შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროსათვის" საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2010
ძალის დაკარგვა 25.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №392
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016123
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 24/12/2010
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | შესყიდვის საშუალება (ერთ პირთან მოლაპა-რაკება, ფასთა გამოკითხვა, ტენდერი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროსათვის" საქონლისა და მომსახურების შესყიდვების
სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №392
2010 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების თანდართული სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.
მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის (შემდგომში – საწარმო) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.
3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება.
4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად.
6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სამუშაოების და სხვა);
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ და მისი შვილობილი საწარმოები;
გ) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ შვილობილი საწარმოები – საწარმო, რომელშიც შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ ეკუთვნის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი ან/და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ და სახელმწიფოს წილი საწესდებო კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50%-ს;
დ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი და მომსახურება;
ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება კონკურსის, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებული საერთაშორისო კლასიფიკატორის მეშვეობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შესყიდვის ობიექტი, რომელიც შემდგომ დაყოფას არ ექვემდებარება. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული;
ზ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
თ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას;
ი) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
კ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;
ლ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
მ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის დასაშვებია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს;
ნ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს, ან მის ქონებას;
ო) საფასური – სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ წესით დადგენილი ოდენობით შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება;
პ) მექანიკური შეცდომა – მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას;
ჟ) კომისია – საწარმოს დირექტორის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი სატენდერო კომისია.
მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები
1. საწარმო უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. საწარმო ვალდებულია:
ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) თუ საწარმო ტენდერით შესყიდვის პროცედურის შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ, იგი ვალდებულია, ეს შესყიდვა განახორციელოს შეჩერებული პროცედურების გაგრძელების მეშვეობით. ამისათვის საწარმოს სატენდერო კომისია შეჩერებული შესყიდვის მონაწილე ყველა პირს მიმართავს საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურების, სატენდერო წინადადების, თანმხლები დოკუმენტებისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შესახებ.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:
ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევა;
ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადება;
გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება;
დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვა;
ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა.
2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვა) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.
3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს, ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;
ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვაში მონაწილე ორგანიზაციაში;
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
4. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეთა მიმართ;
ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეთა მიმართ.
მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ტენდერის, ფასთა გამოკითხვის ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. შესყიდვის საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს დირექტორი.
3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესყიდვის ობიექტია:
ა) კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, დასუფთავება და სხვა);
ბ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურება;
გ) მივლინების დროს და წარმომადგენლობითი მიზნებისათვის განსახორციელებელი მომსახურება;
დ) დირექტორის გადაწყვეტილებით, ობიექტი, რომლის შესყიდვა დასტურდება საბაჟო დეკლარაციით, ზედდებულით ან/და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით (საბანკო გადარიცხვა, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიღება-ჩაბარების აქტი).
4. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები).
მუხლი 6🔗. ფასთა გამოკითხვა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის, მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში.
2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს.
3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღისა იღებს მოწვეული პირების გადაწყვეტილებებს მონაწილეობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღისა იღებს განაცხადებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.
5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები ხელმოწერილი უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ.
6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეულ უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
7. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.
მუხლი 7🔗. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი საწარმოს თანამშრომლები.
3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი საწარმოს ხელმძღვანელი, ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
მუხლი 8🔗. სატენდერო კომისიის აპარატი
1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
2. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:
ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა;
ბ) სატენდერო წინადადებების მიღება და რეგისტრაცია (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.
3. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრეტენდენტებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.
4. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადაეცემა საწარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგენილი წესით შესანახად.
მუხლი 9🔗. განცხადება ტენდერის შესახებ
1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი საწარმოს სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ „24 საათში“ და საწარმოს ვებგვერდზე ან/და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება საინფორმაციო საშუალებაში ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შემსყიდველი საწარმოს რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი ობიექტის სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შემსყიდველმა საწარმომ გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი საწარმო საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა;
ზ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა (გამოყენების შემთხვევაში);
თ) სატენდერო საფასურის განაკვეთი;
ი) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია.
5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს განსაზღვრავს სატენდერო კომისია, საწარმოს ინტერესებისა და შესყიდვის მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს 20 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ.
7. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა სატენდერო წინადადების, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გაგრძელების შესახებ ცვლილებისა.
მუხლი 10🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები
მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის.
მუხლი 11🔗. სატენდერო დოკუმენტაცია
1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ობიექტის, სატენდერო კომისიის მოთხოვნებისა და პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას, სატენდერო წინადადების ფორმას, ტენდერში გამარჯვებულთან დასადები ხელშეკრულების ძირითად პირობებს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი სახის ინფორმაციას.
2. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე.
3. პირის მიერ სატენდერო საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას.
4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად;
ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით;
გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, ან მომსახურების გაწევის სასურველ ან სავალდებულო ვადებსა და ადგილს, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით;
დ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის ალტერნატიულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, თუ ამას დაუშვებს შემსყიდველი ორგანიზაცია;
ე) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმის შესახებ;
ვ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებს (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ზ) მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება;
თ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას, ადგილსა და ენას;
ი) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტების გახსნის დროს, ადგილსა და წესს;
კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ პირთა ვინაობასა და საკონტაქტო მისამართს, რომელთაც უფლება აქვთ, იქონიონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;
ლ) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების დროსა და ადგილს.
5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს ამ დოკუმენტაციის შინაარსს.
მუხლი 12🔗. სატენდერო საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი
1. საფასურის გადამხდელები არიან საქართველოს ან უცხო სახელმწიფოთა ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელთაც გააჩნიათ სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში.
2. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა 500 ლარის ოდენობის საფასური უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე.
3. საფასურის გადახდა წარმოებს შემსყიდველი საწარმოს მიერ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგარიშზე.
4. საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ შემსყიდველმა საწარმომ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე;
ბ) თუ შემსყიდველმა საწარმომ ვერ უზრუნველყო საფასურის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გადაცემა.
5. ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში საფასურის დაბრუნების საფუძველი არის სატენდერო კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
6. სატენდერო კომისიის მიერ საფასურის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება საფასურის დაბრუნების თაობაზე აისახება კომისიის სხდომის ოქმში და ოქმიდან ამონაწერის სახით გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში უშუალოდ, ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადაეცემა შესაბამის პრეტენდენტს;
გ) სატენდერო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების (საფასურის დაბრუნების თაობაზე) საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საფასურის გადამხდელი პირისათვის.
მუხლი 13🔗. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია
1. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო წინადადებასთან ერთად დახურული კონვერტით წარადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
2. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერში მონაწილე პირებს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის განმავლობაში.
4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;
ბ) გამარჯვების შემთხვევაში შემსყიდველ საწარმოსთან არ დადებს შესყიდვის ხელშეკრულებას;
გ) პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებამდე არ იქნება წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია;
დ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
მუხლი 14🔗. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენისა და განხილვის წესი
1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით, სატენდერო კომისიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე. კონვერტების გახსნის შემდეგ კომისია ადგენს საკვალიფიკაციო შერჩევის, სატენდერო წინადადებების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადებს.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება.
3. კონვერტების გახსნის შემდეგ, პირველ რიგში უნდა განხორციელდეს შერჩევა. შერჩევის მიზანია წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;
ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;
გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს, ან არ დაეთანხმება სატენდერო წინადადებაში ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად შესწორებების შეტანას;
დ) თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
ზ) თუ ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას.
4. სატენდერო წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში სატენდერო კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს ამ შეცდომის გამოსწორება.
5. სატენდერო კომისიას შეუძლია, თვითონ გაასწოროს მექანიკური ხასიათის შეცდომები შემდეგი წესების გათვალისწინებით:
ა) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასსა და მთლიან ფასს შორის, რომელიც მიღებულ იქნა ერთეულის ფასისა და რაოდენობის გამრავლებით (უპირატესობა ენიჭება ერთეულის ფასს);
ბ) თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ციფრობრივად და სიტყვიერად გამოსახულ სიდიდეებს შორის (უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ გამოსახულებას).
6. სატენდერო კომისია ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე.
7. სატენდერო კომისიის წევრის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას, აგრეთვე უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.
8. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
9. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები.
მუხლი 15🔗. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები
1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი საწარმოს მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.
2. შემსყიდველი საწარმო ვალდებულია, შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.
3. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.
4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს სატენდერო კომისია წარუდგენს ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წინადადებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს სამჯერ მოახდინოს სატენდერო წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
6. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. სატენდერო წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი სატენდერო წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
7. ზეპირი ვაჭრობის დროს პრეტენდენტების მიერ ფასების შეცვლა ყოველ ჯერზე იწყება უკანასკნელად დაფიქსირებული უმაღლესი ფასის გათვალისწინებით. თუ პრეტენდენტი არ ამცირებს ფასს, ამ შემთხვევაში ფიქსირდება პრეტენდენტის საბოლოო ფასი და ვაჭრობას აგრძელებენ დანარჩენი პრეტენდენტები.
8. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.
9. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სატენდერო კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიჩნეულ იქნება, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყოველ შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი სატენდერო წინადადების პირვანდელი ფასი ან უკანასკნელი ხელმოწერილი ოქმით განსაზღვრული ფასი.
10. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 16🔗. ჩაშლილი ტენდერი
1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი საწარმოს მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი საწარმოს ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე წესის თანახმად ცხადდება ხელახალი ტენდერი.
მუხლი 17🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში საწარმოსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი ტენდერი. თუ სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 18🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გარდა იდება წერილობითი ფორმით.
2. მიმწოდებელთან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას ახორციელებს სატენდერო კომისია.
მუხლი 19🔗. ანგარიშის წარდგენა
1. შემსყიდველი საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საწარმოს კაპიტალის 20%-ზე მეტი წილის მფლობელ ან მმართველ სუბიექტს ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტამდე.
2. ანგარიში წარდგენილ იქნება ამ წესის დანართის შესაბამისად.
მუხლი 20🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი
ანგარიში
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ------- წელს
განხორციელებული შესყიდვების შესახებ
№
შესყიდვის საშუალება (ერთ პირთან მოლაპა-რაკება, ფასთა გამოკითხვა, ტენდერი)
შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება
მიმწოდე-ბელი მხარის დასახელება
შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა
შესყიდვის საერთო ღირებულება
შესყიდვი-სათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა