ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 13.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 16/07/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 89.85pt 1.0in 89.85pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №280
2001 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ
გერმანიისა და საქართველოს მრავალწლიანი ორმხრივი ძალისხმევის შედეგად 1998 წლის 21 დეკემბერს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ქ. თბილისში ხელი მოეწერა შეთანხმებას „ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ პროექტისათვის „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“, რომელმაც სათავე დაუდო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნა-ჩამოყალიბების, ასევე, მისი დამხმარე ზონის განვითარების სფეროში.
მიმდინარე ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მრავალკომპონენტიანი პროგრამების ფუნქციონირების, მართვისა და განხორციელებისათვის უშუალოდ პასუხისმგებელი სუბიექტების სიმრავლის თვალსაზრისით სტრუქტურულად რთული მოდელის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, დამხმარე ზონის პერსპექტიული და მიმდინარე პროგრამების კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების ეფექ-ტიანობის გაუმჯობესების მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ შემუშავებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის ინფრასტრუქტურის განვითარების პირველი ეტაპის ძირითადი მიმართულებები, რომელთა განხილვის შედეგები ასახულია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საკოორდინაციო საბჭოს 2000 წლის 12 მაისის ერთობლივი დასკვნითი შეხვედრის ოქმში.
2. დამტკიცდეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის საკოორდინაციო საბჭოს თანდართული მუშაობის წესი.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა უზრუნველყონ საკოორდინაციო საბჭოს რეგულარული ინფორმირება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პერსპექტიული პროგრამების თაობაზე გერმანიის მხარესთან წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ.
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა შეუფერხებლად მიაწოდონ საკოორდინაციო საბჭოს ბორჯომ-ხარაგაულისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების შესახებ მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაცია.
5. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების უშუალოდ განმახორციელებელმა (დამნერგავმა) რგოლებმა პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
6. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ – სახელმწიფო კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სხდომებზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციების მოსმენა.
7. საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭომ (თ.ბასილია) სამუშაო გეგმებში გაითვალისწინოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციების პერიოდული მოსმენა.
8. საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციამ (კ. იმნაძე), ტელერადიომაუწყებლობამ (ზ.შენგელია) უზრუნველყონ მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების განხორციელების, სამუშაოთა მიმდინარეობის თაობაზე.
ე. შევარდნაძე
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 მაისის №211 განკარგულებით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. საბჭოს მიზანია შეიმუშაოს რეკომენდაციები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში გერმანიის მთავრობასთან ფინანსური თანამშრომლობის მიზნით აღებულ ვალდებულებათა შესასრულებლად, აგრეთვე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის ეფექტიანი ფუნქციონირების ღონისძიებათა განსახორციელებლად.
მუხლი 2🔗. საბჭოს ძირთიადი ამოცანები
საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) შეიმუშაოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების კოორდინირებული დაგეგმვისა და განხორციელების რეკომენდაციები (დასკვნები, წინადადებები) საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
ბ) უზრუნველყოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების განხორციელების თაობაზე ანგარიშებისა და ინფორმაციების მოსმენა;
გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარსადგენი ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები;
დ) მოამზადოს მოხსენებები, ანგარიშები და ინფორმაციები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების (ან მათი ცალკეული კომპონენტების) დაგეგმვისა და განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე;
ე) შეიმუშაოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და დამხმარე ზონის პროგრამების თაობაზე წინადადებები და დასკვნები საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარსადგენად;
ვ) შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანები.
მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს.
2. საბჭოს თავმჯდომარე განიხილავს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებს.
3. საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მოხელეებიდან, აგრეთვე იმ პირებიდან, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო მოხელეებად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ან შესაბამისი სახელმწიფო (საჯარო) ორგანიზაციის შუამდგოლობით და საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით საბჭოს შემადგენლობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება შეყვანილ იქნეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი _ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო (საჯარო) ორგანიზაციის მოხელე.
4. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 მაისის №211 განკარგულებით.
5. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საბჭოს პერსონალურ შემადგენლობაში საკადრო ხასიათის ცვლილებებიდან გამომდინარე აუცილებლობით განპირობებულ შესაბამის წინადადებებს.
6. საბჭოს მუშაობაში საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მონაწილეობდნენ მთავრობის ის წევრები, უწყებების ხელმძღვანელები და სახელმწიფო მოხელეები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები.
7. საქართველოს პარლამენტის წევრები „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამავე კანონით დადგენილი წესით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სათათბირო ხმის უფლებით.
8. საბჭოს წევრები და საბჭოში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრები საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებენ პირადად.
მუხლი 4🔗. საბჭოს რეკომენდაციები და მათი გათვალისწინების უზრუნველყოფის მექანიზმი
1. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს (დასკვნებსა და წინადადებებს) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში გერმანიის მთავრობასთან ფინანსური თანამშრომლობის მიზნით აღებულ ვალდებულებათა შესასრულებლად, აგრეთვე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის ეფექტიანი ფუნქციონირების ღონიძიებათა განსახორციელებლად.
2. საბჭო რეკომენდაციებს იღებს (იწონებს) საბჭოს სხდომის გადაწყვეტილების ფორმით.
3. საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად საბჭოს სახელით საბჭოს თავმჯდომარე რეკომენდაციებს აწვდის:
ა) საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) საქართველოს პარლამენტს;
გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრს;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს;
ე) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს მდივანს;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს იმერეთის, მესხეთ-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მხარეებში;
ზ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში;
თ) გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და/ან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების უშუალოდ დამფინანსებელ სხვა ორგანიზაციებს;
ი) საჭიროების შემთხვევაში სხვა დაინტერესებულ უწყებებს, ორგანიზაციებსა და პირებს.
4. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა უწყებების, სამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების შესახებ აცნობებენ თავიანთ უწყებათა და დაწესებულებათა ხელმძღვანელ პირებს. ხოლო, რაიონის გამგებლები _ რაიონების საკრებულოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზება
1. საბჭოს პროფესიულ-ტექნიკური და ადმინისტრაციული უზრუნ-ველყოფის რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით საბჭოს სამუშაო აპარატის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს აღმასრულებელი ჯგუფი (შემდგომში – აღმასრულებელი ჯგუფი), რომლის ფუნქციონირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თაობაზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.
2. აღმასრულებელი ჯგუფის მუშაობის დაგეგმვასა და საერთო კოორდინაციას ახორციელებს საბჭო.
3. აღმასრულებელი ჯგუფი ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე.
4. აღმასრულებელი ჯგუფი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თაობაზე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად იქმნება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) საქართველოს ოფისთან (წარმომადგენლობასთან) და მისი რიცხოვნობა, ფუნქცინირების ვადა და ხარჯები განისაზღვრება გერმანიის მთავრობის მიერ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით გამოყოფილი უსასყიდლო ფინანსური დახმარების საფუძველზე მიმდინარე „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ღია პროგრამის“ (BMZ-Nr.98 65 924) ფარგლებში.
5. აღმასრულებელი ჯგუფის ძირითადი მოვალეობაა:
ა) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების ფარგლებში საბჭოსა და გერმანიის მხარის წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის და ასევე საბჭოსა და დაინტერესებულ უწყებებს, ხელისუფლების ორგანოებსა და ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედებათა კოორდინირების პროფესიულ-ტექნიკური და ადმინისტრაციული ხელშეწყობა;
ბ) საბჭოსათვის ისეთი დოკუმენტებისა და მასალების მომზადება, რომლებზეც საბჭოს რეკომენდაციის (გადაწყვეტილების) მიღებაა საჭირო;
გ) საბჭოს სხდომების მომზადება და შესაბამისი ოქმების შედგენა და დაგზავნა;
დ) საბჭოსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების ფარგლებში გერმანიის მხარის წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციების უზრუნველყოფა და მათთვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ანგარიშების ინგლისურ ან გერმანულ ენაზე რეგულარული მიწოდება;
ე) საბჭოს მუშაობის ამ წესიდან გამომდინარე, სხვა მოვალეობების შესრულება.
6. აღმასრულებელი ჯგუფის საქმიანობისათვის პასუხისმგებელია აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორი, ხოლო აღმასრულებელი ჯგუფის მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის – აღმასრულებელი ჯგუფის მდივანი.
7. აღმასრულებელი ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში საბჭოს წარედგინება წელიწადში ერთხელ.
მუხლი 6🔗. საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭო რეკომენდაციებს იწონებს და შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე.
2. სხდომებს შორის პერიოდში საბჭოს მუშაობა ხორციელდება საბჭოს მიერ მოწონებული (მიღებული) რეკომენდაციების (გადაწყვეტილებების) გათვალისწინების უზრუნველყოფის გზით.
3. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომებს შორის პერიოდში საბჭოს სახელით მონაწილეობა მიიღოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში გერმანიის მთავრობის და/ან გერმანიის მხარის წარმომადგენელი სახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებში (საინფორმაციო და საიდენტიფიკაციო შეხვედრები, განხილვები, დისკუსიები, სემინარები და ა.შ.), გააცნოს საბჭოს პოზიცია და წინადადებები შეხვედრებში მონაწილე მხარეებს, ასევე, საბჭოს სახელით ხელი მოაწეროს შეხვედრების შედეგების ამსახველ სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრის ოქმებსა და ერთობლივ განცხადებებს.
4. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც.
5. ყოველი წლის ბოლოს (მომდევნო წლის ინვარ-თებერვალში) მოიწვევა საბჭოს მუშაობისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების განხორციელების შედეგების შემაჯამებელი სხდომა.
6. საბჭოს სხდომებს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
7. საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში გერმანიის მხარის წარმომადგენელი სახელმწიფო ორგანიზაციის თხოვნით ან საბჭოს წევრის სათანადოდ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.
8. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე საბჭოს წევრის სათანადოდ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გადაწყვეტილებას საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ იღებს საბჭოს თავმჯდომარე და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს საბჭოს ყველა წევრს ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში.
9. საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
10. საბჭო, როგორც წესი, რეკომენდაციებს იწონებს და შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსის გზით. ხოლო კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით _ ღია კენჭისყრით, ამ შემთხვევაში ხმების გაყოფისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
11. საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხი საბჭოს წევრთან შეთანმხებულად ითვლება, თუ საბჭოს სხდომამდე საბჭოს წევრისათვის წინასწარ იყო გაგზავნილი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს რეკომენდაციის (გადაწყვეტლების) პროექტი და საბჭოს სხდომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მაინც საბჭოს აღმასრულებელი ჯგუფის მეშვეობით საბჭოს წევრს წერილობით არ უცნობებია საბჭოს თავმჯდომარისათვის საკუთარი შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ.
მუხლი 7🔗. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი
1. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭო თავის სხდომაზე.
2. დღის წესრიგის პროექტში შესატანი საკითხები შეიძლება განისაზღვროს:
ა) საბჭოს თავმჯდომარის მიერ;
ბ) საბჭოს სხდომის მიერ (მომდევნო სხდომის დღის წესრიგში შესატანად);
გ) საბჭოს თანხმობით საბჭოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს და სხდომამდე სამი კვირით ადრე საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს შესათანხმებლად აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორი.
4. დღის წესრიგის პროექტში შეტანილ თითოეულ საკითხს უნდა მიეთითოს საკითხის სხდომაზე გამტანის ვინაობა და თანამდებობა, საკითხის განხილვის საორიენტაციო ხანგრძლივობა და წარდგენის ფორმა (ინფორმაცია, ანგარიში, მოხსენება და ა.შ.).
5. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოწონებული დღის წესრიგის პროექტი საბჭოს სხდომამდე არა უგვიანეს ორი კვირით ადრე ეგზავნებათ საბჭოს წევრებსა და საბჭოს სხდომაზე მოწვეულ პირებს აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორის მიერ.
6. დღის წესრიგის პროექტთან ერთად, აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორის მიერ სხდომამდე არა უგვიანეს ორი კვირით ადრე საბჭოს წევრებს (ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე მოწვეულ პირებს) ეგზავნებათ საბჭოს თავმჯდომარესთან წინასწარ (გაგზავნამდე ერთი კვირით ადრე), წერილობითი სახით შესათანხმებლად წარდგენილი და საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოწონებული:
ა) ინფორმაცია სხდომის გამართვის თაობაზე (სხდომის ჩატარების საფუძვლის მითითებით);
ბ) საბჭოს სხდომის გამართვის ადგილი, თარიღი და დრო;
გ) მოწვეულ პირთა სია;
დ) მასალები, დღის წესრიგის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზედაც საჭიროა საბჭოს მიერ რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
ე) საჭიროების შემთხვევაში საბჭოს რეკომენდაციების (გადაწყვეტილების) პროექტი;
ვ) საბჭოს წევრების ინფორმირების მიზნით დასარიგებელი ნაბეჭდი პროდუქციისა თუ სადემონსტრაციო მასალების ნუსხა.
7. აღმასრულებელი ჯგუფი ადგენს დღის წესრიგის პროექტისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული მასალების საბჭოს წევრებისათვის და მოწვეული პირებისათვის სხდომის დაწყებამდე ჩაბარების ამსახველ ცხრილს (კონკრეტული ორგანიზაციის საერთო განყოფილების მიერ კორესპონდენციის მიღების თარიღის, მიმღები პირის ხელმოწერისა და რეგისტრაციის ნომრის ჩათვლით), რომელსაც საბჭოს სხდომის სრული ანგარიშის გაფორმებისას თან ურთავს ანგარიშს.
მუხლი 8🔗. საკითხების შეტანა საბჭოს სხდომაზე განსახილველად
1. საბჭოს სხდომებზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:
ა) საბჭოს თავმჯდომარეს;
ბ) საბჭოს წევრებს;
გ) აუცილებლობის შემთხვევაში საბჭოს სხდომაზე მოწვეულ პირებს;
დ) აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორს საბჭოს მუშაობის ამ წესითა და საბჭოს მიერ დადგენილ შემთხვევებში.
2. საბჭოს სხდომაზე განიხილება:
ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში გერმანიის მთავრობასთან ფინანსური თანამშრომლობის მიზნით აღებულ ვალდებულებათა შესასრულებლად და აგრეთვე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის ეფექტიანი ფუნქციონირების ღონისძიებათა განსახორციელებლად შემუშავებული რეკომენდაციების პროექტები;
ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების უშუალოდ განმახორციელებელი (დამნერგავი) რგოლების ანგარიშები და ინფორმაციები პროგრამების განხორციელების მიმდინარეობისა და მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
გ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარსადგენი ნორმატიული და სამართლებრივი აქტების პროექტები;
დ) საბჭოს დავალებით აღმასრულებელი ჯგუფის (ჯგუფის კოორდინატორის) მიერ მომზადებული მოხსენებები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და საპროექტო პროგრამების (ან მათი ცალკეული კომპონენტების) განხორციელებისა და დაგეგმვის მიმდინარეობის თაობაზე – განხორციელებისა და დაგეგმვის მიმდინარეობის შეფასებითი ნაწილისა და მათი გაუმჯობესების შესახებ დასკვნებისა და წინადადებების პროექტების ჩათვლით;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ინფორმაციებისა და მოხსენებების პროექტები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე პროგრამების განხორციელების თაობაზე;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების სფეროში საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარსადგენი წინადადებებისა და დასკვნების პროექტები;
ზ) საბჭოს წევრებისა და საბჭოს მიერ მოწვეული პირების ინფორმაციები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დახმარე ზონის პროგრამების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) აღმასრულებელი ჯგუფის ანგარიშები გაწეული მუშაობის თაობაზე;
ი) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში უშუალოდ გერმანიის მთავრობის ან გერმანიის მხარის წარმომადგენელი სახელმწიფო ორგანიზაციის წინადადებები და ინფორმაციები;
კ) საბჭოს დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა საკითხები.
3. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე. ანგარიშებისა და ინფორმაციების მოსმენა საბჭოს სხდომებზე წარიმართება თითოეული კონკრეტული მიმდინარე და საგეგმო მიმართულებისა და საბჭოს გადაწყვეტილებით ცალკეული კომპონენტების მიხედვით საბჭოს მიერ დადგენილი პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ ორჯერ წელიწადში.
4. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებსა და ინფორმაციებს, როგორც წესი, თან უნდა ერთვოდეს აღმასრულებელი ჯგუფის მიერ მომზადებული დამატებითი ინფორმაცია საბჭოს მიერ გამოსაყენებლად რეკომენდებული ანგარიშის (ინფორმაციის) ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ფორმალიზებული ტიპობრივი სტრუქტურის ფორმით როგორც მიმდინარე, ასევე პერსპექტიული პროგრამებისათვის. მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების ამგვარი ფორმალიზებული ტიპობრივი სტრუქტურა აუცილობლად უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს) პროგრამის შემდეგ მახასიათებლებს:
ა) პროგრამის სრული დასახელება;
ბ) პროგრამის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) პროგრამის განხორციელების ვადები;
დ) პროგრამის დაფინანსების წყარო;
ე) პროგრამის დაფინანსების სახე და ოდენობა და მიმღები ქვეყნის თანადაფინანსების ვალდებულებები;
ვ) პროგრამის განხორციელების და ან დაგეგმვის იურიდიული საფუძველი (შესაბამისი ხელშეკრულების ან შეთანხმების დასახელება და სახე; დადების თარიღი და ადგილი, გამოქვეყნების თარიღი და ორგანო; ხელშემკვრელი მხარეების დასახელება და ა.შ.);
ზ) დაფინანსების მიმღები;
თ) განმახორციელებელი (დამნერგავი) რგოლი;
ი) საკოორდინაციო ორგანო;
კ) განხორციელებისათვის (ფუნქციონირებისათვის) უშუალოდ პასუხისმგებელი ხელისუფლების ორგანო;
ლ) თანამონაწილე ორგანიზაციები კონსულტანტები;
მ) ტექნიკური დავალების პირობების მოკლე რეზიუმე;
ნ) განხორციელების ეტაპები;
ო) განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა;
პ) პროგრამის სრული ხარჯთა ნუსხა;
ჟ) მიმღები ქვეყნის თანადაფინანსების ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა;
რ) ცნობები პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე დამფინანსებელი მხარის შეფასებების შესახებ;
ს) ცნობები პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშების საკოორდინაციო საბჭოზე მოხსენებისა და შეფასებების შესახებ;
ტ) ცნობები წინასაგეგმო და საგეგმო ფაზების, მათში მონაწილე ორგანიზაციებისა და პროგრამის პროექტის განხილვისა და მოწონების შესახებ;
უ) აღმასრულებელი ჯგუფის მიერ პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის შეფასება;
ფ) საბჭოს მიერ რეკომენდებული სხვა მახასიათებლები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დამატებითი ინფორმაციის შესაკრებად აღმასრულებელი ჯგუფი, როგორც წესი, იყენებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების განხორციელებისა და დაგეგმვის მიმდინარეობის თაობაზე პროგრამების უშუალოდ განმახორციელებელი რგოლების მიერ საბჭოსათვის განსახილველად წარდგენილ ანგარიშებსა და ინფორმაციებს.
მუხლი 9🔗. საბჭოს სამუშაოს დაგეგმვისა და სხდომების გამართვის გრაფიკი
1. აღმასრულებელი ჯგუფი ყოველი წლის დასაწყისში შეიმუშავებს და უახლოეს სხდომაზე საბჭოს განსახილველად წარუდგენს საბჭოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტსა და საბჭოს სხდომების გამართვის საორიენტაციო გრაფიკს.
2. საბჭოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტი უნდა მოიცავდეს საბჭოს სტატუსიდან და მუშაობის ამ წესიდან გამომდინარე ყველა საკითხს.
3. საბჭოს მიერ მოწონებულ წლიურ სამუშაო გეგმასა და სხდომების გამართვის გრაფიკს აქვს საორიენტაციო ხასიათი.
მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომის ოქმის, გადაწყვეტილებისა და სხდომის სრული ანგარიშების გაფორმება და საბჭოს საქმისწარმოება
1. აღმასრულებელი ჯგუფი სხდომის დამთავრებიდან ათ დღეში აფორმებს საბჭოს სხდომის ოქმს და ხელმოსაწერად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს.
2. საბჭოს თავმჯდომარისათვის წარსადგენი, ხელმოსაწერად მომზადებული სხდომის ოქმისა და მისი თითოეული დანართის სისწორეს ხელის მოწერით ადასტურებენ აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორი და მდივანი.
3. ოქმში შეტანილი ჩანაწერების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღმასრულებელ ჯგუფს.
4. საბჭოს თავმჯდომარისათვის ხელმოსაწერად წარდგენილი ოქმი უნდა შეიცავდეს:
ა) სხდომის მსვლელობის ამსახველ რეზიუმირებულ ჩანაწერს;
ბ) სხდომის დღის წესრიგს (დანართის სახით);
გ) სხდომის გადაწყვეტილების ტექსტს;
დ) სხდომაზე მოწვეულ (დანართის სახით) და სხდომაზე დამსწრე პირთა სრულ სიას;
ე) სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელებული მასალებისა და, ასევე, საბჭოს წევრების ინფორმირების მიზნით დარიგებული ნაბეჭდი პროდუქციისა თუ სადემონსტრაციო მასალების სრულ ნუსხას;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მიღებულია კენჭისყრით _ მონაცემებს კენჭისყრაში მონაწილე პირთა რაოდენობისა და კენჭისყრის შედეგების შესახებ;
ზ) ცალკეულ შემთხვევებში საბჭოს მიერ მითითებულ სხვა მასალებსა და მონაცემებს.
5. საბჭოს თავმჯდომარის მიერ ოქმის ხელმოწერის შემდგომ იგი დაუყოვნებლივ ეგზავნებათ საბჭოს წევრებსა და საბჭოს მუშაობის ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირებს. საბჭოს სხდომაზე მოწვეულ პირებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, როგორც წესი, ეგზავნებათ აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორისა და მდივნის მიერ დამოწმებული საოქმო ამონაწერები საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამის პუნქტებთან ერთად.
6. გარდა საბჭოს სხდომის ოქმისა და შესაბამისი გადაწყვეტილებისა, აღმასრულებელი ჯგუფი, საბჭოს სხდომიდან ერთი თვის ვადაში, აფორმებს საბჭოს სხდომის სრულ ანგარიშს ქართულ ენაზე, რომელიც, საკუთრივ ოქმისა და გადაწყვეტილების ტექსტისა შეიცავს საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომამდე დაგზავნილი მასალების სრული პაკეტის ასლს, საბჭოს სხდომის სრულ სტენოგრამულ ჩანაწერს, და უშუალოდ საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი ყველა მასალის ასლსა და იმ პირთა სიას, რომელთაც დაეგზავნათ საბჭოს ოქმი (ან საოქმო ჩანაწერი). საბჭოს სრული ანგარიშის თითოეულ გვერდს ხელმოწერით ამოწმებს აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორი და მდივანი.
7. აღმასრულებელი ჯგუფი საბჭოს სხდომიდან ორი კვირის განმავლობაში ამზადებს საბჭოს სხდომის ანგარიშს ინგლისურ ენაზე და უგზავნის მას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და დამხმარე ზონის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში გერმანიის მხარის წარმომადგენელ სახელმწიფო ორგანიზაციასა და საბჭოს თავმჯდომარეს (საჭიროების შემთხვევაში კი უშუალოდ გერმანიის მთავრობის, საბჭოს მიერ მითითებულ წარმომადგენელს), ინგლისურ ენაზე მომზადებული ანგარიში უნდა შეიცავდეს მოკლე განმარტებით ბარათს, სხდომის მსვლელობის მოკლე აღწერას და მიღებული გადაწყვეტილების სრულ ტექსტს (შესაბამისი დანართების ჩათვლით), მას ხელისმოწერით ამოწმებენ აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორი და მდივანი. აღმასრულებელი ჯგუფი პასუხისმგებელია როგორც თარგმანის ხარისხისათვის, ისე მისი აზრობრივი შესაბამისობისათვის ქართულ ორიგინალთან.
8. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარი ინახება აღმასრულებელ ჯგუფთან, ხოლო მეორე – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
9. საბჭოს საქმისწარმოებას პარალელურად ახდენენ აღმასრულებელი ჯგუფი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მისი საერთო განყოფილებისა და ამისათვის საბჭოს თავმჯდომარის მიერ შერჩეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 11🔗. საბჭოს ურთიერთქმედება საქართველოს პრეზიდენტთან; საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოსთან და საქართველოს ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან
1. საბჭო წელიწადში ორჯერ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაციას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.
2. საქართველოს პრეზიდენტთან წარსადგენი ინფორმაციისა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტს ამზადებს აღმასრულებელი ჯგუფი საბჭოს სხდომაზე განსახილველად.
3. საქართველოს პრეზიდენტთან წარსადგენი ინფორმაციის ასლი ეგზავნებათ აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს მდივანს.
მუხლი 12🔗. საბჭოს ურთიერთქმედება გერმანიის მხარის წარმომადგენელ სახელმწიფო ორგანიზაციასთან
1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის განვითარების მიმდინარე პროგრამების სფეროში გერმანიის მხარის წარმომადგენელ სახელმწიფო ორგანიზაციასთან საბჭო ურთიერთქმედებს აღმასრულებელი ჯგუფის მეშვეობით.
2. აღმასრულებელი ჯგუფი ვალდებულია საბჭოს თავმჯდომარეს დროულად მიაწოდოს გერმანიის მხარის წარმომადგენელი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ საბჭოს სახელზე გამოგზავნილი ნებისმიერი კორესპონდენციის ორიგინალი და სრული თარგმანი ქართულ ენაზე. ასევე, დროულად გაუგზავნოს საბჭოს თავმჯდომარის კორესპონდენცია და შეტყობინებები (მათი თარგმანების ჩათვლით) გერმანიის მხარის წარმომადგენელ სახელმწიფო ორგანიზაციას.
3. საბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნით აღმასრულებელი ჯგუფი ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ კორესპონდენციას, ინფორმირების მიზნით, უგზავნის საბჭოს წევრებსა და საბჭოს თავმჯდომარის მიერ მითებულ პირებს.
4. თავისი ფუნქციების ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, აღმასრულებელი ჯგუფი აწარმოებს დამოუკიდებელ მიმოწერას გერმანიის მხარის წარმომადგენელ სახელმწიფო ორგანიზაციასთან.
მუხლი 13🔗. ინფორმაციისა და მასალების შეკრება საბჭოს საჭიროებისათვის
აღმასრულებელ ჯგუფს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საჭიროებისათვის შესაბამისი სახის ინფორმაცია და მასალები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და დამხმარე ზონის პროგრამების უშუალოდ განმახორციელებელი (დამნერგავი) რგოლებისაგან. ამავე მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი ჯგუფის კოორდინატორსა და ექსპერტებს უფლება აქვთ მოაწყონ გასვლები პროგრამების განხორციელების რაიონებში ადგილზე ვითარების გაცნობისა და შესაბამისი მასალების (ვიდეო და ფოტო მასალის ჩათვლით) შეკრებისათვის. ამგვარი გასვლების შედეგად შეკრებილი ნებისმიერი მასალა წარედგინება საბჭოს სხდომას შესაბამის მოხსენებით ბარათთან ერთად.
მუხლი 14🔗. საბჭოს სამუშაო ჯგუფი
1. საბჭოს სტატუსით განსაზღვრული ცალკეული ამოცანების საექსპერტო უზრუნველყოფისათვის, საჭიროების შემთხვევაში, საბჭო ქმნის სამუშაო ჯგუფს.
2. საბჭოს წევრების გარდა სამუშაო ჯგუფში შეიძლება შედიოდნენ საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტები.
3. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ფუნქციას ასრულებს საბჭოს წევრი.
4. ამა თუ იმ საკითხზე მომზადებულ ანგარიშს სამუშაო ჯგუფი განსახილველად წარუდგენს საბჭოს სხდომას.
5. სამუშაო ჯგუფს ტექნიკურ დახმარებას უწევს აღმასრულებელი ჯგუფი.
მუხლი 15🔗. საბჭოს მუშაობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
1. საბჭოს სხდომები იმართება ღიად, თუ საბჭოს მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი და მათზე დასწრება ხელმისაწვდომია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ნებისმიერი წარმომადგენლისათვის.
2. სხდომის გამართვის თარიღამდე ერთი კვირის განმავლობაში ინფორმაცია სხდომის შესახებ, როგორც წესი, ქვეყნდება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.
3. საკოორდინაციო საბჭოს ყოველი სხდომის შემდგომ, ერთი კვირის ვადაში მზადდება რეზიუმირებული სახის პრესრილიზი და ეგზავნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შედგენილი ნუსხის მიხედვით.
4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდგომ (საბჭოს გადაწყვეტილებით) საბჭოს წევრების მონაწილეობით იმართება პრესკონფერენციები მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის.
5. ამ მუხლში მითითებულ საქმიანობას ტექნიკურად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ჯგუფი.
მუხლი 16🔗. საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა
საბჭოს უფლებამოსილება წყდება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.