ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
მიღების თარიღი 13.07.2001
ძალის დაკარგვა 08.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 16/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.06.2005
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.09.2013
დოკუმენტის ტექსტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №277
2001 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება
თბილისის უნივერსიტეტი დაარსდა ივანე ჯავახიშვილისა და მის თანამოაზრე ქართველ მეცნიერთა ჯგუფის თაოსნობითა და ქართველი ხალხის მხარდაჭერით.
იგი გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
თბილისის უნივერსიტეტი არის ქართული კულტურის მონაპოვართა, საუკუნოვანი ჰუმანისტური ტრადიციების დაცვის, პოპულარიზაციისა და მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა საფუძველზე ეროვნული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კერა.
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) საქართველოს უმაღლესი სამეცნიერო-სასწავლო ავტონომიური დაწესებულებაა. იგი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდების საფუძველზე. უნივერსიტეტი მოწოდებულია აღზარდოს პროფესიულად ღრმად განსწავლული, მაღალზნეობრივი, კვალიფიციური სპეციალისტი. მას აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიანიჭოს აკადემიური და სამეცნიერო ხარისხები და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები.
2. უნივერსიტეტის სახელწოდებაა: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. მას აქვს თავისი გერბი, დამტკიცებული 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დიდი საბჭოს მიერ. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი გერბით შემკული ბეჭედი და დროშა, თავისი ჰიმნი.
3. უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. ის ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულების სტატუსს: ქმნის და აუქმებს ფაკულტეტებს, ინსტიტუტებს, ფილიალებს, კათედრებს, სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს, კოლეჯებს, ლიცეუმებს, გიმნაზიებს, მუზეუმებსა და სხვა ქვედანაყოფებს;
გ) ახორციელებს სწავლების ფორმის შემოღებასა და გაუქმებას განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. სახელმწიფო დაკვეთისა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით ადგენს უნივერსიტეტში მისაღებ კონტინგენტს, მიღების წესებსა და პირობებს (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთა განათლების მიღების უფლება ხორციელდება შეთანხმებათა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე). სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული სასწავლო ადგილების დაკავება ხდება კონკურსით, რომლის პირობებსა და მოწყობის წესს ადგენს უნივერსიტეტი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი პრინციპების საფუძველზე;
დ) ადგენს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებელი დაცვის პირობით;
ე) ამყარებს კავშირებს ორმხრივ ხელშეკრულებათა საფუძველზე სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან (მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან), იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან აფუძნებს საწარმოებს არსებული კანონმდებლობის საფუძველზე;
ვ) განსაზღვრავს საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პერსპექტიულ პროგრამებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ზ) იწვევს საერთაშორისო, რეგიონალურ და რესპუბლიკურ კონგრესებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს;
თ) თავისი საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსაზღვრავს საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების თანხმობით;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად ქმნის სარემონტო და კაპიტალური მშენებლობის, სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა, საზღვარგარეთთან ურთიერთობებისა (საერთაშორისო პროგრამის) და სხვა ფონდებს, რომელსაც განკარგავს დამოუკიდებლად.
4. უნივერსიტეტში არ დაიშვება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის არსებობა.
თავი II
უნივერსიტეტის მართვა
5. ავტონომიური უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანოა უნივერსიტეტის საბჭო (შემდგომში – დიდი საბჭო), რომლის გადაწყვეტილებანი ერთნაირად სავალდებულოა როგორც უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის, ისე მისი მთელი შემადგენლობისათვის.
6. დიდ საბჭოში შედიან: რექტორი, სასწავლო და სამეცნიერო დარგის პრორექტორები, ძირითადი ფაკულტეტების დეკანები, უნივერსიტეტის ინსტიტუტებისა და ფილიალების ხელმძღვანელები, კათედრის გამგეები (დოქტორი-პროფესორი) და ფაკულტეტებიდან და ინსტიტუტებიდან საბჭოს მიერ არჩეული ორ-ორი წევრი (დოქტორი-პროფესორი), გამომცემლობისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორები, უნივერსიტეტის გაერთიანებული პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, რექტორატის წარდგინების საფუძველზე დიდი საბჭოს მიერ გამონაკლისის სახით არჩეული წევრები, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორები, სტუდენტთა თვითმმართველობის საუნივერსიტეტო ორგანოს სამი წარმომადგენელი, თსუ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი. დიდი საბჭოს უფლებამოსილების ვადაა ექვსი წელი. ფაკულტეტებსა და უნივერსიტეტის ინსტიტუტებს უფლება აქვთ, ვადაზე ადრე გაიწვიონ მათგან არჩეული დიდი საბჭოს წევრები.
7. დიდ საბჭოს შეუძლია სათათბირო ხმის უფლებით თავის შემადგენლობაში მოიწვიოს მეცნიერების ამა თუ იმ დარგის ცნობილი წარმომადგენლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწენი.
8. დიდი საბჭო:
ა) შეიმუშავებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტს, რომელიც დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს;
გ) ამტკიცებს დებულებებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების შესახებ;
დ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტამბის დებულებას;
ე) ამტკიცებს დებულებებს სასწავლო, სამეცნიერო თანამდებობის დაკავების შესახებ;
ვ) ამტკიცებს დებულებებს კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ (ასპირანტურა, მაძიებლობა, სტაჟირება, დოქტორანტურა და სხვ.);
ზ) ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს, რომელთა რეკომენდაციებით საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს;
თ) ქმნის ან აუქმებს ფაკულტეტებს, ფილიალებს, ინსტიტუტებს, გიმნაზიებს, ლიცეუმებს, კოლეჯებსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს;
ი) ამტკიცებს დებულებას უნივერსიტეტის საპატიო წოდებათა მინიჭების შესახებ; ანიჭებს წოდებას „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი“, მის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად;
კ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს დოცენტის, პროფესორის წოდებებს;
ლ) ამტკიცებს რექტორატის სტრუქტურასა და შემადგენლობას;
მ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო გეგმებს;
ნ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს უნივერსიტეტის მიღების წესებსა და ფაკულტეტების წარდგინებით (მისაღებ გამოცდებამდე არა უგვიანეს ექვსი თვისა) განსაზღვრავს უნივერსიტეტში მისაღებ კონტინგენტს;
ო) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის საფინანსო საქმიანობის გეგმას (ბიუჯეტს) და ამტკიცებს მის შესრულებას. მისი შესრულების შესახებ დაწვრილებით აქვეყნებს ინფორმაციას საუნივერსიტეტო გაზეთში;
პ) ამტკიცებს ფაკულტეტების, ინსტიტუტების, ფილიალების, ფაკულტეტშორისი კათედრების, ლაბორატორიებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების საფინანსო საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;
ჟ) ამტკიცებს უნივერსიტეტის საგარეო და საერთაშორისო კავშირ-ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს;
რ) წყვეტს საუნივერსიტეტო, რესპუბლიკური, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების მოწყობის საკითხებს;
ს) ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს;
ტ) ადგენს საუნივერსიტეტო პრემიების მინიჭების წესს და ანიჭებს ამ პრემიებს;
უ) ირჩევს დიდი საბჭოს სწავლულ მდივანს;
ფ) წყვეტს უნივერსიტეტის უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებისა და იჯარით გაცემის, საწარმოს დაფუძნების საკითხებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
ქ) სისტემატურად აქვეყნებს ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ საუნივერსიტეტო გაზეთში.
9. დიდ საბჭოს უფლება აქვს საბჭოს წევრთა 2/3-ის თანხმობით უნდობლობა გამოუცხადოს რექტორს და დააყენოს საკითხი რექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. დიდი საბჭოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით, სამჯერ არ გამოცხადდება საბჭოს სხდომაზე, ამოირიცხება საბჭოს შემადგენლობიდან.
10. დიდი საბჭოს სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საბჭოს წევრთა 1/5-ის, ფაკულტეტის, ფილიალის, ინსტიტუტის ან რექტორის წერილობითი მოთხოვნით, რომელშიც მითითებულია რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივი.
11. დიდი საბჭო უფლებამოსილია გადაწყვიტოს საკითხები, თუ მას ესწრება საბჭოს გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა 2/3. უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილება უფლებამოსილად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი.
უმცირესობას, რომლის წინადადებაც არ იქნა მიღებული, უფლება აქვს მოითხოვოს თავისი წერილობით წარმოდგენილი აზრის ოქმში შეტანა ან დართვა.
12. დიდი საბჭოს სხდომის ოქმი მტკიცდება მომდევნო სხდომაზე. უნივერსიტეტის დიდი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების საკითხის დასმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი ამას მოითხოვს საბჭოს წევრთა 2/3 რექტორის სახელზე შეტანილი დასაბუთებული წერილობითი განცხადებით.
თავი III
რექტორი
13. რექტორი – დიდი საბჭოს თავმჯდომარე, პირველი პირი თანასწორთა შორის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელი საქმიანობის ხელმძღვანელია.
14. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკამდე მეცნიერების დოქტორი, პროფესორი.
15. რექტორის არჩევნები ინიშნება არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე და ამის შესახებ ცხადდება უნივერსიტეტის გაზეთში.
16. რექტორობის კანდიდატის წარდგინების (მხარდაჭერის) უფლება აქვთ ფაკულტეტების, ინსტიტუტებისა და ფილიალების საბჭოებს, აგრეთვე სტუდენტთა თვითმმართველობას. ყოველ მათგანს შეუძლია წამოაყენოს (მხარი დაუჭიროს) რექტორობის თითო კანდიდატი. კანდიდატი წარმოდგენილად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს კენჭისყრაში მონაწილეთა 2/3 მაინც. რექტორობის კანდიდატის წარდგენა მთავრდება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. რექტორობის კანდიდატი ვალდებულია წარდგინების შემდეგ უნივერსიტეტის გაზეთში გამოაქვეყნოს თავისი მოქმედების პროგრამა. ის კანდიდატი, რომელიც პროგრამას არ გამოაქვეყნებს, კენჭისყრის ბიულეტენში არ შეიტანება. დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მოხსნას თავისი კანდიდატურა არჩევნებამდე ნებისმიერ დროს.
17. რექტორი აირჩევა დიდი საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სრული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობით – ექვსი წლის ვადით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა ორი მესამედი მაინც. რექტორი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას ხმას მისცემს საბჭოს სხდომაზე დამსწრე გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს წევრს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
თუ კენჭს იყრიდა რექტორობის ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი არ იქნა არჩეული, მოეწყობა ხელმეორე ხმის მიცემა ორი კანდიდატისათვის. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს გადამწყვეტი ხმების 50 პროცენტზე მეტს.
თუ კენჭს იყრიდა რექტორობის ერთი ან ორი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საბჭოზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტი, ინიშნება ახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ერთი თვის ვადაში.
უნივერსიტეტის დიდი საბჭოს მიერ არჩეულ რექტორს საქართველოს განათლების მინისტრის წარდგენით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
18. რექტორი მოქმედებს უნივერსიტეტის წესდებისა და დიდი საბჭოს დადგენილებათა შესაბამისად.
19. რექტორი მოქმედებს უნივერსიტეტის სახელით და სპეციალური რწმუნების გარეშე წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. იგი კანონმდებლობის და ამ წესდებით დადგენილი წესით განაგებს უნივერსიტეტის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებასა და ფინანსებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს (სხვისთვის გადაცემის უფლებით) მისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების ბანკებში, იღებს კრედიტებს.
20. უნივერსიტეტის რექტორი:
ა) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისა და სტუდენტისათვის;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს საუნივერსიტეტო მმართველობის, სტრუქტურული დანაყოფების, განყოფილებათა, სამსახურების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, უნივერსიტეტის ფილიალების დირექტორებს; კვლევის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ქმნის მკვლევართა დროებით კომპლექსურ ჯგუფებს როგორც უნივერსიტეტის თანამშრომელთა, ისე მოწვეულ პირთა (მათ შორის უცხოელთა) მონაწილეობით;
გ) წარმოადგენს დიდ საბჭოზე პრორექტორების კანდიდატებს ფარული კენჭისყრით ასარჩევად;
დ) ანაწილებს პრორექტორებს შორის ფუნქციებს, გადასცემს მათ ზოგიერთი განკარგულების, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებას;
ე) კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, საგარეო და საერთაშორისო კავშირურთიერთობებს;
ვ) თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს დიდ საბჭოს და აქვეყნებს მას საუნივერსიტეტო გაზეთში;
ზ) გასცემს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომს ან მოწმობას (მათ შორის უცხოელ მოქალაქეზე);
თ) გასცემს სამეცნიერო წოდების დიპლომებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) განსაკუთრებულ შემთხვევებში დადგენილი წესით შეღავათს უწევს არასაბიუჯეტო განყოფილების სტუდენტებს სწავლის ქირის გადახდაში.
21. რექტორი პასუხისმგებელია:
ა) თანამედროვე დონის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისათვის;
ბ) სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხისა და დონისათვის უნივერსიტეტის ფარგლებში;
გ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით უნივერსიტეტში სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციების შესრულებისათვის.
22. რექტორის უფლება-მოვალეობები, კომპეტენცია უნივერსიტეტის მართვაში, მისდამი დაქვემდებარებული კოლექტივის ხელმძღვანელობაში ქმნის რექტორის სტატუსს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და უნივერსიტეტის წესდებით.
23. ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად უნივერსიტეტში არსებობს რექტორატი. იგი წარმოადგენს დიდი საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს. მის სტრუქტურასა და შემადგენლობას რექტორის წარდგინებით ამტკიცებს დიდი საბჭო. რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, დეკანები და ადმინისტრაციულ-სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. დადგენილი წესის შესაბამისად რექტორატს მინიჭებული აქვს უფლება პედაგოგიურ და სამეცნიერო საშტატო განაკვეთზე დააწესოს 50 პროცენტიანი დანამატი.
რექტორატის სხდომები მოიწვევა თვეში ორჯერ მაინც.
თავი IV ფაკულტეტი
24. ფაკულტეტი უნივერსიტეტის მთავარი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც სრული თვითმმართველობის პრინციპით მოქმედებს.
ფაკულტეტი:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტზე სწავლების ფორმების შესახებ და წარუდგენს დიდ საბჭოს;
ბ) მონაწილეობს ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფორმირებაში და დასამტკიცებლად წარუდგენს დიდ საბჭოს;
გ) ფაკულტეტისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის საფუძველზე განსაზღვრავს ფაკულტეტის საფინანსო საქმიანობას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტზე მისაღები გამოცდების რაოდენობისა და ჩასაბარებელი საგნების ნუსხის შესახებ და წარუდგენს დიდ საბჭოს;
ე) დადგენილი წესით შეიმუშავებს სასწავლო პროგრამებს, მეთოდურ მითითებებს, ამზადებს სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, ლექციების კურსს და წარადგენს გამოსაცემად;
ვ) ადგენს სტიპენდიების (მათ შორის სახელობითი) დანიშვნის საფუძვლებს, პირობებსა და წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს დიდ საბჭოს;
ზ) შეარჩევს უცხოეთში გასაგზავნ სტუდენტებს;
თ) ადგენს სტუდენტთა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის პირობებს.
ფაკულტეტის საბჭო:
ი) განსაზღვრავს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების სასწავლო დატვირთვას;
კ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტთა ჩარიცხვის, გარიცხვისა და აღდგენის შესახებ, რომელიც ფორმდება ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით;
ლ) აარსებს და აუქმებს სპეციალიზაციებს კანონით დადგენილი წესით;
მ) აღზრდა-განათლების მოწინავე ფორმებისა და მეთოდების შემუშავებისა და გავრცელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს ექსპერიმენტული საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების შექმნის შესახებ და წარუდგენს დიდ საბჭოს დასამტკიცებლად;
ნ) ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პრობლემატიკას;
ო) განაგებს ფაკულტეტის თანამშრომელთა მიღება-გათავისუფლების საკითხებს, რაც ფორმდება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით;
პ) ირჩევს პროფესორს, კათედრის გამგეს სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობებზე და არჩეულ კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს დიდ საბჭოს;
ჟ) ირჩევს ასისტენტს, მასწავლებელს, დოცენტს, მეცნიერ მუშაკს სამეცნიერო პედაგოგიურ თანამდებობებზე;
რ) დადგენილი წესით ანიჭებს სამეცნიერო-პედაგოგიურ წოდებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დიდ საბჭოს;
ს) განიხილავს კათედრების, სამეცნიერო ლაბორატორიებისა და განყოფილებების შექმნისა და დახურვის საკითხებს და წარუდგენს დასამტკიცებლად დიდ საბჭოს;
ტ) შეარჩევს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად და უნივერსიტეტში დასატოვებლად;
უ) აგზავნის ფაკულტეტის წევრებს სამეცნიერო მივლინებებში, მოისმენს და ამტკიცებს მივლინების შედეგებს;
ფ) ირჩევს ფაკულტეტის წარმომადგენელს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბჭოში და წარადგენს კათედრის მიხედვით შესაძენი სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხას;
ქ) ირჩევს ფაკულტეტის წარმომადგენლებს დიდ საბჭოში.
25. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის თვითმმართველობის ორგანო, რომლის თავმჯდომარეა დეკანი.
26. ფაკულტეტის საბჭოში შედიან:
– დეკანი, კათედრისა და სამეცნიერო ლაბორატორიის გამგეები, დეკანის მოადგილეები, კათედრისა და ლაბორატორიის მიერ არჩეული თითო წარმომადგენელი, ფაკულტეტის მეთოდსაბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის პროფორგანიზაციის წარმომადგენელი, სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის საფაკულტეტო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი დარგის ცნობილი სპეციალისტები.
27. ფაკულტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმართავს ფაკულტეტის დეკანი, იგი აირჩევა ექვსი წლის ვადით ფაკულტეტის საბჭოს მიერ 65 წლის ასაკამდე პროფესორთა ან დოცენტთაგან, რომელთაც ფაკულტეტზე პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის სტაჟი აქვთ და დასამტკიცებლად წარედგინება დიდ საბჭოს.
28. ფაკულტეტის დეკანს უფლება აქვს, საბჭოს სხდომაზე საჭიროებისამებრ სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლები. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, გადაწყვიტოს საკითხები, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება უფლებამოსილად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი.
29. ფაკულტეტის საბჭოს მიერ ერთხელ მიღებული დადგენილებების გადასინჯვა, გაუქმება ან შეცვლა სხდომის ოქმის დამტკიცების შემდეგ შეიძლება, თუკი ამას მოითხოვს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა 2/3 დეკანის სახელზე შეტანილი დასაბუთებული წერილობითი განცხადებებით, ან დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით.
თავი V
კათედრა
30. კათედრა ერთი ან რამდენიმე ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამეცნიერო დისციპლინის პროფესორების, დოცენტების, უფროსი მასწავლებლების, ასისტენტებისა და მეცნიერი მუშაკების გაერთიანებაა. კათედრაზე ეწევიან როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო საქმიანობას; მისი მოვალეობაა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. კათედრა არის უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, ფილიალის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო და სამეცნიერო მუშაობას.
31. კათედრა:
ა) ამზადებს სპეციალობათა და სპეციალიზაციათა სასწავლო გეგმების პროექტებს, სასწავლო დისციპლინათა და სასწავლო და საწარმოო პრაქტიკების პროგრამებს, სახელმძღვანელოებს, ლექციების კურსებს, მეთოდურ მითითებებს, მონოგრაფიებს;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს კანდიდატებს პედაგოგიური და სამეცნიერო თანამდებობის კონკურსში დასაშვებად;
გ) ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს კანდიდატებს პროფესორის ან დოცენტის წოდების მისანიჭებლად;
დ) დებს თანამშრომლობის ხელშეკრულებებს (გარდა ისეთისა, რომლის დადება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირს) სასწავლო, სამეცნიერო და სხვა დაწესებულებათა კათედრებთან და განყოფილებებთან.
32. კათედრის საქმიანობას ხელმძღვანელობს კათედრის გამგე. კათედრის გამგედ შეიძლება არჩეულ იქნეს 70 წლამდე ასაკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი. გამონაკლის შემთხვევაში, ერთი საარჩევნო ვადით, კათედრის გამგედ შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერების კანდიდატი (პროფესორი ან დოცენტი). კათედრის გამგეს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო კათედრის პედაგოგებისა და მეცნიერი თანამშრომლების მიერ კათედრის სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოთქმული აზრის გათვალისწინებით.
33. კათედრის გამგის უფლებამოსილების ვადა ექვსი წელია. კათედრის გამგე 75 წლის ასაკში ტოვებს კათედრის გამგის თანამდებობას, რჩება კათედრის პროფესორად ან დოცენტად.
34. სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, როგორც სტრუქტურული ერთეული:
ა) ემსახურება ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო პრობლემების გადაჭრას, საუნივერსიტეტო მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აყვანას და ხელს უწყობს სასწავლო პროცესების სრულყოფას უნივერსიტეტში;
ბ) აქტიურ დახმარებას უწევს პროფესორ-მასწავლებლებს, ასისტენტებს, მაძიებლებსა და სტუდენტებს სამეცნიერო სამუშაოების, საკვალიფიკაციო და სადიპლომო შრომების შესრულებისას, ხელს უწყობს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობაში ჩაბმას.
35. სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია იქმნება სათანადო კათედრასთან. აქტუალური ამოცანების, კომპლექსური დარგთაშორისი პრობლემების გადაჭრის მიზნით შეიძლება შეიქმნას საფაკულტეტო და ფაკულტეტთაშორისი ლაბორატორიებიც. საფაკულტეტო ლაბორატორიები ანგარიშს აბარებენ ფაკულტეტის საბჭოს. ფაკულტეტთაშორისი ლაბორატორიები ანგარიშს აბარებენ დიდ საბჭოს.
36. ლაბორატორიების ბაზაზე შეიძლება შეიქმნას საუნივერსიტეტო, რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები.
თავი VI
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
37. ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ან სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს უნივერსიტეტის დიდი საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტიტუტის დებულების საფუძველზე.
38. ინსტიტუტი:
ა) უნივერსიტეტის რექტორის მიერ დამტკიცებული ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემების კვლევას საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში;
ბ) იწვევს შესაბამისი პროფილის პროფესორ-მასწავლებლებს, ასპირანტებსა და სტუდენტებს ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად;
გ) სათანადო დარგებში მეცნიერების მემკვიდრეობითობის შენარჩუნების მიზნით წარმართავს დოქტორანტებისა და ასპირანტების, სტუდენტთა გაძლიერებული სწავლების ჯგუფების მუშაობას;
დ) წარმოადგენს ბაზას შესაბამისი პროფილის სტუდენტთა მიერ სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გასავლელად;
ე) დებს ხელშეკრულებებს (გარდა ისეთისა, რომლის დადება შეუძლია იურიდიულ პირს) სხვა (მათ შორის საზღვარგარეთის) შესაბამისი პროფილის დაწესებულებებთან;
ვ) მართავს სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს;
ზ) დადგენილი წესით აწყობს საკონკურსო თანამდებობაზე კონკურსებს და თანამშრომელთა ატესტაციებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) დადგენილი წესით ანიჭებს სამეცნიერო-პედაგოგიურ წოდებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დიდ საბჭოს;
ი) წარადგენს ნაშრომებს სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
კ) წარადგენს მეცნიერებს აკადემიებსა და სამეცნიერო საზოგადოებებში ასარჩევად;
ლ) აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს უნივერსიტეტის დიდ საბჭოს.
39. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორი, რომელსაც ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ექვსი წლის ვადით და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი, დირექტორად აირჩევა 70 წლამდე ასაკის პროფესორი ან მეცნიერებათა დოქტორი.
40. ძირითადი სამეცნიერო და ორგანიზაციული საკითხების განსახილველად ინსტიტუტი ექვსი წლის ვადით ირჩევს სამეცნიერო საბჭოს, რომელსაც თავმჯდომარეობს დირექტორი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
41. უნივერსიტეტის რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტის დეკანები, ინსტიტუტებისა და ფილიალების დირექტორები, მათი მოადგილეები, ლაბორატორიებისა და განყოფილებების გამგეები 70 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ ტოვებენ თანამდებობას და უფლება აქვთ დარჩნენ უნივერსიტეტის თანამშრომლებად.
თავი VII
პროფესორი, დოცენტი, მეცნიერი მუშაკი
42. პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა მეცნიერების დოქტორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის სტაჟი. პროფესორის თანამდებობაზე არჩევა ხდება კონკურსის წესით ექვსი წლის ვადით ფაკულტეტის საბჭოების მიერ და დასამტკიცებლად წარედგინება დიდ საბჭოს.
43. პროფესორის წოდებას დადგენილი წესის საფუძველზე ამტკიცებს უნივერსიტეტის დიდი საბჭო.
44. დოცენტად შეიძლება არჩეულ იქნეს ექვსი წლის ვადით მეცნიერების კანდიდატი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი. დოცენტად ასარჩევმა პირმა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომელთა თანდასწრებით სტუდენტებს უნდა წაუკითხოს საცდელი ლექცია ფაკულტეტის საბჭოს მიერ არჩეულ თემაზე. დოცენტის თანამდებობაზე არჩევა ხდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ. დოცენტის წოდებას დადგენილი წესით ამტკიცებს უნივერსიტეტის დიდი საბჭო.
45. უნივერსიტეტის პროფესორსა და დოცენტს, რომლებიც წარმატებით ათავსებენ სასწავლო და სამეცნიერო მუშაობას, შეუძლიათ მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების დასამთავრებლად აიღონ შემოქმედებითი შვებულება ერთ წლამდე ვადით, ხუთ წელიწადში ერთხელ, აგრეთვე, დროებით მივლინებით გადავიდნენ მეცნიერ მუშაკად სხვა საწარმოო, სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებებში (საზღვარგარეთის სამეცნიერო და სასწავლო ცენტრების ჩათვლით).
46. უნივერსიტეტში დაწესებულია მეცნიერ მუშაკთა შემდეგი თანამდებობები: მთავარი მეცნიერი მუშაკი, წამყვანი მეცნიერი მუშაკი, უფროსი მეცნიერი მუშაკი, მეცნიერი მუშაკი და უმცროსი მეცნიერი მუშაკი. კათედრის მეცნიერ მუშაკს სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ევალება ლექცია-სემინარების მოწყობა, რაც მას ეთვლება პედაგოგიურ სტაჟად.
47. უფროსი მასწავლებლის, მასწავლებლის, ასისტენტის, მეცნიერ მუშაკთა და სხვა თანამდებობის დაკავების წესსა და პირობებს, მათ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს დიდი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებები.
48. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერ მუშაკებს აქვთ შეთავსების უფლება.
თავი VIII
სტუდენტობა
49. უნივერსიტეტის სტუდენტებად მიიღებიან საშუალო და საშუალო-სპეციალური განათლების მქონე პირები (მათ შორის უცხოელები) მიუხედავად მათი ეროვნებისა, რასისა, სქესისა, ქონებრივი, სოციალური მდგომარეობისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური მრწამსისა, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ მისაღებ გამოცდებს და გაიმარჯვებენ კონკურსში.
50. უნივერსიტეტის სტუდენტი მოვალეა დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, დაემორჩილოს დადგენილ წესებს, პატივი სცეს უნივერსიტეტში დანერგილ აკადემიურ ტრადიციებს.
51. დადგენილი წესით სტუდენტს ენიშნება სტიპენდია სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან, აგრეთვე უნივერსიტეტის დიდი საბჭოს მიერ გათვალისწინებული წყაროებიდან.
52. სტუდენტს, რომელიც გაივლის სწავლების სრულ კურსს, მიეცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომი, რომელსაც ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი.
53. უნივერსიტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა უფლებების დაცვის, სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის გააქტიურების, მათი შესაძლებლობების გამოვლენის, ცოდნის ღრმად დაუფლებისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის, თავისუფალი დროის ორგანიზაციის, სტუდენტთა და ასპირანტთა სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით უნივერსიტეტში არსებობს დემოკრატიულ საწყისებზე არჩეული სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანო „სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირი“ თავისი საფაკულტეტო სტრუქტურებით. უნივერსიტეტი თანამშრომლობს აგრეთვე სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან.
54. სტუდენტთა სხვა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს დიდი საბჭოს მიერ დამტკიცებული უნივერსიტეტის შინაგანაწესი.
თავი IX
სამეცნიერო ბიბლიოთეკა
55. უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული. იგი უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს, სამეცნიერო-კვლევით, სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სათანადო ლიტერატურითა და საინფორმაციო მასალით, მკითხველთა დიფერენცირებულ მომსახურებას სამკითხველო დარბაზებში, აბონენტებზე; თავის ფილიალებში (საფაკულტეტო, კათედრის, კაბინეტებისა და ლაბორატორიების ბიბლიოთეკებში) აწყობს სტუდენტთა მეცადინეობას ინფორმატიკის, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის საფუძვლებში.
56. აყალიბებს ბიბლიოთეკის ფონდებს დაკომპლექტების თემატური გეგმების საფუძველზე, რომლებიც შეესაბამება უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის მოთხოვნებს.
57. იცავს და ამდიდრებს უნიკალური და პარიტეტული ლიტერატურის ფონდს.
58. დადგენილი წესით აწარმოებს წიგნთგაცვლას მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებთან.
59. აწარმოებს შემოსული ლიტერატურის აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას, აყალიბებს სამეცნიერო, სასწავლო, დამხმარე ფონდებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.
60. წარმართავს სამეცნიერო და მეთოდურ მუშაობას; ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და ინფორმატიკის საკითხების შესასწავლად.
61. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს ბიბლიოთეკას სათანადო სასამსახურო და საწარმოო შენობით, ასლების გადამღები და გასამრავლებელი ტექნიკით, აუცილებელი მოწყობილობითა და ინვენტარით.
62. ბიბლიოთეკის სამეცნიერო საბჭოს მიერ რეკომენდებულ დირექტორს რექტორის წარდგინებით ირჩევს დიდი საბჭო.
63. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან სტრუქტურული ერთეულის სახით არსებობს ხელნაწერთა საცავი, რომელშიც თავმოყრილია ხელნაწერი ძეგლები (მათი ასლები).
თავი X
უნივერსიტეტის გამომცემლობა
64. უნივერსიტეტის გამომცემლობა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია. მის დებულებას ამტკიცებს დიდი საბჭო.
65. გამომცემლობის დანიშნულებაა, სასწავლო-სამეცნიერო ამოცანებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს სასწავლო, სამეცნიერო, საცნობარო, მხატვრული და სხვა ლიტერატურის გამოცემა. საგამომცემლო მუშაობა ხორციელდება კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად. გამომცემლობა ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წინაშე.
66. უნივერსიტეტი გამომცემლობას უნაზღაურებს სასწავლო ლიტერატურისა და პერიოდული გამოცემის (ჟურნალები, ბიულეტენები, ალმანახები და სხვ.) ხარჯებს.
67. გამომცემლობას უფლება აქვს, სხვა გამომცემლობასთან და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებთან, მათ შორის საზღვარგარეთის გამომცემლობებთან ერთად განახორციელოს ერთობლივი გამოცემები.
68. გამომცემლობის დირექტორს ირჩევს შრომითი კოლექტივი და ამტკიცებს უნივერსიტეტის დიდი საბჭო.
თავი XI
ქონება, ფინანსები და კონტროლი
69. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება, რომელიც გამოიყენება ამ წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად. უნივერსიტეტისათვის გადაცემული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის რეჟიმი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებით.
70. უნივერსიტეტის ფინანსებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტით ცალკე მუხლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი განათლების ხარჯები;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით ცალკე ხაზად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის გამოყოფილი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
ე) სამეცნიერო-კვლევით სფეროში სახელშეკრულებო სამუშაოების შესრულებით მიღებული შემოსავალი;
ვ) სამინისტროებიდან და უწყებებიდან სპეციალისტთა მიზნობრივი მომზადებისათვის შემოსული თანხა;
ზ) საწარმოებთან, ორგანიზაციებთან,კონცერნებთან (მათ შორის საზღვარგარეთის) ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავალი;
თ) სხვადასხვა ფონდისა და ასოციაციისაგან, მათ შორის საერთაშორისო ფონდებისა და ასოციაციებისაგან მიღებული ქონება და თანხა;
ი) სპეციალისტთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებით მიღებული თანხა;
კ) ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირებიდან მიღებული შემოწირულობანი;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტის საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი.
71. უნივერსიტეტი განსაზღვრავს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობიდან და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებიდან მიღებული საკუთარი შემოსავლების (სპეციალური სახსრების) საბანკო ანგარიშების გახსნისა და ხარჯვის წესს და სრულად განკარგავს ამ სახსრებს. უნივერსიტეტი წყვეტს მასთან მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ფართობის უფასოდ გაცემის საკითხებს.
72. უნივერსიტეტი, როგორც ავტონომიური დაწესებულება, იტოვებს თავის არქივს და წარმართავს უნივერსიტეტის საარქივო საქმეს დიდი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
73. სახელმწიფო კონტროლი:
ა) უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს;
ბ) უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
გ) უნივერსიტეტის საქმიანობის კოორდინაციას საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, სამედიცინო განათლების დარგში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საბიუჯეტო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
74. წესდება ეყრდნობა „საქართველოს კონსტიტუციას“, საქართველოს კანონს „განათლების შესახებ“, საქართველოს კანონს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 დეკემბრის №781 ბრძანებულებას, „სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის სტატუსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის №418 ბრძანებულებას და სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი XII
უნივერსიტეტის ადგილსამყოფელი
75. უნივერსიტეტის ადგილსამყოფელია:
თბილისი, ი.ჭავჭავაძის პროსპექტი, 1.
თავი XIII
უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
76. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.