1. საკრებულოს ადგილსამყოფელია დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა №15.
2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ დებულების (რეგლამენტის) 48-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ”, მუხლი 6, №8, 07.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.128.006005 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1151028/muxli-6/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია