„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
300040000.35.125.006009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 14/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

ქ. ტყიბული   

2010 წელი 14 ივლისი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ქ. ტყიბულში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN= IMG X ITL x C x K

1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

2. IMG არის ქ . ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,43-ს.

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც შეადგენს:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს.

4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარ ს .

5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახი თ :

1. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამისად ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6,708 ლარით.

2. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს 1-ით და შესაბამის შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით.

3. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და შესაბამისად პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3, 612 ლარით.

3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის:

1. სოფელ – გელათში და მოწამეთაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 300% -ის და შესაბამისად 15,48 ლარის ოდენობით.

2. სოფელ – ორპირში და კურსებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 200% -ის და შესაბამისად 10,32 ლარის ოდენობით.

3. სოფელ – საწირეში და ხრესილში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70% - ის და შესაბამისად 3,612 ლარის ოდენობით.

4. სოფლებში, რომლებიც არ არის მითითებული ამ დადგენილების მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 ქვეპუნქტებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%- ის და შესაბამისად 1,548 ლარის ოდენობით.

4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25% -ის და შესაბამისად 1,29 ლარის ოდენობით.

5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% - ის და შესაბამისად 2,58 ლარის ოდენობით.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №10 დადგენილება.

7. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზ. ობოლაძეს

8. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

დავით ლომიძე

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2010.
როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”?
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” მიღებულია 14.07.2010. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 300040000.35.125.006009.
სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”, №4, 14.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 300040000.35.125.006009 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1149897/