საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.05.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №188
სარეგისტრაციო კოდი 010.240.230.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 17/05/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №188
2001 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის, საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვის მიზნით, „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭო.
2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭოს თანდართული დებულება.
3. დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა დოღონაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) დაამტკიცოს მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მარეგულირებელი საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების მაკოორდინირებელი და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების საკონსულტაციო ორგანო.
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინირება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების შესახებ წინადადებების მომზადება და კანონით დაკისრებული ზედამხედველობის განხორციელება;
გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საერთაშორისო ურთიერთობების წლიური გეგმების განხილვა და შესაბამის დარგში საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავება;
ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებასთან ან სხვა ქვეყნებში შესაბამისი საქმიანობის გაცნობასთან დაკავშირებით შეხვედრების, კონფერენციებისა და სხდომების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;
ვ) საბჭოს საქმიანობის ამსახველი პერიოდული საინფორმაციო მასალის მომზადებისა და გამოცემისათვის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობა
1. საბჭო მოიწვევა წელიწადში ორჯერ მაინც. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით.
2. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
3. საბჭო გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა 2/3 მაინც.
4. საბჭოს სხდომებს შორის მუდმივ სამუშაო ორგანოს წარმოადგენს საბჭოს სამდივნო, რომელიც ამზადებს საბჭოს სხდომებს, ახორციელებს შესაბამის ორგანიზაციულ-ოპერატიულ ღონისძიებებს, ხელს უწყობს საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და სათანადო ინფორმაციას აწვდის საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს.
5. სამდივნოს ფუნქცია ეკისრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ანალიზისა და კონტროლის სამმართველოსა და საბჭოს მიერ არჩეულ წევრებს.
6. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები საბჭოს სხდომათა მოწყობის ადგილისა და კონკრეტული სფეროების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა
1. საბჭო თავის საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების საფუძველზე.
2. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ წინადადებას წარადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საბჭოს წევრთა 2/3.