1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის და ამ დებულების მე-100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას); ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.
თავი IV
საკრებულოს ბიურ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 10.05.2013
მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
თავი III — საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 20. ბიუროს სხდომა
- მუხლი 21. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №14, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.148.000078 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148294/muxli-18/