მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.05.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №170
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 03/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 52.05pt 1.0in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №170
2001 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, დამტკიცდეს მოქალაქეთაა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – სახელმწიფო კომისია) იქმნება მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადასაჭრელად.
2. სახელმწიფო კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების და ამ დებულების შესაბამისად.
II. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა
3. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სახელმწიფო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით კომისიის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა.
III. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
6. სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
ბ) მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ დასკვნების მომზადება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის წარდგენა;
გ) წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შესადგენად დაინტერესებული უწყებებიდან წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით.
IV. კომისიის საქმიანობის წესი
7. სახელმწიფო კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
8. რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისიიდან წვევამდელის განცხადების, პირადი საქმისა და გამწვევი კომისიის შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ სახელმწიფო კომისია 1 თვის განმავლობაში განიხილავს საკითხს და გამოიტანს საბოლოო დასკვნას.
9. კომისია ვალდებულია წინასწარ აცნობოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მსურველს მისი საკითხის განხილვის თარიღი.
10. სახელმწიფო კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და გამოთქვას თავისი მოსაზრება განსახილველი საკითხის შესახებ.
11. სახელმწიფო კომისიის წევრებს კომისიის სხდომაზე მოწვევასთან ერთად ეგზავნებათ დღის წესრიგი და საჭიროების შემთხვევაში – წინასწარი ინფორმაცია დღის წესრიგის საკითხების შესახებ.
12. სახელმწიფო კომისიის სხდომები მოიწვევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის პერიოდში საჭიროებისამებრ, აგრეთვე სახელმწიფო კომისიის წევრის წინადადებით.
13. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ორი მესამედი მაინც.
14. სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
15. სახელმწიფო კომისიას გამოაქვს დასკვნა შემდეგ საკითხებზე:
ა) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შესადგენად დაინტერესებული უწყებებიდან წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ფარგლებში ყოველწლიურად არა უგვიანეს 1 თებერვლისა.
ბ) მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან უარის თქმის შესახებ;
გ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოქალაქის პროფესიული მომზადებისათვის შესაბამის სასწავლებელში გაგზავნის, მისთვის ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის ან მოქალაქის განცხადების საფუძველზე მისი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან სამხედრო სამსახურში გადაყვანის შესახებ;
დ) კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.
16. სახელმწიფო კომისია იხილავს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საკითხებს.