1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ, ამ დებულების (რეგლამენტის) 67-ე და 68-ე მუხლებით დადგენილი წესით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წესრიგისკენ მოწოდება ან გაფრთხილება, ხოლო საკრებულოს მიერ, ამ დებულების (რეგლამენტის) 69-ე და 70-ე მუხლებით დადგენილი წესით – გაფრთხილება ოქმში შეტანით ან სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. საკრებულოს სხდომაზე მონაწილე ან დამსწრე არა საკრებულოს წევრი წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან, თუ იგი:
ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
გ) შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა, იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა;
დ) თუ იგი ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.
3. პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გაძევებული იქნა სხდომის დარბაზიდან, უფლება არა აქვს დაბრუნდეს საკრებულოს სხდომის დარბაზში იმ დღის სხდომის დამთავრებამდე
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 10.05.2013
მუხლი 66. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
თავი IX — სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
- მუხლი 59. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
- მუხლი 60. პროცედურული საკითხები
- მუხლი 61. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
- მუხლი 63. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში
- მუხლი 65. სხდომაზე წესრიგის დაცვა
- მუხლი 67. წესრიგისკენ მოწოდება
- მუხლი 69. გაფრთხილება ოქმში შეტანით
- მუხლი 70. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე
- მუხლი 73. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზე
- მუხლი 74. სარეიტინგო კენჭისყრა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 66, №14, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.148.000078 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148294/muxli-66/