1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, ან ამომრჩეველთა ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურის დაწყების შესახებ.
2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს ამ საკითხის ინიციატორი (ინიციატორები). განცხადებას თან უნდა ერთოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით.
3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს (პირებს) გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის ამ დებულების (რეგლამენტის) 120-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი სახის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მხარდამჭერთა სიის ბლანკებს.
4. მხარდამჭერთა ბლანკს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაციის, სხდომის დღის წესრიგის პროექტის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.
5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი (ინიციატორები) ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 10 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არა-ნაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს.
6. მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება ამ დებულების (რეგლამენტის) 120-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.
7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 10.05.2013
მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
თავი XVI — მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
- ვადა 5 დღის ვადაში
- განაკვეთი 3%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 123. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე
- მუხლი 121. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 118. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
- მუხლი 119. საზოგადოებრივი დარბაზი
- მუხლი 120. საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიციირების წესი
- მუხლი 121. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი მიმართვა
- მუხლი 122. მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვის წესი
- მუხლი 123. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა”)
- მუხლი 125. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
- მუხლი 126. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
- მუხლი 127. დასახლების საერთო კრება
- მუხლი 128. მოსახლეობის გამოკითხვა
- მუხლი 129. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 124, №14, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.148.000078 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148294/muxli-124/