ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (3მო) საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის ურთიერთობათა წარმართვის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 480.260.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 29/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (3მო) საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის ურთიერთობათა წარმართვის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №113
2001 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის ურთიერთობათა წარმართვის შესახებ
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) საქართველოს გაწევრიანების შემდგომ (14.06.2000) ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობის სათანადო კოორდინაციისათვის, აგრეთვე გაწევრიანებისას საგარეო ვაჭრობის სფეროში ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის გათვალისწინებით და მსო-ს სრულუფლებიანი წევრობის სრულად და ეფექტიანად გამოყენების მიზნით:
1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
მიხეილ ალხანიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის უფროსი
თამაზ აღლაძე – საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი
ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
კობა გვენეტაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ნუგზარ დუჩიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე
ბესიკ თულაშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ეკონომიკისა და რეფორმების დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი ისაკაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი
მერაბ კვიმსაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
კოტე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ლევან ლომიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსო-ს სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი
ანზორ მაჩაიძე – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ მაჭავარიანი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი
ელგუჯა მელაძე – საქართველოს გადამხდელთა კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე
ვანო მერაბიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე
დავით მუმლაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პირველი მოადგილე
მერაბ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე
გოჩა მეგრელიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ბადრი შოშიტაიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე
მიხეილ ჩიკვილაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თემურ ხომერიკი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) კოორდინაცია გაუწიოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან საქართველოს ურთიერთობის წარმართვას საქართველოს საგარეო პოლიტიკის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს მიერ გაწევრიანებისას აღებულ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას;
ბ) უზრუნველყოს ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა;
გ) უზრუნველყოს მარაკეშის ხელშეკრულების მე-3 დანართით გათვალისწინებულ სავაჭრო პოლიტიკის მიმოხილვის მექანიზმში საქართველოს სრულმასშტაბიანი მონაწილეობა;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან ერთად დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მსო-ს „ვაჭრობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ზომების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვა;
ე) საქართველოს სხვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს მიერ მსო-ს „მომსახურებით ვაჭრობის თაობაზე გენერალური შეთანხმების“ მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულება და გაითვალისწინოს ამ შეთანხმების მე-3 მუხლის მოთხოვნა ნორმატიული ბაზის „გამჭვირვალობის“ შესახებ, მათ შორის „საინფორმაციო ცენტრის“ შექმნის თაობაზე;
ვ) კოორდინაცია გაუწიოს კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (CIDA) მიერ საქართველოსათვის მსო-ში გაწევრიანების საწყის სტადიაზე დახმარების მიზნით წამოწყებული პროექტის („საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და სამართლის ცენტრი“) განხორციელებას.
4. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი):
ა) ვაჭრობაში მოქმედი სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები შეუსაბამოს მსო-ს შეთანხმებათა და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებათა მოთხოვნებს;
ბ) სამინისტროსთან არსებულ ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა მსო-ს „ანტიდემპინგის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებთან;
გ) შეიმუშაოს შესაბამისი ნორმატიული აქტი „ანტიდემპინგური, საკომპენსაციო და დაცვითი ღონისძიებების შესახებ“;
დ) შეიმუშაოს ანტიდემპინგური გამოკვლევის წესები, სადაც ამ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები და შეთანხმების მე-18 მუხლის მე-5 პარაგრაფის შესაბამისად, აცნობოს წესების შესახებ მსო-ს;
ე) უზრუნველყოს საქართველოს მიერ მსო-ს „საფეიქრო ნაწარმისა და ტანსაცმლის შესახებ შეთანხმების“ მიხედვით აღებულ ვალდებულებათა შესრულება;
ვ) განახორციელოს საქართველოს მიერ მსო-ს „იმპორტის ლიცენზირების შესახებ“ შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშაოს ამ შეთანხმებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები;
ზ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან ერთად განახორციელოს მსო-ს „სამოქალაქო ავიატექნიკის ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების მე-4 დანართის შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;
თ) უზრუნველყოს დეკლარაციასთან „საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქციით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს შეერთებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;
ი) სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მსო-ს შეთანხმებასთან საქართველოს მიერთების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყებასთან საჭირო სამუშაოსა და მიერთების შემდგომ, საქართველოს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი):
ა) დადგენილი წესით გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მსო-ს საწევრო შესატანი და სხვა შესაძლო გადასახადები;
ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აწარმოოს საბაჟო-სატარიფო ცხრილი, საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს კანონპროექტები „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) მოამზადოს წინადადებები მსო-ს „სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობისთვის, შეიმუშაოს და დაამტკიცოს საკომპენსაციო ზომების გამოყენების წესები, რომელიც შეესაბამება ამ შეთანხმებას, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებით – „სოფლის მეურნეობის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებს; ამ წესებში სრულად გაითვალისწინოს შეთანხმებების ძირითადი მოთხოვნები; მსო-ს „სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების“ შესახებ შეთანხმების 26-ე მუხლის მე-12 პარაგრაფის შესაბამისად აცნობოს ამ წესების შესახებ მსო-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით;
დ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს „სოფლის მეურნეობის შესახებ“ მსო-ს შეთანხმების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება სასოფლო-სამეურნეო სექტორის სუბსიდირების სფეროში.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი): საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს ვარაკეშის ხელშეკრულების მე-2 დანართით გათვალისწინებული დავების გადაწყვეტის მექანიზმში საქართველოს სრულმასშტაბიანი მონაწილეობა და მის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ.კირვალიძე):
ა) უზრუნველყოს მსო-ს „სოფლის მეურნეობის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნების შესრულება:
ბ) დადგენილი წესით უზრუნველყოს, რათა საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამებოდეს მსო-ს „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებს, შექმნას დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების კონსულტაციის ერთიანი მექანიზმი და ხელი შეუწყოს მათ მონაწილეობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებაში; გამოაქვეყნოს ის ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ ასეთი ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს; უზრუნველყოს ამ წესების შესაბამისობა აღნიშნულ შეთანხმებასა და მის დანართებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს შეთანხმების „ბ“ დანართით გათვალისწინებულ გამჭვირვალობის მოთხოვნებს და საინფორმაციო ცენტრის შექმნა-ფუნქციონირებას.
8. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა (გ.გაჩეჩილაძე), დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მსო-ს „საბაჟო ღირებულების შესახებ“ შეთანხმების დებულებებთან შესაბამისობა და მათი მოთხოვნების შესრულება;
ბ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის მსო-ს „საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესახებ“ შეთანხმებასთან შესაბამისობა და მათი მოთხოვნების შესრულება;
გ) ინგლისურ კომპანია ITS-თან არსებული კონტაქტის ვადის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და არსებული საბაჟო სისტემის სრული შესაბამისობა მსო-ს „გადაზიდვამდელი შემოწმების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნებთან; შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, აცნობოს ამ სფეროში მოქმედი წესების შესახებ მსო-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით.
9. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ჯ. მანჯგალაძე) სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების შესახებ მსო-ს შეთანხმების მოთხოვნებთან; ამ მიზნით:
ა) შეიქმნას საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც „ტექნიკური ბარიერების შესახებ“ შეთანხმებიდან გამომდინარე ზომების განხორციელების მიზნით მოხდება ყველა დაინტერესებული სამინისტროსა და უწყების კონსულტაცია და უზრუნველყოფილ იქნება ამ უწყებათა აქტიური მონაწილეობა შეთანხმებიდან გამომდინარე ზომების განხორციელებაში; გამოსცეს წესები ასეთი ზომების განვითარების პროცედურების შესახებ, რომლებიც სრულად შეესაბამება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ მსო-ს შეთანხმებას და მისი დანართების დებულებებს, მათ შორის, ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მოთხოვნას, სტანდარტიზაციის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების შესახებ;
ბ) საქართველოში სტანდარტიზაციის სისტემაში არსებულ პრაქტიკაში გაითვალისწინოს ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ მსო-ს შეთანხმების მე-3 დანართის – სტანდარტების მომზადების, მიღების და გამოყენების კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსის მოთხოვნები.
10. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა (დ.გაბუნია):
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს მიერ მსო-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესრულება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საგადასაგადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მოამზადოს წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის – ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების III და IV თავებთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს მიერ მსო-ს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების საავტორო უფლებების მოთხოვნების შესრულება.
11. დამტკიცდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
12. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) ურთიერთობებისას საგარეო ვაჭრობის სფეროში პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 ივლისის №433 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის მარტის № ბრძანებულებით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით.
II. კომისიის ფუნქციები
კომისიის ფუნქციებია:
1. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან საქართველოს ურთიერთობის კოორდინაცია.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მსოს-თან ოფიციალური მიმოწერა.
3. სამინისტროებისა და უწყებებისათვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების ანალიზისა და განზოგადოების კოორდინაცია.
კომისიის კომპეტენცია მოიცავს მრავალმხრივ შეთანხმებასა და მექანიზმს, რომელიც ჩამოთვლილია მარაკეშის შეთანხმების 1, 2 და 3 დანართებში, ხოლო ამავე შეთანხმების დანართ 4-ში მოცემულ მრავალმხრივ შეთანხმებებთან საქართველოს მიერთების შემდგომ – ყველა ამ შეთანხმებას.
III. კომისიის უფლებები
კომისიის უფლებებია:
1. ყველა სახის საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს უწყებისა და ორგანიზაციისაგან.
2. სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრა, მივლინებათა სამუშაო გეგმებისა და ტექნიკურ დავალებათა განხილვა-დამტკიცება.
3. ცალკეული უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფების შექმნა, მათი საქმიანობის კოორდინაცია.
4. კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებათა მომზადება.
IV. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისია იკრიბება ორ თვეში ერთხელ. რიგგარეშე ცხდომის მოწვევა ხდება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აქვს თავმჯდომარეს.
V. კომისიის ლიკვიდაცია
კომისიის ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.