საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა დაჩქარებული და გამარტვებული წესით განხილვა-გადაწყვეტის დროებითი რეჟიმის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 17.04.2001
ძალის დაკარგვა 11.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №136
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 19/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანებულება (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „„საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილვა-გადაწყვეტის დროებითი რეჟიმის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 აპრილის №136 ბრძანებულება"
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა დაჩქარებული და გამარტვებული წესით განხილვა-გადაწყვეტის დროებითი რეჟიმის შემოღების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №136
2001 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილვა-გადაწყვეტის დროებითი რეჟიმის შემოღების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის საფუძველზე უცხო სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის სავიზო რეჟიმის გამოყენების დროს საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით:
1. 2002 წლის 1 აპრილამდე შემოღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილვა-გადაწყვეტის დროებითი რეჟიმი.
2. დროებითი რეჟიმის ფარგლებში იმ უცხო სახელმწიფოში მყოფ პირთა მიმართ, რომელსა და საქართველოს შორის მოქმედებს მიმოსვლის სავიზო რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის უფლებამოსილება მიენიჭოთ შესაბამის უცხო სახელმწიფოში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს. ამ პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილების დროებითი მინიჭება არ ზღუდავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის სფეროში.
3. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი) შესაბამის უცხო სახელმწიფოებში მოქმედმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა და გადაწყვეტა უზრუნველყონ 7 დღეში.
4. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად შეიძლება წარდგენილ ან/და მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტები:
ა) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის –
ა.ა) 1993 წლის 27 მარტამდე საქართველოში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან შესაბამისი იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა საბუთი);
ა.ბ) 1993 წლის 27 მარტისათვის საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საპასპორტო მონაცემი, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან შესაბამისი იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა საბუთი);
ა.გ) პირადობის დამადასტურებელი რაიმე სურათიანი მოწმობა ან მისი ასლი;
ბ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის –
ბ.ა) საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, დაბადების მოწმობის შემცველი საბუთი, პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები ან შესაბამისი იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა საბუთი);
ბ.ბ) 1991 წლის 21 დეკემბრისათვის საქართველოში
ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან შესაბამისი იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა საბუთი);
ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი რაიმე სურათიანი მოწმობა ან მისი ასლი.
5. ამ ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტისას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ გამოიყენონ იმ ნაწილში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ ბრძანებულების მოთხოვნებს.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე) ერთ კვირაში უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის იმ პირთა სრული სახელობითი სიის (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) მიწოდება, რომლებმაც 1993 წლის 27 მარტიდან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში უარი განაცხადეს საქართველოს მოქალაქეობაზე.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაუწესოს კონტროლი დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტას. შესაბამის უცხო სახელმწიფოებში მოქმედმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა ყოველთვიურად მიაწოდონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის სტატისტიკურ-სააღრიცხვო მონაცემები, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დადგენის სრული საქმისწარმოება.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) ერთ კვირაში უზრუნველყონ ამ ბრძანებულების მოთხოვნების შესრულების ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა.
ე. შევარდნაძე