საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №230
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 14/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 50.85pt 51.05pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №230
2001 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა.თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ
1. კავკასიის ა.თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი გარდაიქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – კავკასიის ა.თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა.თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ფორმირებაში სახელმწიფოს ქონებრივი მონაწილეობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ.ძნელაძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისთვის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონების გადაცემა.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა.თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის თანდართული დებულება.
4. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ოქტომბრის №605 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) V თავის მე-17 მუხლის „თ“ პუნქტში სიტყვები „რომელსაც ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით „რომლის დებულებასაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი“;
ბ) VI თავის 27-ე მუხლის მეორე აბზაცში სიტყვის „საქგეოლექსპერტიზას“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კავკასიის ა.თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი“.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კავკასიის ა.თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
2. ინსტიტუტი გეოლოგიურ-ტექნოლოგიურ კვლევებს აწარმოებს როგორც საქართველოს, ისე კავკასიის მთელ ტერიტორიაზე კავკასიის სუბიექტების გეოლოგიურ სამსახურებთან შეთანხმებით. ინსტიტუტი არის მინერალური ნედლეულის გეოლოგიურ-ტექნოლოგიური და ეკონომიკური კვლევების სამეცნიერო, სამეცნიერო-საინჟინრო და მეთოდური ცენტრი.
3. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
4. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები, მათ შორის სავალუტო საბანკო-საკრედიტო დაწესებულებებში, სპეცანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
5. ინსტიტუტის მისამართია: 380062, თბილისი, ფალიაშვილის ქ.№85.
მუხლი 2🔗. ინსტიტუტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. ინსტიტუტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოება გეოლოგიის, მინერალური ნედლეულის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის დარგში შემდეგი მიმართულებებით:
ა) სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსური შესწავლა და მისი რაციონალური გამოყენების ამოცანათა გადაწყვეტა;
ბ) სასარგებლო ნამარხთა საბადოების (ენერგეტიკული, ლითონური და არალითონური ნედლეულის) ფორმირებისა და სივრცობრივი განაწილების კანონზომიერების კვლევა, მათი პროგნოზირება, ძებნა-ძიების მეცნიერული საფუძვლების შემუშავება, სპეციალიზებული გეოლოგიური რუკების განახლება და გამოცემა;
გ) გეოლოგიური აგეგმვის მეთოდური საფუძვლების სრულყოფა, გეოლოგიური რუკების განახლებასა და გამოსაცემად მომზადებაში მონაწილეობა;
დ) გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების მომხდენი დინამიური პროცესების შესწავლა და მათი შესაძლო პროგნოზირების კვლევა;
ე) გეოეკოლოგიური, მათ შორის ეკოლოგიურ-გეოქიმიური კვლევების განხორციელება;
ვ) მყარი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისა და გადამუშავების ახალი უნარჩენო, კომპლექსური, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების შემუშავება და არსებულის სრულყოფა;
ზ) მინერალური ნედლეულიდან ახალი სახის გამიზნული თვისებების მქონე პროდუქციის მიღების მეთოდების დამუშავება და ამ პროდუქციის გამოყენების სფეროების განსაზღვრა;
თ) სამთო მრეწველობის ნარჩენების უტილიზაციისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება-გაუმჯობესება;
ი) მინერალური ნედლეულის ნივთიერი შემადგენლობის ფიზიკო-ქიმიური კვლევები და მათი ახალი მეთოდების დამუშავება-დანერგვა;
კ) მინერალური ნედლეულის სხვადასხვა დარგში გამოყენების მიზნით დარგობრივი და სახელმწიფო ანალიტიკური სტანდარტების შემუშავება, საკონტროლო და საარბიტრაჟო ანალიზების შესრულება;
ლ) ინსტიტუტში შესრულებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განზოგადება და შრომების გამოცემა;
მ) მინერალური ნედლეულისა და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ეკონომიკური საკითხების კვლევა, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების სამრეწველო ათვისებისათვის ტექნიკურ-ეკონომიკურ მოსაზრებათა და დასაბუთებათა შედგენა;
ნ) კავკასიის ტერიტორიაზე არსებულ სუბიექტებთან შეთანხმებით ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება, რეგიონის მინერალურ-რესურსული ბაზების განვითარების ერთობლივი კონცეფციის შემუშავება.
2. ინსტიტუტის ძირითადი ამოცანები განისაზღვრება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემებითა და დეპარტამენტის მოღვაწეობის მეცნიერული უზრუნველყოფის მოთხოვნებით, რომელთაგან ძირითადია:
ა) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მინერალურ-რესურსული ფაქტორების სისტემატური ანალიზი, მინერალურ-რესურსულ სფეროში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა სათანადო სამეცნიერო პროგრამების შემუშავება დეპარტამენტთან ერთობლივი რეალიზაციისათვის;
ბ) ქვეყნის მინერალური ნედლეულის მომხმარებელი დარგების განვითარებისათვის რესურსული უზრუნველყოფის მეცნიერული საფუძვლების ფორმირება და სათანადო სამეცნიერო სამუშაოების განვითარება;
გ) მინერალურ-რესურსული ბაზების გეოლოგიურ-ტექნოლოგიურ-ეკონომიკური მოდელების შემუშავება და მათ საფუძველზე, საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) ერთად, ბიზნეს-გეგმების ფორმირება; სასარგებლო წიაღისეული საბადოების საინვესტიციო რეკლამისათვის სამეცნიერო საფუძვლების მომზადება;
დ) კავკასიის ქვეყნების გეოლოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობა რეგიონის გეოლოგიური და მინერალურ-რესურსული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით (ერთიანი პროგრამებით) შესწავლის საქმეში, მონაწილეობა საერთო კავკასიური სამრეწველო-ეკონომიკური სივრცის შექმნაში, ასევე, სხვა ქვეყნების საწარმოო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში გეოლოგიური სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადება.
მუხლი 3🔗. ინსტიტუტის უფლებამოსილებანი
1. თავისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ინსტიტუტს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად მოამზადოს და დაამტკიცოს სამუშაო პროგრამები სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად;
ბ) საკუთარი სახელით დადოს ხელშეკრულებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იკისროს მატერიალური და არამატერიალური ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში;
გ) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან და ცალკეულ პირებთან;
დ) მიავლინოს საზღვარგარეთ თანამშრომლები და მიიღოს სტაჟირებაზე უცხოელი სპეციალისტები;
ე) იურიდიული და ფიზიკური პირების დაკვეთით ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოოს ფასიანი სამეცნიერო სამუშაოები;
ვ) დააწესოს შესრულებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, პროდუქციისა და გაწეული მომსახურების სახელშეკრულებო ფასები;
ზ) შეადგინოს წლიური საბიუჯეტო ხარჯთა ნუსხის პროექტები;
თ) შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში შეადგინოს და დაამტკიცოს ინსტიტუტის საშტატო განრიგი დეპარტამენტთან შეთანხმებით;
ი) მონაწილეობა მიიღოს საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში, შევიდეს სხვადასხვა სახის კონცერნებში, ასოციაციებში, გაერთიანებებში;
კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინსტიტუტთან ჩამოაყალიბოს სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო და ორგანიზაციულად უზრუნველყოს მისი მუშაობა.
მუხლი 4🔗. ინსტიტუტის მმართველობა
1. ინსტიტუტს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციით. დირექტორი ინსტიტუტის საქმიანობას უძღვება ერთპიროვნულად; მასვე ეკისრება ინსტიტუტის წარმო-მადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს ინსტიტუტის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის.
2. ინსტიტუტის დირექტორი უფლებამოსილია:
ა) იმოქმედოს ინსტიტუტის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) ისარგებლოს ინსტიტუტის ბალანსზე არსებული ქონებით, დადოს ხელშეკრულებები, კონტრაქტები, ბანკებში გახსნას ანგარიშსწორების ანგარიშები, მათ შორის სავალუტო არსებული კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად;
გ) დაამტკიცოს ინსტიტუტის სტრუქტურა, თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს თავისი მოადგილეები და ინსტიტუტის სხვა მუშაკები;
დ) დაამტკიცოს ინსტიტუტისა და მისი ქვედანაყოფების სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო საქმიანობათა გეგმები და მათი შესრულების ანგარიშები;
ე) წაახალისოს ინსტიტუტის კეთილსინდისიერი თანამშრომლები, ხოლო განსაკუთრებულად გამორჩეული სპეციალისტები წარადგინოს სახელმწიფო ჯილდოებზე;
ვ) დაადოს დისციპლინური სასჯელი ინსტიტუტის თანამშრომელთა მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის;
ზ) წარმოადგინოს ინსტიტუტი სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, გამოვიდეს მისი სახელით სასამართლოში და სხვა დაწესებულებებში;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შიდა ინდივიდუალური აქტები.
3. ინსტიტუტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ინსტიტუტის საქმიანობას წარმართავს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
4. ინსტიტუტს შეიძლება ჰყავდეს საპატიო დირექტორი, რომელსაც ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. იგი არის სამეცნიერო საბჭოს წევრი. საპატიო დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ინსტიტუტის დამსახურებული ხელმძღვანელთაგანი, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ინსტიტუტის წინაშე.
5. ინსტიტუტის დირექცია წარმოადგენს სათათბირო ორგანოს საორგანიზაციო საკითხებში, რომლის შემადგენლობაში შედიან:
ა) დირექტორი
ბ) დირექტორის მოადგილეები
გ) მთავარი ინჟინერი
დ) სწავლული მდივანი
ე) მთავარი ბუღალტერი.
6. დირექციის წევრთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.
7. დირექტორს უფლება აქვს მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი გადასცეს თავის მოადგილეებს და ინსტიტუტის სხვა მუშაკებს.
მუხლი 5🔗. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარმოადგენს დირექტორთან არსებულ სათათბირო ორგანოს. იგი აერთიანებს ორ სექციას – გეოლოგიურს და ტექნოლოგიურს; საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომლის თავმჯდომარეა ინსტიტუტის დირექტორი.
2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომებს ხელმ-ძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან დირექტორი, საპატიო დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, სწავლული მდივანი, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურების ხელმძღვანელები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა ყალიბდება 5 წლის ვადით და მათ დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს სამეცნიერო სამუშაოების პროგრამებს, მათი რეალიზაციის შედეგების პრაქტიკაში დანერგვისა და გამოქვეყნების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების და სხვა ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათ განსახორციელებლად;
ბ) განიხილავს სამეცნიერო კადრების მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს;
გ) დადგენილი წესით აწყობს კონკურსს სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მეცნიერ მუშაკთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
დ) განიხილავს და ინსტიტუტის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საკვალიფიკაციო (სამეცნიერო ხარისხების მოსაპოვებლად) თემებს.
5. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით და მტკიცდება დირექტორის მიერ; სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა წარიმართება წლიური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გეგმის მიხედვით, რომელიც უთანხმდება დეპარტამენტს, განიხილება სამეცნიერო საბჭოზე და შემდეგ მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის მიერ.
გარდა საბიუჯეტო თემებისა ინსტიტუტი ასრულებს სამუშაოებს დამკვეთ ორგანიზაციებთან ხელშეკრულების საფუძველზე.
7. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულდება ქვედანაყოფების, ან სპეციალურად შექმნილი დროებითი შემოქმედებითი კოლექტივების მიერ სამეცნიერო საბჭოს თანხმობითა და მტკიცდება დირექტორის მიერ.
8. ინსტიტუტის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების ამსახველი ყველა ანგარიში განიხილება სამეცნიერო საბჭოზე, მტკიცდება დირექტორის მიერ და ბარდება საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „საქგეოფონდს“, აგრეთვე დამკვეთ ორგანიზაციებს. ანგარიშებს თან ერთვის რეკომენდაციები და წინადადებები პრაქტიკული შედეგების დანერგვაზე, საპატენტო განაცხადები და ა.შ.
მუხლი 6🔗. სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო
მეცნიერებათა კანდიდატისა და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო იქმნება და ფუნქციონირებს საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ინსტიტუტის ქონება და სახსრები
1. ინსტიტუტის ქონება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა, იგი ინსტიტუტს გადაცემული აქვს ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით.
2. ინსტიტუტის ძირითად ფონდებს შეადგენენ შენობები, ნაგებობები, მოწყობილობა-დანადგარები სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, ასახული ინსტიტუტის ბალანსში. ინსტიტუტის ქონებას აგრეთვე წარმოადგენს ინტელექტუალური შრომის პროდუქცია.
3. ქონების გასხვისება, შეძენა და დატვირთვა, ასევე სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს – დეპარტამენტის თანხმობით.
4. ინსტიტუტის ქონება შეიძლება გაიზარდოს ასოციაციებში (მათ შორის უცხოეთთან) წილობრივი მონაწილეობით მიღებული შემოსავლებისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.
მუხლი 8🔗. ინსტიტუტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
1. საბიუჯეტო თემებზე დასაქმებულ მეცნიერ და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკთა შრომის ანაზღაურების განაკვეთები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ხელშეკრულებით სამუშაოთა პროექტებსა და ხარჯთა ნუსხის დოკუმენტაციას ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ინსტიტუტი თავის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას აწარმოებს დამოუკიდებლად. საწარმოო-საფინანსო საქმიანობის წლიური პროგრამა იხილება სამეცნიერო საბჭოზე და მტკიცდება დირექტორის მიერ.
5. თავისი ძირითადი საქმიანობის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნებისათვის ინსტიტუტს უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სამეურნეო მუშაობის ყველა ფორმა, მათ შორის გამოთავისუფლებული შენობებისა და ფართობების გაცემა ქირავნობით ან იჯარით სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით.
6. სამეურნეო, კომერციული და სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა დაფინანსებას, ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და თანამშრომელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დასაშვებია აგრეთვე ქველმოქმედებაც.
7. ინსტიტუტი კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშსწორებას.
8. ინსტიტუტი თავის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიურ ბალანსს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს დეპარტამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი და მუშაკთა ფუნქციები
1. ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკთა და სამეცნიერო ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა თანამდებობების დაკავება ხდება კონკურსის წესით.
2. კორკურსის შედეგები იხილება და მტკიცდება სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით. კონკურსით არჩეული მუშაკი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გადის ატესტაციას დაკავებული თანამდებობის შესაბამისობის დასადგენად.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს ქვედანაყოფის მუშაობას დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;
ბ) უშუალოდ მონაწილეობს სამეცნიერო მუშაობაში;
გ) ადგენს მუშაობის გეგმას და მისი შესრულების ანგარიშს, რომელთა განხილვა ხდება სამეცნიერო საბჭოზე და მტკიცდება დირექტორის მიერ.
4. ინსტიტუტში მეცნიერმუშაკთა თანამდებობები შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნუსხასა და თანამდებობრივ ფუნქციებს.
მუხლი 10🔗. ინსტიტუტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
ინსტიტუტის სამეცნიერო-საწარმოო და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რომელსაც ახორციელებს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
მუხლი 11🔗. ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 12🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ინსტიტუტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.