1. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, სამ თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან.
2. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკრებულოს დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.
3. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით, ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
4. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს წევრი. ოქმი საკრებულოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ ინახება საკრებულოს აპარატში
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.07.2025
მუხლი 130. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
თავი XVI — მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 130. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 130. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 130. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 129. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 130. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 130. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
მეზობელი მუხლები
- მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 125. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
- მუხლი 126. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
- მუხლი 127. დასახლების საერთო კრება
- მუხლი 128. მოსახლეობის გამოკითხვა
- მუხლი 129. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
- მუხლი 131. საკრებულოს წევრის ანგარიში
- მუხლი 132. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
- მუხლი 133. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები
- მუხლი 134. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება
- მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 130, №4, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.145.000142 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150013/muxli-130/