ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმიწფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ
მიღების თარიღი 09.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №273
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 74, 11/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2001 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ექსპლოა-ტაციის ვადა (წელი) | 1 |
| k1 | 0,9 |
| საბურავებიანი ტექნიკა (ათასი კმ) | 50 |
| k2 | 0,95 |
| სტაციონარუ-ლი აგრეგატები (მოტო საათი) | 1000 |
| მუხლუხოიანი ტექნიკა (კმ) | 2000-მდე |
| შენახვის ვადა (წლები) | 2 |
| k3 | 0,9 |
| N | ტექნიკური მდგომარეობის მაჩვენებელი |
| 1. | გამართული ვერტმფრენი (თვითმფრინავი) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები. |
| 3. | ვერტმფრენი (თვითმფრინავი) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები, რომლებიც დაკომპლექტებულია ფორმულარების თანახმად, მაგრამ საჭიროებს მიმდინარე რემონტს. |
| 5. | *ვერტმფრენი (თვითმფრინავი) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები, რომლებიც დაკომპლექტებულია ფორმულარების თანახმად, მაგრამ თავისი ტექნიკური მდგომარეობით საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. |
| 6. | ვერტმფრენის (თვითმფრინავის) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები, რომელთა ფორმულარი არ არსებობს. |
| Kშ = | შსტ |
| Kt = | Tდ - Tე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმიწფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 52.05pt 7.1pt 78.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №273
2001 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკმარისობის პრინციპისა და სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების შენახვის ტექნიკური პირობებიდან, აგრეთვე ზენორმატიული და ამორტიზებული სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების უპირატესი რეალიზაციის ან უტილიზაციის (მათ შორის ჯართის სახით) აუცილებლობიდან გამომდინარე და ბიუჯეტგარეშე სახსრების მოზიდვის მიზნით:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ.თევზაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ.ქუთათელაძე), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ.ჩხეიძე), სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ ერთად სამ თვეში და შემდგომში ყოველი წლის პირველ კვარტალში წარადგინონ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე განსახილველად და ეროვნული უშიშროების საბჭოს დასამტკიცებლად იმ სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების ძირითადი ჩამონათვალი, რომელთა შეიარაღებაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის და ექვემდებარება რეალიზაციას ან უტილიზაციას (მათ შორის ჯართის სახით).
2. სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების რეალიზაცა მოახდინოს საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ მოქმედმა სპეციალიზებულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გამაცენტრმა“.
3. დამტკიცდეს თანდართული „სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითადი სახეობების საწყისი გასაყიდი ფასის გათვლის მეთოდიკა“.
4. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების რეალიზაციის შედეგად მოზიდული სახსრები გაწეული დანახარჯების დაფარვისა და სახელმწიფო გადასახადების გადახდის შემდეგ მოხმარდეს:
ა) საბრძოლო მასალების უტილიზაციას;
ბ) სამხედრო ბაზების საბრძოლო მასალების შევსებას, სამხედრო ტექნიკის რემონტსა და მოდერნიზაციას;
გ) საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის სამამულო წარმოებისათვის საჭირო მაკომპლექტებლების შეძენასა და წარმოებას;
დ) სამხედრო დანიშნულების საცდელ-საკონსტრუქტორო და საპროექტო სამუშაოების დაფინანსებას;
ე) ცალკეული პროგრამების, ხელშეკრულებების (კონტრაქტების) შესრულების უზრუნველყოფას (თუ მათი დაფინანსება ვერ ხერხდება ბიუჯეტიდან).
5. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების რეალიზაციის შედეგად მოზიდული სახსრების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად მათი გახარჯვა განხორციელდეს ქვეყნის შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურებისა და სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ შემუშავებული და ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი პროგრამების საფუძველზე.
6. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების რეალიზაციით შემოსული სახსრების მიზანმიმართული ხარჯვის მიმდინარეობა წელიწადში ორჯერ მოხსენდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას.
ე. შევარდნაძე
დანართი I
სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითადი სახეობების საწყისი გასაყიდი ფასის გათვლის მეთოდიკა
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მიზნობრივად გამოუყენებელი ვადაგასული და გამოთავისუფლებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების (შემდგომში – სამხედრო ქონების), სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების საწყისი ფასის გათვლის მეთოდიკა დამუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აგვისტოს №035-ს განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის 1998 წლის 14 აპრილისა და 1999 წლის 11 მარტის რეკომენდაციების საფუძველზე.
2. წინამდებარე დებულება ვრცელდება სამხედრო დანიშნულების ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შემდეგ ძირითად სახეობებზე:
ა) ტანკები და სხვა თვითმავალი ჯავშანმანქანები, აგრეთვე მათი ნაწილები;
ბ) საავიაციო ტექნიკა;
გ) საბრძოლო იარაღი, რევოლვერები და პისტოლეტები, მათი ნაწილები;
დ) ბომბები, ყუმბარები, ნაღმები, რაკეტები და საბრძოლო მოქმედებისათვის გამოსაყენებელი სხვა საშუალებები და მათი ნაწილები;
ე) დენთი, ფეთქებადი ნივთიერებები, ბიქფორდის ზონარები, სადეტონაციო სადენები, კაფსულები, ფალიები, ელექტროდეტონატორები.
3. საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მიზნობრივად გამოუყენებელი, ვადაგასული და გამოთავისუფლებული სამხედრო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შეფასებას წინამდებარე მეთოდიკის საფუძველზე ადგენს სპეციალური კომისია ქონების მფლობელის (შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურის საინვენტარიზაციო კომისიის) და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმომადგენლების შემადგენლობით.
საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მიზნობრივად გამოუყენებელი, ვადაგასული და გამოთავისუფლებული სამხედრო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების რეალიზაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 და 1999 წლის 13 მარტის №103 ბრძანებულებები.
4. საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მიზნობრივად გამოუყენებელი, ვადაგასული და გამოთავისუფლებული სამხედრო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების რეალიზაცია ხორციელდება სახელშეკრულებო ფასებით, გაყიდვის მომენტისათვის არსებული მყიდველობითი მოთხოვნის და წინამდებარე მეთოდიკით განსაზღვრული ცვეთის, ექსპლუატაციის (შენახვის) დროის, ტექნიკური მდგომარეობისა და კომპლექტურობის გათვალისწინებით.
5. მიზნობრივად გამოუყენებელი, ვადაგასული და გამოთავისუფლებული სამხედრო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების საწყისი სარეალიზაციო ფასი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს რეალიზაციის მომენტისათვის არსებული კონიუქტურის გათვალისწინებით.
II. საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრის წესი
6.. საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრას ეტაპობრივად ექვემდებარება ყველა ის სამხედრო ქონება, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, (როგორც მოქმედი, ასევე კონსერვაციაში ან რეზერვში მყოფი), რომელთა რეალიზაციაზეც მიღებულია გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ფიზიკური ცვეთის ხარისხისა.
7. მიზნობრივად გამოუყენებელი და გამოთავისუფლებული სამხედრო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების თავდაპირველი ღირებულება დგინდება პრეისკურანტების, კატალოგების ან ანალოგების საშუალებით, მათი დაკომპლექტების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
8. სამხედრო ქონების, ტექნიკისა და შეიარაღების საწყისი გასაყიდი ფასი განისაზღვრება რეალიზაციის მომენტისათვის თავდაპირველი ღირებულების გადაფასებით, მეთოდიკაში განსაზღვრული წესით.
9. ყველა შემთხვევაში წინამდებარე მეთოდიკით გამოანგარიშებული საწყისი გასაყიდი ფასის სიდიდე არ უნდა იყოს იმ ამონაგებზე ნაკლები, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნეს აღნიშნული ქონების ჯართად (მათ შორის ფოლადის, ფერადი და ძვირფასი ლითონების) რეალიზაციის შემთხვევაში, ამ ქონების უტილიზაციის დანახარჯების გათვალისწინებით.
III. საწყისი გასაყიდი ფასი
10. სარეალიზაციოდ გათვალისწინებული სამხედრო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების საწყის გასაყიდ ფასად მიიღება ნარჩენი ღირებულება.
11. თუ გამოთავისუფლებული სამხედრო ქონების შეფასებისას კომისია დაადგენს, რომ ობიექტის ნარჩენი ღირებულება აღემატება მის შესაძლო სარეალიზაციო ფასს, მაშინ კომისიას შეუძლია გასცეს თავისი დასკვნა მისი რეალური ღირებულების შესახებ შეფასების მომენტისათვის. აღნიშნული დასკვნა შეიძლება გაიცეს ცალკე საექსპერტო გადაწყვეტილების სახით.
12. ნაკეთობის ნარჩენი ღირებულება განისაზღვრება ფორმულით:
Cნ = Cპ × K , (1)
სადაც Cნ ნაკეთობის ნარჩენი ღირებულებაა;
Cპ ნაკეთობის თავდაპირველი ღირებულებაა, რომელიც თავის მხრივ გამოითვლება ფორმულით:
Cპ = C0 × Kდ× Kიn, (2)
სადაც C0 ნაკეთობის საბჭოთა კავშირის დროინდელი ფასია მანეთობით (აიღება შესაბამისი პრეისკურანტებიდან, კატალოგებიდან და ა.შ.);
Kდ დოლარსა და საბჭოთა მანეთს შორის თანაფარდობა 1991 წლის ოფიციალური მონაცემებით და უდრის:
Kდ » 1: 0,6 » 1,7 ,
Kი ფასების საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტია (მიიღება 1,03-ის ფარგლებში);
n წლების რაოდენობაა ათვლის წერტილისა (1991 წ.) და შეფასების მომენტს შორის.
ამრიგად, ნაკეთობის თავდაპირველი ფასი ($) იქნება:
Cპ = 1,7 × (1,03)n × C0 ; (3)
თუ ნაკეთობაზე ვერ მოინახა ინფორმაცია C0-ის შესახებ, მაშინ ფორმულა (2) არ გამოიყენება, ხოლო ფორმულა (1)-ში Cპ ინდექსის ნაცვლად ჩაისმება ნაკეთობის ანალოგის საბაზრო ფასი.
K ტექნიკურ (ფიზიკური) ცვეთის კოეფიციენტია, რომელიც განისაზღვრება ქვემოთ მოცემული წესით.
IV. ტექნიკური (ფიზიკური) ცვეთის კოეფიციენტის (K) გაანგარიშება
13. სამხედრო ქონების, ტექნიკისა და შეიარაღებისათვის (საბრძოლო მასალებისა და საავიაციო ტექნიკის გარდა).
ფაქტობრივი ცვეთის გაანგარიშებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ნაკეთობის: სახე და ხარისხი მასალისა, რომლისგანაც ის არის დამზადებული, ექსპლუატაციის რეჟიმი (გამოყენების ინტესივობა და ხარისხი), რემონტის დროულობა და სისტემატურობა, მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია, მუშაობისა და შენახვის პირობები, ბუნებრივი პირობების გავლენა, დაზიანება ავარიისა და სტიქიური მოვლენების დროს.
ტექნიკური (ფიზიკური) ცვეთის კოეფიციენტი განისაზღვრება ფორმულით:
K = k1× k2× k3× k4 (4)
სადაც k1 ექსპლუატაციის ხანგრძლივობის კოეფიციენტია და აიღება ცხრილიდან:
ექსპლოა-ტაციის ვადა (წელი)
1
2
3
4
5
6
7
8
9
10-ზე მეტი
k1
0,9
0,85
0,8
0,75
0,7
0,65
0,6
0,55
0,5
0,4
k2 განარბენის (ნამუშევრობის) კოეფიციენტია და აიღება ცხრილიდან:
საბურავებიანი ტექნიკა (ათასი კმ)
50
100
150
200
250
300
400
500
600-ზე მეტი
k2
0,95
0,9
0,85
0,8
0,75
0,7
0,6
0,5
0,4
სტაციონარუ-ლი აგრეგატები (მოტო საათი)
1000
2000
3000
4000
5000
6000
8000
10000
12000
k2
0,95
0,9
0,85
0,8
0,75
0,7
0,6
0,5
0,4
მუხლუხოიანი ტექნიკა (კმ)
2000-მდე
2000
4000
6000
8000
10000
12000
14000
14000-ზე მეტი
k2
0,95
0,9
0,85
0,8
0,75
0,7
0,6
0,5
0,4
k3 შენახვის ვადის ხანგრძლივობის (საბრძოლო მასალებისა და საავიაციო ტექნიკის გარდა) კოეფიციენტია და აიღება ცხრილიდან:
შენახვის ვადა (წლები)
2
4
6
8
10
12
14
16
18
20-ზე მეტი
k3
0,9
0,85
0,8
0,75
0,7
0,65
0,6
0,55
0,5
0,4
k4 ნაკეთობის ტექნიკური მდგომარეობის კოეფიციენტია და აიღება ცხრილიდან:
N
ნაკეთობის ტექნიკური მდგომარეობა
k4
1.
ვარგისია
1
2.
დაკომპლექტებულია, მაგრამ საჭიროებს მცირე რემონტს
0,9
3.
დაკომპლექტებულია, მაგრამ საჭიროებს მიმდინარე რემონტს
0,8
4.
დაკომპლექტებულია, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი აგრეგატი საჭიროებს კაპიტალურ რემონტს
0,7
5.
დაკომპლექტებულია, მაგრამ საჭიროებს ყველა კვანძისა და აგრეგატის კაპიტალურ რემონტს
0,6
6.
დაუკომპლექტებულია, საჭიროებს აღდგენით რემონტს
0,5
14. საბრძოლო მასალებისათვის
ტექნიკური (ფიზიკური) ცვეთის კოეფიციენტი განისაზღვრება ფორმულით:
K = Kშ × Kე × Kტ , (5)
სადაც Kშ შენახვის კოეფიციენტია და უდრის:
Kშ =
შსტ
თუ შფ ³ შსტ (6) ,
შფ
სადაც შსტ გოსტ B9003-80-ის მიერ ნაკეთობების შენახვის რეკომენდებული ვადებია (წლებში) შენახვის სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით, კერძოდ:
ა) ღია მოედანი – 10 წელი;
ბ) ფარდული – 12 წელი;
გ) საცავი გათბობის გარეშე – 15 წელი;
დ) საცავი ატმოსფეროს რეგულირებადი პარამეტრებით – 20 წელი.
შფ ბაზაში ნაკეთობის ფაქტობრივი შენახვის ვადაა (წლებში).
თუ შენახვის პირობები არ შეესაბამება გოსტ B9003-80-ის მოთხოვნებს და იმის მიხედვით, თუ რამდენი და რა სახის პირობებია დარღვეული, ფორმულა (6)-ში მიღებული სიდიდე შეიძლება შემცირდეს 25-75%-ით, მაგრამ თუ ნაკეთობები ინახება ჰერმეტულ ფუთებში, კოეფიციენტი არ მცირდება.
Kე ექსპლუატაციის კოეფიციენტია, ვინაიდან ნაკეთობების (საბრძოლო მასალების) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ (ერთჯერადი გამოყენება), Kე=1;
Kტ ნაკეთობის ტექნიკური მდგომარეობის კოეფიციენტია და განისაზღვრება შემდეგი სიდიდეებით:
ა) თუ ნაკეთობა განეკუთვნება ხარისხის მდგომარეობის პირველ კატეგორიას, ე.ი. მოქმედებაშია მისი ტექნიკური რესურსი და არ არის გასული საექსპლუატაციო ვადა Kტ = 1,0;
ბ) თუ ნაკეთობა განეკუთვნება ხარისხის მდგომარეობის მე-2 კატეგორიას, ე.ი. ნაკეთობას გაუთავდა საექსპლუატაციო ვადა, მაგრამ ჯერ არ არის დადგენილი მისი ტექნიკური რესურსი და არ არის გაგრძელებული მოქმედების ვადა, Kტ = 0,8;
გ) თუ ნაკეთობა მიეკუთვნება ხარისხის მდგომარეობის მე-3 კატეგორიას, ე.ი. გარდა მიზეზებისა, რომლებიც აღინიშნა ბ) ქვეპუნქტში, ნაკეთობას აქვს მცირე დეფექტები (მცირე ეროზირებული ადგილები, საღებავის აგლეჯა ალაგ-ალაგ და სხვა), რომლებიც შესაძლებელია გასწორდეს სამხედრო ბაზის ძალებით, Kტ=0,6;
დ) თუ ნაკეთობა მიეკუთვნება ხარისხის მდგომარეობის მე-4 კატეგორიას, ე.ი. გარდა მიზეზებისა, რომლებიც აღინიშნა ბ) ქვეპუნქტში, ნაკეთობას აქვს ისეთი დეფექტები, რომლებიც მოითხოვს მის ტრანპორტირებას სპეციალიზებულ წარმოებაში მათ აღმოსაფხვრელად, Kტ=0,4;
ე) თუ ნაკეთობა მიეკუთვნება ხარისხის მდგომარეობის მე-5 კატეგორიას, ე.ი. ნაკეთობა არ ექვემდებარება აღდგენას და ის უნდა იქნეს ლიკვიდირებული ან უტილიზებული, Kტ=0,2;
15. საავიაციო ტექნიკისათვის
ტექნიკური (ფიზიკური) ცვეთის კოეფიციენტი განისაზღვრება ფორმულით:
K = Kt × KR × KC (7),
სადაც Kt ექსპლუატაციის ხანგრძლივობის კოეფიციენტია და გამოითვლება ფორმულით:
Kt =
Tდ - Tე
(8) ,
Tდ
სადაც Tდ ნაკეთობის რესურსია (საპასპორტო მონაცემი ან დადგენილი დრო), წლებში;
Tე ფაქტობრივი ექსპლოატაციის დროა, წლებში.
KR ძრავის რესურსის გამომუშავების კოეფიციენტია და განისაზღვრება ფორმულით:
KR =
Mდ - Mე
(9),
Mდ
სადაც Mდ ექსპლოატაციის დადგენილი (საპასპორტო) რესურსია, საათებში;
Mე ძრავის ფაქტობრივი გამონამუშევარი, საათებში.
KC ნაკეთობის ტექნიკური მდგომარეობის კოეფიციენტია და განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილით:
N
ტექნიკური მდგომარეობის მაჩვენებელი
Kc
1.
გამართული ვერტმფრენი (თვითმფრინავი) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები.
1
2.
ვერტმფრენი (თვითმფრინავი) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები, რომლებიც საჭიროებენ უმნიშვნელო რემონტს (ცალკეული უმნიშვნელო დაზიანების ან კვანძების , დეტალების, აგრეგატების ბლოკების და ხელსაწყოების გაუმართაობების აღმოფხვრა).
0,9
3.
ვერტმფრენი (თვითმფრინავი) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები, რომლებიც დაკომპლექტებულია ფორმულარების თანახმად, მაგრამ საჭიროებს მიმდინარე რემონტს.
0,8
4.
ვერტმფრენი (თვითმფრინავი) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები, რომლებიც დაკომპლექტებულია ფორმულარების თანახმად, მაგრამ საჭიროებს აგრეგატების, დეტალების, ხელსაწყოების, საშუალო რემონტს სარეგლამენტო სამუშაოების ჩათვლით.
0,7
5.
*ვერტმფრენი (თვითმფრინავი) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები, რომლებიც დაკომპლექტებულია ფორმულარების თანახმად, მაგრამ თავისი ტექნიკური მდგომარეობით საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.
0,5
6.
ვერტმფრენის (თვითმფრინავის) და სხვა ავიატექნიკური ნაკეთობები, რომელთა ფორმულარი არ არსებობს.
0,5
*თუ კაპიტალური რემონტის რაოდენობა აღემატება ერთს, მაშინ KC განისაზღვრება შეფარდებით:
KC =
Pდ – Pფ
(10),
Pდ
სადაც Pდ კაპიტალური რემონტის დაშვებული რაოდენობაა;
Pფ ფაქტობრივად შესრულებული კაპიტალური რემონტის რაოდენობაა.
– იმ საავიაციო-ტექნიკური ქონების ფასი, რომლის მიხედვითაც აირჩევა მთლიანი ნაკეთობის რესურსი ან რომელსაც ამოეწურა ექსპლუატაციის ვადა, მაგრამ მასზე არსებობს მოთხოვნა, ყველა შემთხვევაში არ უნდა იყოს ლითონების ჯართის ფასზე ნაკლები. ამავე დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოხსნილი აგრეგატების, ცალკეული კვანძების კვლავ გამოყენების შესაძლებლობა და ძვირფასი ლითონების შემცველობა.
– პირდაპირი დანიშნულებით გამოუსადეგარი საფრენი აპარატების შეიარაღება, აგრეგატები და მოწყობილობები, მოხნილი ბორტიდან ან დასაწყობებული (შენახვის ამოწურული ვადით), რომლებიც არ შეიცავენ ძვირფას ლითონებს და რომელთა განცალკევება ლითონის ჯართად ეკონომიკურად მიზანშეწონილია, შეიძლება რეალიზებულ იქნეს ფასად, რომელზეც შეთანხმდებიან გამყიდველი და მყიდველი.
V. გაანგარიშების პირობითი მაგალითები
16. განისაზღვროს БТР-60ПБ ტიპის ჯავშანმანქანის ნარჩენი ღირებულება.
აღნიშნული ტექნიკა ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით:
ა) მოძიებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული მანქანის ღირებულებაა $180 000;
ბ) ჯავშანტრანსპორტიორი ექსპლუატაციაში არის ნამყოფი 1978 წლიდან 1990 წლამდე;
გ) ფაქტობრივი გარბენი შეადგენს 400 000 კმ-ს;
დ) მანქანა კონსერვაციის რეჟიმშია 1990 წლიდან დღემდე;
ე) მანქანა დაუკომპლექტებელია, საჭიროებს აღდგენით რემონტს.
ნარჩენი ღირებულება გამოითვლება (1) ფორმულით:
Cნ = Cპ × K ,
პირველადი ღირებულება Cპ მიიღება $180 000, რომელიც წარმოადგენს ანალოგიური ნაკეთობის საბაზრო ფასს.
ცვეთის კოეფიციენტი განისაზღვრება ფორმულით:
K = k1× k2× k3× k4.
მოცემული პირობებიდან გამომდინარე, ექსპლუატაციის ხანგრძლივობა უდრის 12 წელს (1990-1978=12), რომელსაც შეესაბამება ექსპლუატაციის ხანგრძლივობის კოეფიციენტი k1=0,2.
გარბენის (400 000კმ) კოეფიციენტი k2=0,6.
მანქანა იმყოფება კონსერვაციაში 10 წელიწადს (2000-1990=10), რომელსაც შეესაბამება შენახვის ვადის ხანგრძლივობის კოეფიციენტი k3=0,7.
ჯავშანტრანსპორტიორის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტექნიკური მდგომარეობის კოეფიციენტი k4=0,5.
გამოანგარიშებული მნიშვნელობების ფორმულაში ჩასმით მივიღებთ:
k = 0,4 × 0,6 × 0,7× 0,5 = 0,084.
ნარჩენი ღირებულება იქნება ტოლი
Cნ = 180000 × 0,084 = $15120.
17. განისაზღვროს ფუგასური საავიაციო ФАБ-500ШН ბომბის ნარჩენი ღირებულება.
ბომბი განლაგებულია ვარციხის ბაზაში და ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით:
ა) ბომბი ინახება ღია მოედანზე 1979 წლიდან. ბაზაში დარღვეულია გოსტ В9003-80-ის მიერ დადგენილი შენახვის პირობები. კერძოდ, ნაკეთობას არ გააჩნია საფარი, მოედანს, სადაც განლაგებულია ბომბი, არ გააჩნია მყარი იატაკი და არ აქვს დახრა;
ბ) ბომბის საბჭოთა კავშირის დროინდელი ფასია 2000 მანეთი;
გ) ნაკეთობა თავისი ტექნიკური მდგომარეობით მიეკუთვნება მე-5 კატეგორიას.
ნარჩენი ღირებულება გამოითვლება ფორმულით:
Cნ = Cპ × K ,
სადაც პირველადი ღირებულება Cნ = 1,7 × (1,03)n × C0.
ამ ფორმულაში
C0 – საბჭოთა კავშირის დროინდელი საპრეისკურანტო ფასი უდრის 2000 მანეთს;
n – წლების რაოდენობაა ათვლის წერტილსა (1991 წ.) და შეფასების მომენტს შორის და შეადგენს n = 2000 – 1991 = 9 წ.
აქედან გამომდინარე
Cპ = 1,7 × (1,03)9 × 2000 = $4420.
ცვეთის კოეფიციენტი გამოიანგარიშება ფორმულით:
K = Kშ × Kე × Kტ ,
სადაც KI შენახვის კოეფიციენტია და განისაზღვრება ფორმულით:
Kშ =
შსტ
, თუ შფ ³ შსტ ,
შფ
სადაც შსტ ნაკეთობის ღია მოედანზე შენახვის რეკომენდირებული ვადაა და უდრის 10 წელს.
შფ ბაზაში ნაკეთობის ფაქტობრივი შენახვის ვადაა და უდრის 21 წელს (1979 წლიდან 2000 წლამდე).
აქედან გამომდინარე
Kშ = 10 : 21 = 0,48 ,
ვინაიდან დარღვეულია გოსტ В9003-80-ის მიერ განსაზღვრული ტექნიკური პირობები, შენახვის კოეფიციენტი მცირდება 60%-ით და
Kშ = 0,48 × (100-60) : 100 = 0,192.
ექსპლუატაციის კოეფიციანტი Kე მიიღება ერთის ტოლად.
ნაკეთობის ტექნიკური მდგომარეობის კოეფიციენტია Kტ = 0,2, რადგან ნაკეთობა მიეკუთვნება მე-5 კატეგორიას. მიღებული კოეფიციენტების ფორმულაში ჩასმის შედეგად მივიღებთ:
K = 0,192 × 1 × 0,2 = 0,0384.
გამოანგარიშებული პირველადი ღირებულებისა და ცვეთის კოეფიციენტის მნიშვნელობის ჩასმით ფორმულაში მივიღებთ:
Cნ = $4420 × 0,0384 = $169,7.