საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3969-IIს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 22/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ს შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექს ის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 242 -ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:

ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;   

ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები;

გ) გადასახადის თანხები;

დ) ჯარიმისა და საურავის თანხები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                     მ . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3969–IIს