„საგამოძიებო სამსახურის საექსპერტო-კრიმინალისტიკური ბიუროს შექმნის შესახებ“
მიღების თარიღი 23.03.1998
გამომცემი ორგანო სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 350.012.003.217
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 23/03/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„საგამოძიებო სამსახურის საექსპერტო-კრიმინალისტიკური ბიუროს შექმნის შესახებ“
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის
ბრძანება №6
1998 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საგამოძიებო სამსახურის საექსპორტო-კრიმინალისტიკური ბიუროს შექმნის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საექსპორტო-კრიმინალისტიკური ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურაში შეიქმნას საექსპორტო-კრიმინალისტიკური ბიურო.
2. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საექსპორტო-კრიმინალისტიკური ბიუროს თანდართული დებულება.
მინისტრი
გენერალ-ლეიტენანტი ჯ. გახოკიძე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საექსპორტო-კრიმინალისტიკური ბიუროს
დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საექსპორტო-კრიმინალისტიკური ბიურო (ტექსტში შემდგომ „ბიურო“) არის საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და აგრეთვე სხვა ორგანიზაციების მომსახურებას საექსპორტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების სფეროში.
2. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
3. ბიუროს ძირითადი ამოცანაა კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და საექსპორტო-კრიმინალისტიკური მუშაობის მეთოდოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის მიღება:
ა) დანაშაულის აღკვეთა-აცილებაში, პროფილაქტიკაში, გამოვლენასა და გახსნაში;
ბ) დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენასა და მხილებაში;
გ) დანაშაულის კვლევისა და სხვა ნივთიერი მტკიცებების აღმოჩენაში, დაფიქსირებაში და ამოღებაში;
დ) დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენაში;
ე) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში კვლევის ახალი ხერხებისა და მეთოდების დანერგვაში.
4. ბიურო იყენებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის გამოყოფილ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს.
II. ბიუროს საქმიანობის წესი
5. ბიურო საექსპორტო-კრიმინალისტიკურ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სათანადო უფლებამოსილი მოხელეების წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე.
6. წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს საექსპორტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევის ქვემდებარე ობიექტი, გამოკვლევის მიზანი, ვადა. წერილობით მოთხოვნას ხელს უნდა აწერდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი მოხელე. წერილობით მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი საექსპორტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევისათვის საჭირო საბუთები და მასალები.
7. საექსპორტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევის ვადა შეიძლება გაგრძელდეს ბიუროსა და წერილობითი მოთხოვნის შემდგენელის ურთიერთშეთანხმებით.
8. წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე ჩასატარებელი საექსპორტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევების წარმოების გრაფიკს ადგენს ბიუროს უფროსი.
9. ბიუროში საქმის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად.
ბიუროს უფლებამოსილებანი
10. ბიურო უფლებამოსილია:
ა) გაუწიოს საექსპორტო-კრიმინალისტიკური მომსახურება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინსიტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს იმ დანაშაულთა თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღსაკვეთად, რომელთა გამოძიება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაუწიოს საექსპორტო-კრიმინალისტიკური მომსახურება ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც ამას საჭიროებს;
ბ) დაუბრკოლებლად ჩაატაროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევის ქვემდებარე ობიექტების შესწავლა, შემოწმება, რევიზია;
გ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია და საბუთები სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, საწარმოებისაგან, დაწესებულებებისაგან და ორგანიზაციებისაგან, აგრეთვე ფიზიკური პირებისაგან, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით ინფორმაციის (საბუთების მიღების განსხვავებული წესი არ არის დადგენილი);
დ) აწარმოოს გაწეული მუშაობის აღრიცხვა და დაგეგმვა;
ე) განახორციელოს ამ დებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
4. ბიუროს ხელმძღვანელობა
11. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით.
12. ბიუროს უფროსი ბიუროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თავმჯდომარისა და მინისტრის წინაშე.
13. ბიუროს უფროსი ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს.
5. დასკვნითი დებულებანი
14. ბიუროს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
15. ბიურო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.