"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) 22-ე მუხლის 11 პუნქტის:
ა) პირველ წინადადებაში რიცხვი „2011“ შეიცვალოს რიცხვით „2015“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე; მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით 20 საათიდან, ამ კანონის მე-8 მუხლით ალკოჰოლიანი სასმელების გავრცელებისათვის დადგენილი წესების გათვალისწინებით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 10 დეკემბერი.
№3962–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2010.
- როდის იქნა მიღებული "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3962-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 240120000.05.001.016096.
- რამდენი მუხლისგან შედგება "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3962-IIს, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 240120000.05.001.016096 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1149464/