საქართველოში შემოტანილი და წარმოებული ეთილის სპირტის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, აგრეთვე საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 21.06.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №247
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 22/06/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში შემოტანილი და წარმოებული ეთილის სპირტის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, აგრეთვე საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №247
2001 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში შემოტანილი და წარმოებული ეთილის სპირტის ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავების, აგრეთვე საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის საბაჟო რეჟიმებით ეთილის სპირტის ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში საქონლის აღრიცხვის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების, საბაჟო კონტროლის განხორციელებისა და უსაფრთხოების დაცვის დამატებითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) მიიღოს სათანადო ზომები საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად ეთილის სპირტის შემოსატანად საქართველოს საბაჟო საზღვრის წინასწარ გაცხადებული საბაჟო რეჟიმით გადაკვეთისათვის.
2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე), ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი), ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ორ კვირაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ეთილის სპირტის ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ეთილის სპირტის შენახვისა და რეალიზაციის პროცესის დამატებითი ღონისძიებების შესახებ;
ბ) განიხილონ და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვიტონ საქართველოში ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი, აგრეთვე საქართველოდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანი და საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების ეთილის სპირტის ცენტრალიზებული აღრიცხვის სისტემის ფორმირების საკითხი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი) ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან ერთად მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საქართველოს კანონის პროექტი ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევების სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმის სრულყოფის შესახებ.
4. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ:
ა) ყოველთვიურად განიხილოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ინფორმაცია ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის რეჟიმებით შემოტანილი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ეთილის სპირტის აღრიცხვის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების მდგომარეობის შესახებ;
ბ) უზრუნველყოს ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი.
ე. შევარდნაძე