი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნავსადგურსა ან ღუზასადგომზე ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში, აგრეთვე თვალყურს ადევნებს, რომ საქართველოს გემებს სრული მოცულობით ენიჭებოდეს უფლებები და იმუნიტეტი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილენი არიან საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო.
2. საქართველოს საპატიო კონსული საქართველოს გემების კაპიტნებს აცნობებს შესაბამისი ადგილის სანიტარიული მდგომარეობის, ნავსადგურის წესების, ადგილობრივი კანონებისა და ჩვეულებების შესახებ, რომელთა შესრულება სავალდებულოა ან რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს გემის კაპიტანმა და ეკიპაჟის წევრებმა, აწვდის აგრეთვე ცნობებს, რომლებიც საჭიროა ადგილობრივ ხელისუფლებასთან გემის კაპიტნის ურთიერთობისათვის.
3. საქართველოს საპატიო კონსულს უფლება აქვს შეხვდეს საქართველოს გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს, ურთიერთობა დაამყაროს მათთან გემზე, აუცილებლობის შემთხვევაში (სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებში გამოძახება და სხვ.), თან ახლდეს მათ მისი საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ხელისუფალთან შეხვედრისას.
4. საქართველოს საპატიო კონსული დახმარებას უწევს საქართველოს გემის კაპიტანს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ან საკონსულო დაწესებულებასთან ურთიერთობის დამყარებაში.
5. საქართველოს საპატიო კონსული იღებს ინფორმაციას საქართველოს გემის კაპიტნისაგან გემის ცურვის პირობების, სვლაგეზისა და დანიშნულების პუნქტის შესახებ, ხელმძღვანელი დაწესებულებების დავალებით ან თანხმობით შეაქვს ცვლილებები გემის როლში გემის ეკიპაჟის შემადგენლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს საპატიო კონსულს უფლება აქვს:
ა) აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს გემს ნავსადგურში შესასვლელად, იქ გასაჩერებლად და გასასვლელად;
ბ) ხელი შეუწყოს მომხდარი ნებისმიერი ინციდენტისა და დავის გამორკვევას, რომელიც წარმოიქმნება საქართველოს გემზე კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, აგრეთვე საპორტო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ფირმებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, საბაჟო და სხვა სახელმწიფო სამსახურებთან;
გ) მიიღოს საქართველოს გემებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტები და აცნობოს ამის შესახებ ხელმძღვანელ დაწესებულებებს.
7. აუცილებლობის შემთხვევაში და ხელმძღვანელ დაწესებულებებთან შეთანხმებით საქართველოს საპატიო კონსული ორგანიზაციას უწევს საქართველოს გემების ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მგზავრთა მკურნალობასა და სამშობლოში დაბრუნებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძიმე ავადმყოფი-ეკიპაჟის წევრი, ან საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს ალმით მცურავი გემის მგზავრი დატოვებული იქნება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სამკურნალოდ, საქართველოს საპატიო კონსული თვალყურს ადევნებს მკურნალობის პროცესს და ხელს უწყობს სამშობლოში მის დაბრუნებას, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში, ხელმძღვანელ დაწესებულებებთან შეთანხმებით ხელს უწყობს გვამის გადასვენებას სამშობლოში, ასევე მიცვალებულის კუთვნილი ნივთებისა და დოკუმენტების დანიშნულებისამებრ გადაგზავნას.
8. თუ საქართველოს გემი განიცდის მარცხს ან გაირიყება თავთხელზე საპატიო კონსულის საკონსულო ოლქში, იგი იღებს ყველა საჭირო ზომას და თანამშრომლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებასთან განსაცდელში ჩავარდნილი გემის, მის გემბანზე მყოფი პირებისა და ტვირთის გადასარჩენად. შესაძლო არეულობათა და ტვირთის დატაცების აღსაკვეთად, პორტის ნაგებობათა, სხვა გემებისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იღებს სხვა ზომებს შესაძლო ზარალის თავიდან ასაცილებლად.
9. საქართველოს საპატიო კონსულს ხელმძღვანელ დაწესებულებებთან შეთანხმებით ან მათგან მიღებული დავალების შემთხვევაში უფლება აქვს გასცეს ცნობები, რომელშიც მითითებული იქნება გემის ჩამოსვლა-გასვლის დრო, საქართველოს საპატიო კონსულთან კაპიტნის გამოცხადების დღე, დანიშნულების ნავსადგური, მგზავრების რიცხვი, აგრეთვე ტვირთის რაოდენობა, სახეობა და დანიშნულების ადგილი, შეასრულოს საზღვაო პროტესტის აქტი, აგრეთვე მიიღოს, შეადგინოს, დაამოწმოს ან მოქმედების ვადა გაუგრძელოს ნებისმიერ დოკუმენტს ან სხვა განცხადებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქართველოს გემის ან მისი ტვირთის მიმართ.
10. თუ საქართველოს საპატიო კონსულს გააჩნია ინფორმაცია, რომ საქართველოს გემის შესვლა ნავსადგურში დაკავშირებულია გარკვეულ საფრთხესთან ან საერთოდ შეუძლებელია, იგი აფრთხილებს ამის შესახებ გემის კაპიტანს.
11. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოებს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებს განზრახული აქვთ განახორციელონ იძულებითი ღონისძიებები ან მოაწყონ გამოძიება საქართველოს გემზე, რომელიც იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში ან შიდა წყალსავალ გზებზე, საპატიო კონსულს ხელმძღვანელ დაწესებულებებთან შეთანხმებით უფლება აქვს დაესწროს ასეთი ღონისძიებების განხორციელებას.
12. ამ მუხლის დებულებანი გამოიყენება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილი საგნების მიმართ, რომლებიც ნაპოვნია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წყლებში ან ნაპირზე ან მიტანილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში.
13. საქართველოს საპატიო კონსულის ფუნქციები საზღვაო ხომალდებთან დაკავშირებით გამოიყენება აგრეთვე საჰაერო ხომალდების, ავტო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმდენად, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო.
მუხლი 34🔗. საპატიო კონსულის ფუნქციები სანიტარიული დაცვის სფეროში
1. საპატიო კონსულის საკონსულო ოლქში საკარანტინო და სხვა ინფექციური, განსაკუთრებით ტროპიკული დაავადებების, შიდსის და ზოგიერთი სხვა დაავადების გავრცელებისას საქართველოს საპატიო კონსული დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ ხელმძღვანელ დაწესებულებებს და მიუთითებს გავრცელების რაიონის სახელწოდებას, დაავადებათა შემთხვევების რიცხვს და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
2. საქართველოს საპატიო კონსული მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში შესვლის ნებართვა მიიღეს, აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩასასვლელად აუცილებელია წარადგინონ აცრების შესახებ საერთაშორისო სერტიფიკატი, აგრეთვე სხვა შესაბამისი დოკუმენტები.
მუხლი 35🔗. საპატიო კონსულის ფუნქციები ფიტოსანიტარიული და ვეტერინარიული დაცვის სფეროში
1. საკონსულო ოლქში სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაავადებისა თუ მავნებლების გაჩენის, აგრეთვე პირუტყვისა და ფრინველის მასობრივი დაავადების ან ადამიანთა და ცხოველებისათვის საერთო დაავადებათა გავრცელების საფრთხის შემთხვევაში, საქართველოს საპატიო კონსული დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ ხელმძღვანელ დაწესებულებებს.
2. საქართველოს საპატიო კონსული აფრთხილებს მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში შესვლის ნებართვა მიიღეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელია წარადგინონ ცხოველების, ნედლეულისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკატები და დაიცვან საქართველოში თესლის, ცოცხალი მცენარეების, ნერგების, ხილისა და ბოსტნეულის შემოტანის წესები.
თავი V
მოსაკრებლები და დანახარჯების ანაზღაურება
მუხლი 36🔗. მოსაკრებლის გადახდევინება და დანახარჯების ანაზღაურება
1. საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის საქართველოს საპატიო კონსული ახდევინებს მოსაკრებლებს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო ინსტრუქციების შესაბამისად.
2. საქართველოს საპატიო კონსული ხელმძღვანელ დაწესებულებებს კვარტალურად წარუდგენს ანგარიშს მოსაკრებლის სახით მიღებული თანხის შესახებ.
3. საკონსულო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტიური დანახარჯები შესაძლებელია ანაზღაურებულ იქნეს განმცხადებლის – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.
თავი VI
საკონსულო კორესპონდენციის დაცვა და ანგარიშგება
მუხლი 37🔗. საკონსულო ატრიბუტიკის, საკონსულო კორესპონდენციის გადაცემა და შენახვა
1. საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს სახელმწიფო გერბი, საკონსულო აბრა, ოფიციალური ბეჭდები და შტამპები, საკონსულო კორესპონდენცია, საკონსულოს არქივი, აგრეთვე ოფიციალური წიგნები, გამოცემანი, ბლანკები, რომლებიც საქართველოს საპატიო კონსულის სამსახურებრივ საქმიანობას ეხება და რომლებითაც საქართველოს საპატიო კონსული სარგებლობს, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა.
2. საქართველოს სახელმწიფო დროშას, საქართველოს სახელმწიფო გერბს, საკონსულო აბრას, ოფიციალურ ბეჭდებსა და შტამპებს, აგრეთვე ოფიციალურ წიგნებს, გამოცემებსა და საკონსულო საქმიანობისათვის აუცილებელ ბლანკებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა, საქართველოს საპატიო კონსული იღებს, ინახავს და თავისი ფუნქციების შეწყვეტის შემთხვევაში უკან აბარებს ხელმძღვანელ დაწესებულებებს „საკონსულო დოკუმენტაციისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღება-აღრიცხვისა და შენახვის წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციის შესაბამისად. ასეთივე წესით აბრუნებს იგი საკონსულო კორესპონდენციასა და არქივს.
3. საქართველოს საპატიო კონსულის საკონსულო კორესპონდენციის გამოქვეყნება ან მესამე პირისათვის გადაცემა ხელმძღვანელ დაწესებულებების საგანგებო ნებართვის გარეშე არ შეიძლება.
მუხლი 38🔗. საქმისწარმოება და ანგარიში
1. საქართველოს საპატიო კონსულის კანცელარია ფუნქციონირებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, განცალკევებით საქმისწარმოებისაგან, რომელსაც კავშირი არ აქვს საპატიო კონსულის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ამასთან დაუშვებელია მათი რაიმე სახით არევა.
2. საქართველოს საპატიო კონსული ყოველი წლის ბოლოს (არაუგვიანეს 15 თებერვლისა) წარუდგენს ხელმძღვანელ დაწესებულებებს განვლილი წლის მანძილზე გაწეული საკონსულო საქმიანობის ანგარიშს.