საქართველოს დასახლებული ტერიტორიების სახელმწიფო ქალაქმშენებლობის პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №204
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 23/05/2001
matsne.gov.ge 504 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დასახლებული ტერიტორიების სახელმწიფო ქალაქმშენებლობის პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.5pt 46.35pt 40.5pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №204 2001 წლის 20 მაისი ქ. თბილისი საქართველოს დასახლებული ტერიტორიების სახელმწიფო ქალაქმშენებლობის პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესახებ სამშენებლო საქმიანობის გააქტიურების ფონზე ურბანული დანიშნულების მიწების განსახელმწიფოებრიობის, აგრეთვე მიწისა და უძრავი ქონების ბაზრის ამოქმედების პირველი შედეგები და ტენდენციები ადასტურებენ საქართველოს დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროცესის, ახალი სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან შესატყვისი ქალაქმშენებლობის რეგულირების გეგმარებითი და სამართლებრივი საფუძვლების დახვეწის აუცილებლობას. იმ პირობებში, როცა ვერ ხერხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ახალი ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციით (გენერალური გეგმები, დეტალური დაგეგმარების პროექტები, განაშენიანების პროექტები) უზრუნველყოფა, ტერიტორიების არარაციონალური გამოყენების, გაუმართლებელი მოცულობით-სივრცითი და არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტების, ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტური მემკვიდრეობის ხელყოფის თავიდან აცილების მიზნით: 1. დასახლებული ტერიტორიის ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციას (გენერალურ გეგმას), რომელსაც რეალიზაციის ვადა დაუმთავრდა 2000 წელს, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2. ქალაქების მერიებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყონ დასახლებული ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების მდგომარეობისა და ქალაქმშენებლობის არსებული დოკუმენტაციის რეალიზაციის ანალიზი, ხოლო 2003 წლის 31 დეკემბრამდე არსებული გენერალური გეგმების კორექტირების სამუშაოების შესრულება. 3. ეთხოვოთ ქალაქებისა და სხვა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების საკრებულოებს 2001-2003 წლების ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცებისას გაითვალისწინონ ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ხარჯების დაფინანსება. 4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი): ა) გაუწიოს მეთოდური დახმარება ქალაქების მერიების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებს დასახლებათა ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების მდგომარეობისა და არსებული ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის ანალიზის სამუშაოების განხორციელებაში; ბ) გენერალური გეგმების კორექტირებამდე ქვეყნის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროცესების მართვის მიზნით 2001 წლის 1 ივლისამდე დაამუშაოს და დაამტკიცოს „საქართველოს დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ინსტრუქცია“ და აღმოუჩინოს დახმარება ქალაქების მერიებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ამ ინსტრუქციის საფუძველზე ადგილობრივი ნორმატიული აქტების შემუშავებაში; გ) 2001 წლის 31 დეკემბრამდე დაამუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს დასახლებული ტერიტორიების გენერალური გეგმების კორექტირების, შეთანხმებისა და დამტკიცების ინსტრუქცია; დ) 2001 წლის ივნისამდე მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საქართველოში ქალაქმშენებლობის მდგომარეობისა და განვითარების ნაციონალური მოხსენება და მის ბაზაზე ჩამოყალიბებული საქართველოს მოხსენება გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიისადმი „სტამბოლი + 5“. ე. შევარდნაძე