1. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით და საკრებულოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით იქმნება შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების, გამგებლის და გამგეობის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელთა, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოწვეულ სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

2. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე და განიხილავს საკრებულო ამ დებულების (რეგლამენტის) 86-ე და 87-ე მუხლებით დადგენილი წესი