ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ
მიღების თარიღი 16.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №135
სარეგისტრაციო კოდი 480.210.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 17/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 49.6pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №135
2001 წლის 16 აპრილი
ქ. თბილის
ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ
1999 წლის აგვისტოში ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით გრანტით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების კომპლექტის (3 მილიონი იუანის ოდენობის უსასყიდლო დახმარების) ათვისების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გრანტის მმართველ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ ორგანოდ (შემდგომში – მმართველი ორგანო).
2. დამტკიცდეს ხის საშრობი ჩინური მანქანა-დანადგარების კომპლექტის ათვისების თანდართული მექანიზმი.
3. მმართველმა ორგანომ:
ა) გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადასაწყვეტად შექმნას საუწყებათაშორისო სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა შემადგენლობით. საუწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილი;
ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შპს „საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს მეშვეობით განახორციელოს გრანტის ათვისებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და ორგანიზაციული ღონისძიებები;
გ) უზრუნველყოს ტენდერის პირობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და გამოქვეყნება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასა“ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში.
4. საუწყებათაშორისო სატენდერო კომისიამ მმართველი ორგანოს წარდგინებით დაამტკიცოს შპს „საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს“ მიერ შემუშავებული მანქანა-დანადგარების მომხმარებლის შესარჩევად გასამართავი ტენდერის პირობები.
5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს ჩინური გრანტის ფარგლებში შემოტანილი პროდუქციის ოპერატიული განბაჟება დადგენილი წესის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
ხის საშრობი ჩინური მანქანა-დანადგარების კომპლექტის ათვისების მექანიზმი
ტექსტში გამოყენებული ცნებები:
„გრანტი“ – ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით გრანტით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების კომპლექტი, მათი ტრანსპორტირება, ტრანსპორტირების დაზღვევა და მონტაჟისათვის სპეციალისტების მოვლინება (3.0 მილიონი იუანი);
„მანქანა-დანადგარები“, „პროდუქცია“, „ლიზინგის საგანი“ – ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გრანტით გამოყოფილი ხის საშრობი კომპლექტი (ხის საშრობი სისტემა - 4X100მ3, ბოილერი - 1 ც., 2- ტონიანი ტვირთამწე -1 ც., 128 კვტ. გენერატორი - 1 ც.);
„დონორი“ – გრანტის გამცემი ქვეყანა – ჩინეთი;
„მიმღები“ – გრანტის მიმღები ქვეყანა – საქართველო;
„მმართველი ორგანო“ – მიმღების გრანტის ათვისების უფლებამოსილი სამთავრობო უწყება – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო;
„კომისია“ – გრანტის ათვისების მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა შემადგენლობით;
„ღირებულება“ – მანქანა-დანადგარების შეძენაზე, ტრანსპორტირებაზე, ტრანსპორტირების დაზღვევაზე, მონტაჟისათვის სპეციალისტების მოვლინებაზე დახარჯული თანხა (3.0 მლნ. იუანი);
„სალიზინგო საზღაური“ – მომხმარებლის მიერ ლიზინგის საგანში გადასახდელი თანხა: ღირებულების მინიმუმ 100%;
„დეპოზიტი“ – საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს სალიზინგო საზღაური ლარებით;
„სააგენტო“ – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შპს „საქართველოს საინვესტიციო სააგენტო“;
„ტენდერი“ – მანქანა-დანადგარების საბოლოო მომხმარებლის გამოსავლენად გასამართავი კონკურსი;
„მაძიებელი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს ტენდერში მონაწილეობაზე;
„მომხმარებელი“ – ტენდერში გამარჯვებული მაძიებელი.
1. ზოგადი დებულებები
1999 წლის აგვისტოში ჩინეთის მთავრობამ (შემდგომში – დონორი) საქართველოს მთავრობას (შემდგომში – მიმღები) ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით გამოუყო ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების კომპლექტი (ხის საშრობი სისტემა - 4X100მ3, ბოილერი - 1 ც., 2 -ტონიანი ტვირთამწე - 1 ც. 128 კვტ. გენერატორი). უსასყიდლო დახმარების – გრანტის საერთო ღირებულებაა 3 მილიონი იუანი, რომელიც, გარდა აღნიშნული მანქანა-დანადგარებისა, მოიცავს მათ ტრანსპორტირებას, დაზღვევას და მონტაჟისათვის სპეციალისტების მოვლინებას.
საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი გრანტის მმართველი ორგანოა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
გრანტის ფარგლებში შეძენილი ხის საშრობი მანქანა-დანადგარების მომხმარებელს მმართველი ორგანო შეარჩევს ტენდერის მეშვეობით. აღნიშნული პროდუქცია მომხმარებელს გადაეცემა ლიზინგის ფორმით.
მომხმარებლის შესარჩევად და გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადასაწყვეტად მმართველი ორგანო ქმნის საუწყებათაშორისო სატენდერო კომისიას (შემდგომში – კომისია) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა შემადგენლობით.
მომხმარებელი ლიზინგის საგანში იხდის სალიზინგო საზღაურს – მისი ღირებულების მინიმუმ 100%-ს.
სალიზინგო საზღაურის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე მანქანა-დანადგარების დამონტაჟებიდან 7 წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად, თანაბარ ნაწილებად. გადახდის თავისუფალი პერიოდი - პროდუქციის დამონტაჟებიდან 3 წელი.
დეპოზიტზე დაბრუნებული თანხების ხელახალ ათვისებას ახორციელებს მმართველი ორგანო საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის მიზნით საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული მიმართულების შესაბამისად.
მმართველი ორგანო გრანტის ათვისებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებსა და ორგანიზაციულ ღონისძიებებს განახორციელებს შპს „საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს“ (შემდგომში– სააგენტო) მეშვეობით.
2. მმართველი ორგანოს უფლება-მოვალეობანი:
მმართველი ორგანო ვალდებულია:
– გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადასაწყვეტად შექმნას საუწყებათაშორისო სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა შემადგენლობით;
– სატენდერო კომისიის სხდომას განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინოს სააგენტოს მიერ შემუშავებული შემდეგი დოკუმენტები:
– გრანტის ფარგლებში შეძენილი მანქანა-დანადგარების მომხმარებლის შესარჩევად გასამართავი ტენდერის პირობები;
– მაძიებლის მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა და საბუთების ჩამონათვალი;
– მანქანა-დანადგარების გადასაცემად მომხმარებელთან დასადები ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა;
– გააფორმოს მომხმარებელთან ლიზინგის ხელშეკრულება გრანტის ფარგლებში შეძენილი მანქანა-დანადგარების გადაცემის თაობაზე.
მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, მმართველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და ავალებს სააგენტოს უზრუნველყოს შესაბამისი სანქციების განხორციელება.
3. საუწყებათაშორისო სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობანი:
სატენდერო კომისია ვალდებულია:
– განიხილოს და დაამტკიცოს სააგენტოს მიერ შემუშავებული და მმართველი ორგანოს მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტები:
– გრანტის ფარგლებში შეძენილი მანქანა-დანადგარების მომხმარებლის შესარჩევად გასამართავი ტენდერის პირობები;
– მაძიებლის მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა და საბუთების ჩამონათვალი;
– მანქანა-დანადგარების გადასაცემად მომხმარებელთან დასადები ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა;
– დაამტკიცოს სააგენტოს მიერ გაწეული კონსულტაციებისა და ორგანიზაციული ღონისძიებების საფასურის ოდენობა,რომელსაც გადაიხდიან მაძიებლები და მომხმარებელი;
– განიხილოს სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მაძიებელთა განაცხადები და პრეტენზიები;
– წარმოდგენილი განაცხადებიდან გამოავლინოს გამარჯვებული.
4. სააგენტოს უფლება-მოვალეობანი
სააგენტო ვალდებულია:
– სატენდერო კომისიაზე განსახილველად და დასამტკიცებლად შეიმუშაოს და მმართველ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები;
– გრანტის ფარგლებში შეძენილი მანქანა-დანადგარების მომხმარებლის შესარჩევად გასამართავი ტენდერის პირობები;
– მაძიებლის მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა და დოკუმენტების ნუსხა;
– მანქანა-დანადგარების გადასაცემად მომხმარებელთან დასადები ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა;
– გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაციები მანქანა-დანადგარების მიღებისა და სალიზინგო საზღაურის დეპოზიტზე ჩარიცხვის საკითხებში;
– განიხილოს მაძიებელთა განაცხადები გრანტით შემოსული პროდუქციის ლიზინგით მიღების თაობაზე, მოახდინოს მათი ექსპერტიზა და კომისიას წარუდგინოს განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ ტენდერის პირობებს;
– დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას მაძიებელთა პრეტენზიები;
– წინასწარ შეაფასოს გრანტის მისაღებად მაძიებელთა მზადყოფნა, გაესაუბროს მათ, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დაათვალიეროს და შეისწავლოს საწარმოები;
– მოითხოვოს მომხმარებლისაგან მიღებული პროდუქციის აუცილებელი დაზღვევა;
– გააკონტროლოს მომხმარებლის მიერ სალიზინგო საზღაურის განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე ჩარიცხვა;
– გაუწიოს ზედამხედველობა მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესრულებას და აღნიშნულის შესახებ ყოველკვარტალური ინფორმაცია მიაწოდოს მმართველ ორგანოს.
სააგენტო იღებს კონსულტაციების საფასურს მაძიებლისაგან და მომსახურების საფასურს მომხმარებლისაგან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ლიზინგის საზღაურის 0.7%-სა კვარტალში.
5. ლიზინგის ხელშეკრულების დადების ზოგადი პირობები
გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარები მომხმარებელს გადაეცემა ლიზინგის ფორმით, კერძოდ: მომხმარებლისათვის გადაცემულ პროდუქციაზე მესაკუთრის უფლებას იტოვებს მმართველი ორგანო. სალიზინგო საზღაურის დეპოზიტზე სრული ჩარიცხვის შემდეგ მომხმარებელს ეძლევა უფლება საბოლოო გადახდის თანხით – 10 ლარად - შეისყიდოს ლიზინგის საგანი.
ლიზინგის საგანში მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს სალიზინგო საზღაური პროდუქციის ღირებულების მინიმუმ 100 პროცენტის ოდენობით (3 მლნ. იუანი – დაახლ. 713.0 ათასი ლარი). სალიზინგო საზღაურის საბოლოო ოდენობა დადგინდება ტენდერის შედეგების შესაბამისად.
მმართველი ორგანო მომხმარებელთან აფორმებს ლიზინგის ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს ლიზინგის საგნის მთლიან ფასს, სალიზინგო საზღაურის თანხას, მისი გადახდის ვადებსა და საბოლოო გადახდის თანხას.
ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს სალიზინგო საზღაურის პირველი ნაწილი – არანაკლებ მისი 10%-სა.
მომხმარებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად მმართველი ორგანო აფორმებს მასთან გირავნობის ხელშეკრულებას პროდუქციის ღირებულების 20 პროცენტზე.
სალიზინგო საზღაურის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე. თანხა ბრუნდება ლარებით მანქანა-დანადგარების დამონტაჟებიდან 7 წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად, თანაბარ ნაწილებად ლიზინგის ხელშეკრულების გა-ფორმების მომენტისათვის ჩინურ იუანსა და ლარს შორის არსებული კურსით. გადახდის თავისუფალი პერიოდი – პროდუქციის მიღებიდან 3 წელი, ძირითადი თანხის დაბრუნება იწყება ამ სამწლიანი თავისუფალი პერიოდის გასვლის შემდგომ.
მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მმართველი ორგანო იტოვებს დეპონირებულ თანხას, განსაზღვრავს მანქანა-დანადგარებისა და დაგირავებული ქონების მინიმალურ სასტარტო ღირებულებას და სააგენტოს მეშვეობით ყიდის აუქციონის წესით (ამონაგები თანხა ჩაირიცხება დეპოზიტზე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გამოკლებით, რომელიც, თავის მხრივ, ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე); ან მმართველი ორგანო გამოაცხადებს ხელახალ ტენდერს მანქანა-დანადგარების ახალი მომხმარებლისათვის გადასაცემად და გააფორმებს გამარჯვებულთან ლიზინგის ხელშეკრულებას დადგენილი წესების დაცვით.