⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2010
ძალაში შესვლა 01.01.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250000.52.101.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,670 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2010 მიღება
01.01.2011 ძალაში შესვლა
01.01.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:42.55pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.MsoCommentReference {} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.BodyTextIndentChar { font-weight:bold;} span.CommentTextChar { } span.BalloonTextChar { } span.Heading2Char { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის მერის ბრძანება №28 2010 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” და „ო ​3” ქვეპუნქტების, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ” და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულება, დანართის თანახმად. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. ქ. თბილისის მერი           გ . უგულავა დანართი ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗 სამსახური არის ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის საქმიანობას და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტას.     მუხლი 3🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 4🔗 სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქ. თბილისის მერიას.     მუხლი 5🔗 სამსახური ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქ. თბილისის მერის და ქ. თბილისის მთავრობის წინაშე. თავი II . სამსახურის ფუნქციები     მუხლი 6🔗 სამსახური თავის ი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ორგანიზებას უწევს ქ. თბილისი ს მერის, ქ. თბილისის მთავრობის, საქალაქო სამსახურების, მერიის ადმინისტრაციისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ) ახორციელებს ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მთავრობის, ადმინისტრაციის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას; გ) აწარმოებს სამსახურში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების) ანალიზს და განაზოგადებს წინადადებებს მათი სრულყოფის თაობაზე; დ) სასამართლო ორგანოებში (კომპეტენციის ფარგლებში) წარმოადგენს ქ. თბილისის მერიას (გარდა რაიონის გამგეობისა); ე) იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, საჩივრებსა და მიმართვებს; ვ) ახორციელებს მერის, მერის მოადგილეების, მთავრობის ან ადმინისტრაციის უფროსის მიერ დელეგირებულ ფუნქციებს. თავი III . სამსახურის სტრუქტურული ერთეულები  მუხლი 7🔗 1. სამსახური შედგება ოთხი განყოფილებისგან: ა) სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის განყოფილება; ბ) სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება; გ) ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება; დ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილება.     მუხლი 8🔗 1. სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:  ა) ახორციელებს საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებული მერის, მერის მოადგილეების, მთავრობის, ადმინისტრაციის უფროსის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ დახვეწას და მათ ვიზირებას; ბ) დავალების საფუძველზე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ან/და შენიშვნებს დედაქალაქისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით; გ) იხილავს საქალაქო სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებს; დ) დავალების საფუძველზე ამზადებს საქალაქო სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 2. სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ქ. თბილისის მერის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ქ. თბილისის მერიის (მთავრობის, ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების) ინტერესებს სასამართლო ორგანოებში; ბ) ამზადებს ქ. თბილისის მერიის მიერ სასამართლოში წარსადგენ საპროცესო დოკუმენტაციას (სარჩელს, განცხადებას, შუამდგომლობას, შესაგებელს, საჩივარს და ა.შ) და უზრუნველყოფს მათ წარდგენას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; გ) სასამართლოში არსებულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერიის ინტერესების სრულყოფილი დაცვისთვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, სათანადო მტკიცებულებათა მისაღებად და სასამართლოში წარსადგენად; დ) იხილავს სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერიაში შემოსული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებებს, მიმართვებსა და წერილებს; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 3. ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილება: ა) ახორციელებს ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მერის მოადგილეების, ქ. თბილისის მთავრობის, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და მათ ვიზირებას; ბ) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით; გ) იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპოდენციებს, მიმართვებს (წერილებს); დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და ქ. თბილისის მერიის მოადგილეების დავალების საფუძველზე იხილავს (მართავს ზეპირ მოსმენას) ქ. თბილისის მერიაში შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივარს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 4. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილება საკუთარი კომტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისის ტექნიკურ- ორგანიზაციულ საკითხებს; ბ) შეისწავლის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომ ისიაზე წარსადგენად ამზადებს მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის თაობაზე შემოსულ განცხადებებს; გ) განმცხადებლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრლყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებს ურთიერთობას მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) ახორციელებს კანონმდებლობით და ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. თავი IV . სამსახურის მართვა     მუხლი 9🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქ. თბილისის მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას; ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ–სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; გ) პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს და ფუნქციურ დატვირთვას, ანაწილებს დავალებებს მათ შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესრულების შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ვ) უფლებამოსილია ქ. თბილისის მერის წინაშე დააყენოს წინადადებები სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; ზ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კონტროლს (მერის, მთავრობის და ადმინისტრაციის უფროსის მიერ) სამსახურისათვის მიცემული დავალებების შესრულებაზე; თ) კანონმდებლობის შესაბამისად ქ. თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის მატერიალური წახალისების თაობაზე; ი) აწესრიგებს მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მათი სამსახურებრივი მივლინებების საკითხებს; კ) წარუდგენს ქ. თბილისის მერს ხელშეკრულებით მისაღებ პირთა კანდიდატურებს; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში; ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი . 2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე; გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ დავალებათა შესრულებაზე; ე) კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისების, აგრეთვე მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.     მუხლი 12🔗 სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და ქ. თბილისის მერიის შინაგანაწესით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. თავი V . სამსახურის ქონება და ფინანსები     მუხლი 13🔗 სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე.     მუხლი 14🔗 სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.     მუხლი 15🔗 1. სამსახური საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობისათვის ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარუდგენს: ა) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დასაბუთებულ გაანგარიშებებს და ინფორმაციას; ბ) მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამზადებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს ან წერილს საფინანსო საქალაქო სამსახურის მიმართ, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე; გ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებისათვის სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესაბამის ინფორმაციებს (განმარტებით ბარათს); დ) ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების – პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის საბიუჯეტო ვალდებულებების და დამოწმების დოკუმენტის მოსამზადებლად შესაბამის დოკუმენტს (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვა) წერილობით; ე) მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემ თანახებზე სათანადო დოკუმენტებს (უწყისები); ვ) სამსახურში განსაზღვრულ ვადაში ჩატარებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ მონაცემებს საქალაქო სამსახურების ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით. 2. საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახური ამზადებს ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი მიზნობრივი პროგრამების პროექტებს. თავი V I. დასკვნითი დებულებები     მუხლი 16🔗 სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.     მუხლი 17🔗 1. სამსახურის დებულებას სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მერი. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 18🔗 ყველა ის საკითხი , რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.