განჩინება -გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12380-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2010 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

2010 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „მაკრო ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი ქარელმა და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. 2010 წლის           1 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს მიეცა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან               5 (ხუთი) დღის ვადა ხარვეზის  შევსების მიზნით. 2010 წლის 9 დეკემბერს გიორგი ქარელმა სასამართლოს მიმართა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და სასამართლოს წარმოუდგინა ხარვეზის შესავსებად საჭირო დოკუმენტაცია.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „მაკრო ჯგუფის“ გაკოტრების მიზნით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებულ უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 29-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოვალე – შპს „მაკრო ჯგუფის“ (ს/ნ 200277716) განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;

2. შპს „მაკრო ჯგუფის“ (ს/ნ 200277716) მეურვედ დაინიშნოს დადუნა კოხრეიძე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (4987) სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;

3. მოვალე შპს „მაკრო ჯგუფს“ მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო;

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა;

5. შეჩერდეს შპს „მაკრო ჯგუფის“ წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიების დაწყება.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

7. განემარტოს მოვალე შპს „მაკრო ჯგუფის“ დირექტორს გიორგი ქარელს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ;

მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლბრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოს კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების საქართველოს საკნონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში;

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 27 იანვარს 1400 (თოთხმეტ) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, დარბაზი №28);

10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არა უგვიანეს 2010 წლის 27 დეკემბრამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                         თ. ჭუნიაშვილი