საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 06.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №265
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 09/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება „„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულების 21 პუნქტ"
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №265
2001 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანდართული დებულება.
3. საოპერო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.
4. მიეცეს უფლება საოპერო თეატრს, დამოუკიდებლად განსაზღვროს სტრუქტურა, თანამშრომელთა რაოდენობა, მათი შრომის ანაზღაურების ფორმა და სიდიდე თეატრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების სახით გამოყოფილი ასიგნებებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან.
5. თბილისის საოპერო თეატრს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცეს შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, მის ბალანსზე არსებული სხვა სახელმწიფო ქონება და მიეცეს უფლება პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო (კომერციული) და კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები მთლიანად მოხმარდეს საოპერო თეატრს.
6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) საოპერო თეატრთან გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) 2002 და შემდგომ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისას საოპერო თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვროს საოპერო თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის,
სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები) და იგი ბიუჯეტში კულტურის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში გამოიყოს ცალკე სტრიქონად.
8. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) საოპერო თეატრს კანონით დადგენილი წესით აღმოუჩინოს დახმარება მის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხილვაში, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ თეატრის წარმატებულ საქმიანობას.
9. თბილისის საოპერო თეატრის, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის დაცვის, აგრეთვე თეატრის კოლექტივის შემოქმედებითი მოღვაწეობის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წინადადება 2002 წლიდან საოპერო თეატრის რეკონსტრუქციის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ მისთვის გამოყოფილი ტერიტორიის (თაბუკაშვილის ქუჩა №38, №40, №42, №44 და თაბუკაშვილის შესახვევი №5 მწვავე ავარიული სახლების) ხარჯზე. ამ მიზნით ხუთ თვეში აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული უწყებებისა და დაწესებულებების მონაწილეობით შემუშავდეს რეკონსტრუქციის პროექტი, განისაზღვროს სახელმწიფო დამკვეთი, სამუშაოთა შესრულების ვადები და დაფინანსების წყაროები. რეკონსტრუქციის მოსამზადებელ სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ. ისაკაძემ.
10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) კოორდინაცია გაუწიოს საოპერო თეატრის შენობის აღდგენა-გამაგრების, საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.
11. მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის (ი. ზოდელავა, გ. შერაძე) სისტემატური და აქტიური მონაწილეობა საოპერო თეატრის მატერიალური და ტექნიკური საკითხების მოგვარების საქმეში.
12. საოპერო თეატრის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს, შეიქმნას მზრუნველთა საბჭო საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ქ. თბილისის მერიის, სხვადასხვა დაინტერესებული უწყებების, ინტელიგენციის, ფინანსური, სამეწარმეო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (შემდგომში – საოპერო თეატრი) წარმოადგენს განსაკუთრებული სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს.
2. საოპერო თეატრი, როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობის, კულტურის მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
3. საოპერო თეატრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. საოპერო თეატრს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ყველა სახის გარიგება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თავისი საქმიანობის განსახორციელებლად უფლება აქვს ააშენოს, შეიძინოს, დაიქირაოს საჭირო უძრავი და მოძრავი ქონება, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება და იტვირთოს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
5. საოპერო თეატრის მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №25.
მუხლი 2🔗. საოპერო თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
საოპერო თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ მუსიკალურ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი მუსიკალურ-თეატრალური და ქორეოგრაფიული სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო მასებში კლასიკური მუსიკის, საოპერო და საბალეტო ხელოვნების პროპაგანდა.
მუხლი 3🔗. საოპერო თეატრის უფლება-მოვალეობანი
საოპერო თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლები
ს შემოქმედებით მიმართულებებს, რეპერტუარის არჩევას სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
ბ) ისარგებლოს განსაკუთრებული უფლებით აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა. გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ პირებსა და მოქალაქეებს. გასცეს ნებართვა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა სახის ჩაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
გ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
დ) აწარმოოს სამეურნეო (კომერციული) საქმიანობა;
ე) დააფინანსოს საკუთარი წარმომადგენლობები საზღვარგარეთ;
ვ) მიიღოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტები სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოთა თანხმობით;
ზ) დამოუკიდებლად განსაზღვროს თეატრის თანამშრომელთა რაოდენობა, შრომის ანაზღაურების საკითხები;
თ) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
ი) თეატრის თანამშრომლებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაადგინოს დამატებითი შვებულება, სამუშაო დღის შემცირებისა და სხვა სახის შეღავათები, აგრეთვე წამახალისებელი ფორმები სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, რომლებიც ემსახურებიან თეატრის კოლექტივს და არ შედიან მის შემადგენლობაში;
კ) ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მსახიობთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ლ) გამოიყენოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებები.
მ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მუხლი 4🔗. საოპერო თეატრის მართვა
1. საოპერო თეატრის მართვას ერთპიროვნულად ახორციელებს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება ხუთი წლით.
2. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
3. სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) საკონტრაქტო სისტემისა და მათ შორის კონკურსის საფუძველზე დამოუკიდებლად აყალიბებს შემოქმედებით დასს, აფორმებს მათთან კონტრაქტებს; ცალკეული რგოლისა და თანამშრომლის მუშაობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება თეატრის შინაგანაწესით;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვრავს საოპერო თეატრის სტრუქტურას, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე ამტკიცებს თანამშრომელთა და შრომის ანაზღაურების რაოდენობას;
გ) მოქმედებს საოპერო თეატრის სახელით საქართველოსა და უცხოელ მოქალაქეებთან. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს მის ინტერესებს;
დ) საოპერო თეატრის სახელით ხელს აწერს გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ამტკიცებს შესაბამის დებულებებსა და ინსტრუქციებს, რომელიც შეეხება შემოქმედებითი დასის საქმიანობას;
ვ) პასუხისმგებელია თეატრის შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგებისათვის.
4. სამხატვრო ხელმძღვანელი მუშაობას წარმართავს სამხატვრო საბჭოსა და სარეპერტუარო სამმართველოს მეშვეობით, რომელსაც თვითონ აყალიბებს.
5. სამხატვრო საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელსაც ირჩევს თეატრალური დასი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესით, მის მიერ შემოთავაზებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შეჯერების შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას.
6. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სამხატვრო ხელმძღვანელი (საბჭოს თავმჯდომარე), გენერალური დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალური დირექტორის მოადგილეები, ცალკეული კოლექტივების სამხატვრო ხელმძღვანელები, აგრეთვე თეატრის წამყვანი მოღვაწეები, კულტურის სამინისტროსა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
7. სამხატვრო საბჭოს ფორმირებისა და მისი მუშაობის წესს განსაზღვრავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული დებულება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს კულტურის სამინისტროსთან.
8. საოპერო თეატრის საორგანიზაციო საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით 5 წლის ვადით.
9. საოპერო თეატრის გენერალური დირექტორი ანგარიშვალდებულია საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წინაშე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს საოპერო თეატრის ადმინისტრაციულ-საწარმოო, ფინანსურ და კომერციულ საქმიანობას. მინდობილობის გარეშე მოქმედებს თეატრის სახელით;
ბ) საოპერო თეატრის სახელით კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, გამოსცემს ბრძანებებს, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე ახორციელებს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მიღებას და გათავისუფლებას საქართველოს სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობის საფუძველზე;
გ) პასუხისმგებელია ახალი და მიმდინარე სპექტაკლების ტექნიკური უზრუნველყოფისათვის;
დ) ანგარიშვალდებულია საოპერო თეატრის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობისათვის.
მუხლი 5🔗. საოპერო თეატრის ქონება და საფინანსო
-სამეურნეო საქმიანობა
1. საოპერო თეატრის ქონება შედგება მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებისაგან, დანადგარ-მოწყობილობებისაგან, სატრანსპორტო საშუალებებისა და მის შემადგენლობაში არსებული სხვა სახელმწიფო ქონებისაგან, რომელიც არ ექვემდებარება გაყიდვას, გასხვისებას ან გაჩუქებას. საოპერო თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც მთლიანად ხმარდება საოპერო თეატრს.
2. საოპერო თეატრის ქონებად ითვლება, აგრეთე ინტელექტუალური საკუთრებაც, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
3. საოპერო თეატრის ფინანსებს შეადგენს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი (სუბსიდიის და სხვა მიზნობრივი ასიგნებების სახით);
ბ) გაყიდული ბილეთების საფასურიდან მიღებული შემოსავლები;
გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სპექტაკლების გადაღებით, მათი კინო-
, ვიდეო-
და აუდიო-
ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნით გამოყენებისათვის;
ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება დეკორაციების, კოსტი
უმების და თეატრის სხვა ქონების გამოყენებით;
ვ) სამეურნეო (კომერციული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ზ) საქართველოსა და საზღვარგარეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფულადი შენატანები;
თ) სხვა შემოსავლები.
4. საოპერო თეატრი აყალიბებს შემდეგ ფონდებს:
ა) მატერიალური წახალისების ფონდი;
ბ) შემოქმედებითი-საწარმოო განვითარების ფონდი.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი
საოპერო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 7🔗. საოპერო თეატრის წლიური ბალანსი
1. საოპერო თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. საოპერო თეატრი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 8🔗. საოპერო თეატრის ლიკვიდაცია
საოპერო თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის,
ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.