1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კვირაში ერთხელ მაინც მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობის რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობაში).
3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათები ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღნიშნება საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი, თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი).
5. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.
6. მიღების საათების დამთავრების შემდეგ, საკრებულოს წევრი (საკრებულოს თანამდებობის პირი) ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.
7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.07.2025
მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
თავი XVI — მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
- მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 111. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
- მუხლი 113. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
- მუხლი 114. ინტერპელაცია
- მუხლი 115. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე
- მუხლი 116. კონტროლი გამგეობის საქმიანობაზე
- მუხლი 118. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
- მუხლი 119. საზოგადოებრივი დარბაზი
- მუხლი 120. საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიციირების წესი
- მუხლი 121. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი მიმართვა
- მუხლი 122. მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 117, №4, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.145.000142 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150013/muxli-117/