1. საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ) საკრებულოს წევრთა არ ნაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით.
3. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა