სააქციო საზოგადოებებში ,,ჭიათურმანგანუმისა" და ,,ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში" მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 26.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 01/05/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოებებში ,,ჭიათურმანგანუმისა" და ,,ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში" მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №154
2001 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოებებში „ჭიათურმანგანუმსა“ და „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში“ მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
სააქციო საზოგადოებებში „ჭიათურმანგანუმსა“ და „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში“ შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ერთიანი მართვის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) მოამზადოს ცვლილებები „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელშიც დამატებით განისაზღვრება განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ხანგრძლივი ვადით რესტრუქტურიზაციის თაობაზე, მისი განხილვის მომენტისათვის არსებული დავალიანებების გათვალისწინების პირობით.
2. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სს „ჭიათურმანგანუმის“ და სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების კონკურსის წესით ერთი ინვესტორისათვის (ერთობლივი მართვის უფლებით) გადაცემა, ჭიათურის მანგანუმის საბადოს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების აუცილებელი პირობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი) განიხილოს ჭიათურის სააღმსრულებლო ბიუროს აღმასრულებლების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისას განხორციელებული მოქმედებების კანონიერების საკითხი.
4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის და მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის წარმომადგენლების მონაწილეობით ჭიათურის რეგიონში სს „ჭიათურმანგანუმის“ საქმიანობის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ოდენობისა და წარმოშობის შემსწავლელი კომისიის შექმნა. კომისიამ 3 თვეში წარმოადგინოს სათანადო დასკვნა.
5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი), სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) და იუსტიციის სამინისტრომ სს „ჭიათურმანგანუმთან“ ერთად, დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, შეიმუშაონ სათანადო მექანიზმი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხარეთა მორიგების შემთხვევისათვის სასამართლოს მიერ დადასტურებული ზარალის (მათ შორის ნატურით) ანაზღაურებისათვის.
6. დაისვას საკითხი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს (დ. მირცხულავა), საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თ.შაშიაშვილის წინაშე უფლებამოსილი პირების მეშვეობით ერთ თვეში გამართონ მოლაპარაკება შპს „საქართველოს რკინიგზასთან“, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან და სხვა იურიდიულ პირებთან სს „ჭიათურმანგანუმის“ ვალების ხანგრძლივი პერიოდით განვადების თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მომზადდეს ვალების დაფარვის შესაბამისი გრაფიკი.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) ორ კვირაში მოამზადონ წინადადება იმპორტით შემოტანილ ცეცხლგამძლე აგურზე საგადასახადო დაბეგვრის მოხსნის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ ორ კვირაში წარმოადგინონ საქართველოს ექსპორტიორი საწარმოებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან კუთვნილი დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნების მდგომარეობის ანგარიში და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მისი გადაწყვეტის ღონისძიებები მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი „რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 მარტის №83 ბრძანებულება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის (ზესტაფონი) მიმართ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ კვირაში უზრუნველყოს აუცილებელი ღონისძიებების გატარება ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასთან“ დადებულ ხელშეკრულებაში, მათ შორის დავალიანების დაფარვის გრაფიკთან დაკავშირებით, ცვლილებების შესატანად.
10. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საბითუმო ენერგობაზართან ერთად 2001 წლის 1 მაისიდან სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ და სს „ჭიათურმანგანუმის“ განაცხადის მიხედვით უზრუნველყონ საწარმოსათვის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება მისი ღირებულების სრული ანაზღაურების პირობით.
ე. შევარდნაძე