აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სტრუქტურების საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 13.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №281
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 77, 18/07/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.07.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სტრუქტურების საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 56.7pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №281
2001 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სტრუქტურების საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურს გამოღმა გამოდევნილი 300 ათასზე მეტი ადამიანი უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა. ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით და საქართველოს მოსახლეობის პრაქტიკული მხარდაჭერით მოხერხდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ფიზიკური გადარჩენა და მათთვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნა. მიუხედავად დღემდე განხორციელებული ღონისძიებებისა, პრობლემები კვლავაც მრავლად არის.
დევნილი მოსახლეობის ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ (ლ.ცაავა):
ა) გააგრძელოს მუშაობა აღმასრულებელი სისტემის შემდგომი სრულყოფის მიმართულებით დევნილობაში მოღვაწეობისა და აფხაზეთში დაბრუნების შემდგომ პერიოდში ეფექტიანი საქმიანობის ოპტიმალური მოდელის შექმნის მიზნით; აღმასრულებელი სისტემის რეორგანიზაციის პროცესში იხელმძღვანელოს ყოველი კონკრეტული უწყების რეალური დატვირთვის აუცილებლობიდან გამომდინარე;
ბ) ხელი შეუწყოს ტრადიციების მქონე საწარმოო, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სხვა დაწესებულების ეფექტიან საქმიანობას, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას; უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური საკადრო პოტენციალის შენარჩუნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების რიტმულობის, სხვა მატერიალური წახალისების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) გაააქტიუროს საქმიანობა კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვისათვის, აამაღლოს ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროების, საშემოსავლო უწყებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მათი ძალისხმევის კოოორდინაცია და კონტროლი;
დ) საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველად წარმოადგინოს ნორმატიული აქტების პროექტები, რომელთა განხილვა და დამტკიცება ხელს შეუწყობს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მათი სტრუქტურების შედეგიან საქმიანობას არასტანდარტულ ვითარებაში;
ე) განავითაროს და სრულყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ურთიერთობის პრაქტიკა მათი ცხოვრების პირობების შესწავლის, ცალკეული გადაუდებელი პრობლემის მოგვარების, სათანადო ახსნა-განმარტებითი და საინფორმაციო მუშაობის გაფართოების მიზნით;
ვ) შეიმუშაოს დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, დევნილი მოქალაქეების უფლებათა დაცვის მუდმივი კონტროლის სისტემა, ფორმები და მეთოდები, სისტემატურად შეისწავლოს საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქმიანობა ამ მიმართულებით და შედეგების შესახებ პერიოდულად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, შესაბამის კომიტეტებსა და კომისიებს, აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებს სათანადო რეაგირების მიზნით; ამ საქმიანობის განსახორციელებლად ფართოდ გამოიყენოს ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესაძლებლობები;
ზ) აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს სამინისტროებთან, სახელმწიფო დეპარტამენტებთან, სხვა აღმასრულებელ სტრუქტურებთან, ქვეყნის რეგიონებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა დახმარებისათვის ერთობლივი ზომების განსახორციელებლად; დაამყაროს საქმიანი კონტაქტები საქართველოში მოქმედ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან, საერთაშორისო მისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი ჰუმანიტარული, საქველმოქმედო პროგრამების განხორციელების მიზნით;
თ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან ე. კვიციანთან ერთად განახორციელოს კოდორის ხეობის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ.ვაშაკიძე):
ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან (მ.ჩხენკელი) და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად მიმდინარე წლის ბოლომდე შეისწავლოს დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობა და შეადგინოს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოთა ნუსხა; წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის განსახილველად სამუშაოთა განხორციელების გეგმა, დაფინანსების წყაროების მითითებით, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობათა გათვალისწინებით;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთათვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყოველთვიური საფინანსო დახმარების სრულყოფილად გაცემის მიზნით ხელი შეუწყოს ტენდერში გამარჯვებული ბანკის საქმიანობას, მკაცრი კონტროლი დაუწესოს დევნილი მოსახლეობისათვის თანხების დროულად გაცემას. გამორიცხოს არაორგანიზებულობის, შეფერხების, სხვა ნაკლოვანებათა გამომწვევი სუბიექტური ფაქტორები.
3. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა (დ.ჯიბღაშვილი) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, ადგილებზე ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხების ფარგლებში მიიღოს გადამჭრელი ზომები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების ელექტროენერგიით შეუფერხებლად მომარაგების უზრუნველსაყოფად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი):
ა) უზრუნველყოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დაწესებულ ვადებში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის წინა წლების დავალიანების დაფარვა და მათთვის სახელმწიფო შემწეობის თანხების ყოველთვიური შეუფერხებელი გამოყოფა. მიმდინარე წლის III კვარტალში დაიფაროს ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე არსებული საბიუჯეტო დავალიანება იმის გათვალისწინებით, რომ 2001 წლის ბოლოსათვის გარანტირებულ იქნეს აღნიშნული ბიუჯეტის სრულად დაფინანსება საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) მიიღოს საგანგებო ზომები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აფხაზეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებისათვის ავტონომიური რესპუბლიკის 2001 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ათასი ლარის სპეციალური ტრანსფერტის სრულად გამოყოფის მიზნით, ამასთან, კატეგორიულად გამორიცხოს ამ ღონისძიების განხორციელება მიმდინარე დაფინანსების შემცირების ხარჯზე.
5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი.ჩხარტიშვილი) ხელი შეუწყოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დევნილობის პირობების გათვალისწინებით, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარების კონცეფციებისა და კონკრეტული პროგრამების ისეთი პროექტების დამუშავებაში, რომლებიც მაქსიმალურად მიესადაგება აფხაზეთში დაბრუნების ეტაპზე ავტონომიური რესპუბლიკის სარეაბილიტაციო საქმიანობას.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ.კირვალიძე) შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას საქართველოში ჰუმანიტარული დახმარებით შემოტანილი სასურსათო და სხვა სახის პროდუქციით უზრუნველყოფას, აგრეთვე ხელი შეუწყოს ადგილებზე დევნილ გლეხთა საკრედიტო კავშირების განვითარებას.
7. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს აღუდგინოს და ყოველწლიურად გამოუყოს ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად საავტომობილო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვისათვის საერთაშორისო ყოველწლიური კვოტების საერთო რაოდენობის 10 პროცენტი.
8. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისადმი ახლებურად მიდგომის პროგრამების ხელშემწყობმა სახელმწიფო კომისიამ (გ.არსენიშვილი), საქართველოს საინვესტიციო საბჭოს სამდივნომ (თ.ბასილია), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე), განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია), კულტურის სამინისტრომ (ს.გოგიბერიძე) მათი კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელ სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში გაითვალისწინონ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნები, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი სისტემის შესაბამისი სფეროების განვითარებისათვის აუცილებელი მიზნობრივი პროექტების განხორციელება; განიხილონ ამ თვალსაზრისით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებები და განახორციელონ სათანადო პრაქტიკული ღონისძიებები.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ორ თვეში წარმოადგინონ წინადადებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ დევნილებისათვის შემოტანილი ტვირთების ჰუმანიტარული ხასიათის დადგენის, ამ ტვირთების მიზნობრივი გამოყენებისა და მისი კონტროლის განსახორციელებლად ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
10. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტელევიზიის II არხის პროგრამების გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდულია საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ აკმაყოფილებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნილებას, ეთხოვოს საქართველოს ტელერადიომაუწყებლობას (ზ.შენგელია) აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მიერ აფხაზეთის ტელევიზიისათვის ახალი ტელეაპარატურის შეძენის შემდეგ კვირაში ერთხელ უზრუნველყოს პირველი არხით აფხაზეთის ტელევიზიის პროგრამის გავრცელება 16 სთ-დან 18 სთ-მდე; ამასთან, ძალაში დატოვოს ამ მიზნით II არხის გამოყენების არსებული პრაქტიკა.
11. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ.თევზაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ.ქუთათელაძე), საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ.მაჭავარიანი), საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ბ.ჯიქიამ განახორციელონ ღონისძიებები მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, აფხაზეთის ტერიტორიის გამყოფ პერიმეტრზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გალის რაიონიდან ბოევიკთა შემოჭრის, მოქალაქეთა გატაცების, ოჯახების დარბევის, ყაჩაღობის, ქურდობის, მდინარე ენგურზე უკანონო ტვირთბრუნვისა და დანაშაულის სხვა ფაქტების აცილებისათვის, ხოლო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ (გ.მეფარიშვილი) ამ ფაქტების გამოვლენისა და გამოკვლევისათვის საპროკურორო ზედამხედველობის, სისხლის სამართლებრივი დევნის, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარებისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიზნით.
12. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ე. კვიციანმა საქართველოს პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში ერთ თვეში განსახილველად წარმოადგინოს აუცილებელი სამოქმედო პროგრამა ხეობაში კრიმინოგენური სიტუაციის რადიკალურად გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ადამიანის გატაცების, მძევლად აყვანის, მკვლელობებისა და სხვა მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ძებნილ პირთა დაკავების აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით.
13. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გ.არსენიშვილმა აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის მიმდინარეობის გათვალისწინებით ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადებები გალის რაიონის სარეაბილიტაციო კომპლექსური პროგრამის დამუშავების კომისიის გადახალისების შესახებ.
14. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან, სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად განახორციელოს ღონისძიებები დსთ-ს ქვეყნებში აფხაზეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვისათვის, შესაბამისი საელჩოების მეშვეობით შეისწავლოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა დიდი კონცენტრაციის ქალაქებში მათი ცხოვრების პირობები, ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ზოგადი მოთხოვნები და მიიღოს სათანადო ზომები; განსაკუთრებით გაამახვილოს ყურადღება ამ კუთხით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები აფხაზეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეთა პრობლემებზე ბოლო დროს ორ სახელმწიფოს შორის სავიზო რეჟიმის გამკაცრებიდან გამომდინარე.
15. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ, სამინისტროებმა, დეპარტამენტებმა, სხვა უწყებებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მიიღონ დამატებითი ზომები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ყოფითი პირობების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის №178 ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად.
16. ბრძანებულება ფართოდ გაშუქდეს პრესით, ტელევიზიითა და რადიოთი.
ე. შევარდნაძე