არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №171
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 03/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,492 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №171 2001 წლის 1 მაისი ქ. თბილისი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით დამტკიცდეს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ“ თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე დებულება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „არა­სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს და აწესრიგებს მოქალაქეთა მიერ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ვალდებულების მაგიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მო­იხადონ სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე. თავი II არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი 2. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა  აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, ექვემ­დებარება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას. 3. მოქალაქე, რომელმაც უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება და აქვს სამხედრო სამსახურის გაუვლელობის დასაბუთებული მიზეზი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში განცხადებით მიმართავს რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიას. 4. რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია წვევამდელის განცხადებას, მის პირად საქმესა და შესაბამის დასკვნას მიღებიდან 20 დღის ვადაში განსახილველად და საბოლოო დასკვნის გამოსატანად უგზავნის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გამწვევ სახელმწიფო კომისიას (შემდგომში – სახელმწიფო კომისია). 5. სახელმწიფო კომისია ვალდებულია 1 თვის განმავლობაში განიხილოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა, რის საფუძველზეც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინის­ტრი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე. 6. სახელმწიფო კომისია ვალდებულია წინასწარ აცნობოს არა­სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მსურველს მისი საკითხის განხილვის თარიღი. 7. მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოცი­ალური დაცვის სამინისტროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) უფროსი შესაბამის ცნობას უგზავნის პირადად გაწვეულს, მის გამწვევ სამხედრო კომისარიატსა და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციას. გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მოქა­ლაქისათვის. 8. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 36 თვე. 9. დეპარტამენტი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამ­სახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ფარგლებში ყოველწლიურად არა უგვიანეს 1 თებერვლისა სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს არასამხედრო, ალტერ­ნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხას დაინ­ტერესებული უწყებებიდან სახელმწიფო კომისიაში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 10. მოქალაქემ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეიძლება გაიაროს შესაბამის სამოქალაქო თანამდებობებზე საქარ­თველოს სამხედრო ძალების სამშენებლო, სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში. 11. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამ­სახურის ვადის დასაწყისად ითვლება საქართველოს შრომის, ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღი, ხოლო დამთავრების დღედ – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული თარიღი. 12. სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია პასუხს აგებს მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურის გავლისათვის და კვარტალში ერთხელ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო კომისიას. 13. სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია აწარმოებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ყოველ მოსამსახურეზე სააღ­რიცხვო ბარათს, რომელშიც აღინიშნება ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურის გავლის მსვლელობა. ბარათის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო კომისია. 14. სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახელმწიფო კომისიას საწარმოს ორგანიზაციულ-სამარ­თლებრივი ფორმის ცვლილება. 15. მოქალაქეებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამ­სახურ ის მოხდის პერიოდში ეძლევათ შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით ყოველწლიურად. 16. გარდა ამისა, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის პირობით მათ შეიძლება დამატებით მიეცეთ მოკლევადიანი უხელფასო შვებულება 10 დღემდე ვადით: ა) ავადმყოფობის გამო; ბ) ახლო ნათესავის (მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო; გ) სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზა­რალდა მისი ოჯახი. 17. მობილიზაციის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოც­ხადების შემთხვევაში შვებულებასა და მივლინებაში მყოფი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ დაუბრუნდეს თავის სამსახურის გავლის ადგილს. თუ ეს შეუძლებელია, იგი უნდა გამოცხადდეს უახლოეს სამხედრო კომი­სარიატში, ხოლო სამხედრო კომისარმა ეს უნდა შეატყობინოს მისი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციას, რომელიც უზრუნველყოფს მოსამსახურის სამსახურის გავლის ადგილზე დაბრუნებას. თავი III არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილება, მივლინება და რეზერვში ჩარიცხვა 18. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამ­სახურეები სამსახურს გადიან იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ჩარიც­ხული არიან. 19. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამ­სახურის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადა ყვანას ახდენს დეპარ­ტამენტი. 20. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მივლინებაში გაგზავნა ხდება სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რასაც იგი წერილობით ატყობინებს დეპარტამენტს. 21. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის ბრძანებით. მისავლინებელ პირს მიეცემა სამივლინებო ფურცელი და სამივლინებო ხარჯები. 22. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრო­მით სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. სწავლის დრო მას ეთვლება არასამხედრო, ალტერ­ნატიულ სამსახურად, ხოლო სასწავლებლიდან გარიცხვის შემთხვევაში მოქალაქეებს სწავლის პერიოდი არ ეთვლებათ არასამხედრო, ალტერნატიულ სამსახურად და ისინი იგზავნებიან დეპარტამენტში, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქის გაგზავნას სახელმწიფო კომისიის მიერ შერჩეულ სამუშაო ადგილზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად. 23. მოქალაქე, რომელსაც გაუვიდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის კანონით დაწესებული ვადა, სამსახურიდან თავისუფლდება და ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში. სამსახურიდან დათხოვნილ პირებს მიეცემათ სათანადო დოკუმენტები (ცნობა სამსახურის გავლის შესახებ, სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული სააღრიცხვო ბარათი და დახასიათება), რომელთა საფუძველზე ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისარიატში. 24. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ვადამდე დაითხოვონ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან შეიძლება პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან გადაიყვანონ სამხედრო სამსახურში. 25. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან სამ­ხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიულ  შრომით სამსახურში უკვე გავლილი ვადა სამხედრო სამსახურად არ ჩაითვლება. თავი IV არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის თავისებურებანი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს 26. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამ­სახურეები საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურს გადიან არსებული ნორმატიული აქტების შემდეგ თავისებურებათა გათვალისწინებით: ა) ჩერდება განსაკუთრებულ განკარგულებამდე ყველა მოსამ­სახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან დათ­ხოვნა არა უმეტეს სამი თვისა; ბ) წყდება ყველა სახის შვებულებები (გარდა შვებულებისა ავადმყოფობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების გამო). შვებულებაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებული არიან სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს; გ) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რეზერვში მყოფი მოქა­ლაქენი ვალდებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამო­ბილიზაციო მიწერილობის თანახმად რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისარიატში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 27. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამ­სახურეები, რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან არასაპატიო მიზეზით დროულად არ დაბრუნდებიან სამსახურში, რეზერვისტები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიაში გამოცხადებას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 28. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საჭიროების შემ­თხვევაში მოსამსახურეებს შეიძლება მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ვადით. 29. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ავადმყოფი მოსამსახურის მკურნალობა გრძელდება სამკურნალო დაწესებულებებში. ავადმყოფობის გამო შვებულების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა მოსამსახურის არასამხედრო, ალტერ­ნატიული შრომითი სამსახურისათვის ვარგისიანობის შესახებ. 30. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო-სამედიცინო კომისიამ ცნო სამსახურისათვის უვარგისად, სამსახურიდან დათხოვნილი იქნებიან ავადმყოფობის გამო არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც უვარგისი არიან სამსახურისათვის და ექვემდებარებიან გადამოწმებას 6 ან 12 თვის გავლის შემდეგ, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან დათხოვნილი იქნებიან რეზერვში ავადმყოფობის გამო. თავი V არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებული მოქალაქის უფლებები და გარანტიები 31. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრო­მით სამსახურს, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით, გარდა „არა­სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვებისა. 32. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებულ მოქალაქეს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე ეძლევა შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის ოდენობა შეადგენს სახელმწიფოში დაწესებული მინიმალური ხელფასის ოდენობის თანხას. 33. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მოქალაქე მუშაობს 5-დღიანი სამუშაო კვირით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს კვირაში, თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 34. დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომ­პენსაციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურიდან დათხოვნილ პირს შვებულებით არ უსარგებლია. 35. მოქალაქეს, რომელსაც  უარი ეთქვა არასამხედრო, ალტერ­ნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე, შეუძლია 10 დღეში გაასაჩივროს სასამართლოში სახელმწიფო კომისიის დასკვნა. 36. მოქალაქის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ)  შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული წახალისების სხვა ღონისძიებები. წახალისების უფლება აქვს სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. 37. დისციპლინური გადაცდომისათვის მოქალაქის მიმართ გამო­იყენება სასჯელის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელები. 38. შენიშვნის, საყვედურის, სასტიკი საყვედურის გამოცხადების, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელების გამოყენების უფლება აქვს სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.