საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების კოორდინაციისა და აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებათა გაფართოების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №161
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 01/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 594 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების კოორდინაციისა და აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებათა გაფართოების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №161 2001 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების კოორდინაციისა და აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებათა გაფართოების შესახებ  1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი“; ბ) დებულების 28-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს ე) ქვეპუნქტი. 2. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 მაისის №303 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: ა) დებულების მე-2 მუხლის ო) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო­) საქართველოში შემოსული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, აგრეთვე სახელმწიფო სექტორში უცხოური ინვესტიციების კოორდინაცია. მიღებული სახსრებისა და ქონების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება“. ბ) დებულების მე-3 მუხლის ძ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, სახელმწიფო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვა, მიმღებ სამინისტროებთან, სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად, შესაბამისი საჯარო რეესტრების წარმოება“; გ) დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და შესაბამისად გადაინომროს არსებული მე-6 და მომდევნო პუნქტები: „6. გენერალური ინსპექტორი ხელმძღვანელობს გენერალურ ინსპექციას, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის შიდა კონტროლს და ამოწმებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მუშაობის ეფექტიანობას“. დ) დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჟ) , რ) და ს) ქვეპუნქტები: „ჟ) საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამების დეპარტამენტი“. „რ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი“. „ს) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია“. ე) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს გ) ქვეპუნქტი. ვ) დებულების ტექსტში სიტყვები „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით „ძვირფასი ლითონებისა და ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი“. 3. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებში ჩამოყალიბებული ფუნქციის შესრულებაში და მასთან წინასწარ შეათანხმონ საზღვარგარეთის დახმარებისა და განსახორციელებელი უცხოური ინვესტიციის ყველა პროექტი. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) 3 კვირაში წარმოადგინოს: ა) საქართველოს კანონის პროექტი „გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ“; ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის _ საქვეუწყებო დაწესებულებების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი „2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საქართველოს სხვა კანონებსა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ამ მუხლში მოცემული საქვეუწყებო ორგანიზაციების გაუქმების გამო. 5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, ხოლო მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. შევარდნაძე