⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.03.2026)
გაუქმებულია:

“საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 17.03.2000
ძალის დაკარგვა 11.03.2026
გამომცემი ორგანო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 090.013.004.141
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 29/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 656 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2000 მიღება
11.03.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 73.45pt 1.0in 70.9pt;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №12 2000 წელი 17 მარტი ქ. თბილისი საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ „ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესი (თან ერთვის). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ცერცვაძე საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესი     მუხლი 1🔗 „ საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესი“ მომზადებულია „ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრი, კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესს.     მუხლი 2🔗 1. საპენსიო სქემის რეგისტრაცია და რეესტრის წარმოება ხორციელდება სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ. 2. საპენსიო სქემის რეგისტრაცია ხორციელდება იურიდიულ პირთათვის.     მუხლი 3🔗 1. საპენსიო სქემის რეგისტრაციის საფუძველია საპესიო სქემის დამფუძნებლის წერილობითი განცხადება. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საფირმო სახელწოდებას; ბ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; გ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს); დ) საპენსიო სქემის წარმომადგენლობაზე უფლებამისილი პირის სახელსა და გვარს; 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევში შესაბამისი სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი (კანონი, პრეზიდენტის ბრძანებულება და სხვ.); ბ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სასამართლოში რეგისტრირებული წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი _ ასეთის არსებობის შემთხევაში; გ) საპენსიო სქემა შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმით (სამ ეგზემპლარად); დ) ბიზნეს-გეგმა; ე) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის დამადასტურებელი დოკუმენტი „ საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.     მუხლი 4🔗 დამსაქმებლის და დამსაქმებელთა გაე რთიანების საპენსიო სქემის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ მათი კაპიტალის ოდენობა უკანასკნელი საანგარიშო პერიოდისათვის არ იქნება დამსაქმებელთა ყველა მონაწილის სასარგებლოდ დაგეგმილ წლიურ შენატანზე ნაკლები.     მუხლი 5🔗 1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვალდებულია საპენსიო სქემის რეგისტრაცია განახორციელოს 15 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა მოტივირებული უარის შესახებ, საპენსიო სქემა ჩაითვლება რეგისტრირებულად და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა და საპენსიო სქემის დამოწმებული ორი ეგზემპლარი. 2. რეგისტრაცია სავალდებულოა აგრეთვე საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ აცნობოს 5 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 6🔗 1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს საპენსიო სქემის მონაცემები შეაქვს უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრში. 2. უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრში შეიტანება: ა) მონაციმები საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგნიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები, ადგილსამყოფელი, ასევე მონაცემები მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ); ბ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის ნომერი და გაცემის თარიღი; გ) მონაცემები საპენსიო სქემის შეწყვეტის თაობაზე. 3. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ საპენსიო სქემების რეესტრში ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.     მუხლი 7🔗 საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია საპენსიო სქემის რეგისტრაციის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარადგინოს განცხადება საპენსიო დაზღვევის საქმიანობის განხორციელების ლიცენზიის მისაღებად.