საქართველოში ნარკომანიასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მდგომარეობისა და მისგან გამომდინარე გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №216
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 30/05/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ნარკომანიასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მდგომარეობისა და მისგან გამომდინარე გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:"BPG Academiuri UAm";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №216
2001 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში ნარკომანიასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მდგომარეობისა და მისგან გამომდინარე გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში შექმნილმა ნარკოსიტუაციის ანალიზმა ცხადად აჩვენა ამ საშიში მოვლენის მასშტაბის სერიოზულობა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, ინტერესებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული პრობლემა სულ უფრო უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს და იმავდროულად წარმოადგენს ქვეყანაში არსებული კორუფციის ერთგვარ ანარეკლს. ამ თვალსაზრისით საგანგაშო ტენდენციების გამოვლინების შესაბამისად და მოსალოდნელი ნარკოეპიდემიის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ იმსჯელა 1999-2000 წლებში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 2001 წლის 9 მარტის სხდომის რეკომენდაციების გათვალისწინებით:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე) სათანადო შეფასება მისცენ (განსაკუთრებით თბილისის და ე.წ. „ცხელი წერტილების“ რეგიონების დანაყოფების) ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურების საქმიანობას და მათთვის კანონით დაკისრებული მოვალეობების განხორციელების შედეგებს; გატარებულ ღონისძიებათა შესახებ მოახსენონ ეროვნული უშიშროების საბჭოს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ზომები გაატარონ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს ნარკომანიის სამსახურის რეორგანიზაციისა და გაძლიერებისათვის.
3. საქართველოს პროკურატურამ (გ. მეფარიშვილი) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეისწავლოს და წარადგინოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიური დისპანსერის მონაცემების მიხედვით თბილისში ნარკოლოგიური თრობისათვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგები უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში.
4. საქართველოს პროკურატურამ მისთვის კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციებიდან გამომდინარე უზრუნველყოს ქვეყანაში დამნაშავეობასთან ბრძოლის კოორდინაციის ფუნქციის რეალურად განხორციელება, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის საქმეთა წარმოებისა და მათი მოძრაობის სააღრიცხვო სისტემის შექმნისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. საქართველოს სამართალდაცვის ორგანოებმა, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მიხედვით (შემდომში _ პერიოდულად), ერთობლივად შეისწავლონ და განიხილონ საკითხი ქვეყანაში ნარკომანიისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების ღონისძიებათა თაობაზე, შეიმუშაონ რეკომენდაციები ამ საშიში სენის აღკვეთა-აცილებისათვის სამართალდაცვის ორგანოების გასაერთიანებლად.
5. საქართველოს პროკურატურამ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელის, მოკვლევისა და ოპერატიული საქმიანობის ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალმდებლის ფუნქციიდან გამომდინარე და ნარკოდანაშაულის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, იმსჯელოს გენერალური პროკურატურის სისტემაში ამ კატეგორიის საქმეთა მოკვლევის, გამოძიებისა და სახელმწიფო ბრალდების ფუნქციათა განხორციელებისათვის ერთიანი დანაყოფის შექმნის მიზანშეწონილობაზე.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი):
ა) ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიასა და საქართველოს პროკურატურასთან ერთად იმსჯელოს და წარმოადგინოს წინადადებები ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და პროკურატურასთან ერთად წარმოადგინოს წინადადებები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების საკითხებისადმი ახლებური მიდგომისა და მათი საგამოძიებო ქვემდებარეობის მოწესრიგების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კატეგორიის დანაშაულთათვის მაქსიმალურად განსაზღვრული სანქციების დაწესების მიზანშეწონილობა და ნარკოტიკების ოდენობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, კანონით განსაზღვრის აუცილებლობა.
7. ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად წარმოადგინონ საკანონმდებლო წინადადებანი საგადასახადო კოდექსსა და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ იმ თვალსაზრისით, რომ აქციზური საქონლის დაბეგვრის შედეგად ამოღებული თანხის ნაწილი გამოყენებულ იქნეს ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემის შესაქმნელად.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს და წარმოადგინოს ნარკოტიკების მომხმარებელთა და ნარკომანთა აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემის შექმნის კონცეფცია და მისი უმოკლეს დროში განხორციელების მექანიზმი.
9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სამართალდაცვის ორგანოების მონაწილეობით უზრუნველყოს:
ა) მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადება ნარკომანიასთან ბრძოლის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;
ბ) წარმოადგინოს წინადადებები ნარკომანიის პრობლემათა შესახებ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოზიდვის და ამ სენის დაძლევის პროცესში მათი ფინანსური მონაწილეობის შესაძლებლობების თაობაზე.
10. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა მიმდინარე წლის ივნისში იმსჯელონ რეგიონში ნარკომანიის პრობლემებსა და მასთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ.
11. საქართველოში ნარკომანიისა და ნარკოდანაშაულის სწრაფი გავრცელების ხელშემწყობი პირობებისა და მიზეზების დადგენის მიზნით საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიურმა სამსახურმა (დ. ყარაულაშვილი) განახორციელოს რეგიონების მიხედვით, პირველ რიგში, თბილისში, კახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ფართო სოციოლოგიური გამოკვლევები.
12. ეთხოვოს საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობას (ზ. შენგელია), გაზეთებს „საქართველოს რესპუბლიკასა“ და „სვობოდნია გრუზიას“, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, რომ სისტემატურად გააშუქონ და მიუძღვნან სპეციალური გადაცემები და პუბლიკაციები ნარკომანიის დამღუპველი შედეგებისა და მასთან ბრძოლის პრობლემებს.
13. ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიამ:
ა) გამართოს კონსულტაციები საქართველოს საპატრიარქოსთან ნარკომანიასთან ბრძოლის პრობლემათა გადაწყვეტის საკითხებში ეკლესიის მონაწილეობის შესახებ;
ბ) წარმოადგინონ წინადადებები სამართალდაცვის ორგანოებში ანტინარკოტიკული ტესტირების მოწყობის თაობაზე;
გ) შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სამსახურების პრაქტიკა და წარმოადგინოს წინადადებები საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის ერთიანი სამსახურის შექმნის მიზანშეწონილობისა და მისი ორგანიზაციული მოწყობის შესახებ. მხედველობაში იქნეს მიღებული ამ სამსახურის რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა;
დ) ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებათა შესრულების შედეგების და ქვეყანაში ნარკომანიასთან ბრძოლის მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემების გათვალისწინებით უზრუნველყოს საერთო სახელმწიფოებრივი თათბირის ორგანიზება ნარკომანიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, სისხლის სამართლებრივი და სამეცნიერო პრობლემათა განხილვა-გადაწყვეტის მიზნით.
ე. შევარდნაძე