1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს გამგებლის წარდგინებით წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
3. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური რეფორმების კომისია და ფრაქციები დასკვნას ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს გამოსაქვეყნებლად წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით, აქვეყნებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური რეფორმების კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.
4. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში ტარდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ დებულების (რეგლამენტის) 126-ე მუხლით დადგენილი ფორმების გამოყენებით.
5. საკრებულო საზოგადოებრივი დარბაზთან ერთად ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ორი კვირისა.
6. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის გამგებელი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებას. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური რეფორმების კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).
7. მომხსენებელთა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ დებულების (რეგლამენტის) 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
8. საკრებულო, არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე გადაწყვეტილების მიუღებლობა ბიუჯეტის შესრულების დამტკიცების შესახებ ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.07.2025
მუხლი 90. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
თავი XII — საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი (განსაკუთრებული პროცედურები)
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 თვის ვადაში
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა ერთი კვირის ვადაში
- ვადა ორი კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 84. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 85. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 86. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 87. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 88. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელიი ჯგუფი
- მუხლი 89. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 91. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
- მუხლი 94. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა
- მუხლი 95. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 90, №4, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.145.000142 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150013/muxli-90/