ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2010
ძალაში შესვლა 01.01.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.52.101.016004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,365 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2010 მიღება
01.01.2011 ძალაში შესვლა
01.01.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის მერის ბრძანება №29 2010 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”                   ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტის, “ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ”                   ქ. თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება, დანართის თანახმად. 2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2007 წლის 3 დეკემბრის №65 ბრძანება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. ქ. თბილისის მერი         გ. უგულავა დანართი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით, „ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.     მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.  თავი II სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები     მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. სამსახური თავისი საქმიანობის ფარგლებში, არსებული ნორმატივებისა და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შესაბამისად: ა)  უზრუნველყოფს ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების განხორციელებას; ბ)  უზრუნველყოფს მერის, მთავრობის თანამდებობის პირთა, მერიის თანამშრომელთა (გარდა რაიონის გამგეობების) მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალურ გამოყენებას; გ)  ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული შენობის მოვლისა და დაცვის, კომუნიკაციების, განათების, გათბობისა და სხვა სისტემების მოვლა-პატრონობის, სისუფთავისა და სანიტარიული მდგომარეობის დაცვით ღონისძიებებს და სხვა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას; დ)     აწესრიგებს მერის, მთავრობის თანამდებობის პირებისა და მერიაში მოსამსახურეთა სამუშაო პირობებს, ზრუნავს მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვისათვის; ე)  უზრუნველყოფს მერიის მომარაგებას აუცილებელი ნივთებით, მანქანა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, სამშენებლო, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი ინვენტარით. ვ) უზრუნველყოფს ქუჩების სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების დამზადებასა და მონტაჟს; ზ) უზრუნველყოფს ქალაქგაფორმებითი, სადღესასწაულო და სხვა ღონისძიებების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას; თ) უზრუნვეყოფს შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გაფორმებას და საფინანსო საქალაქო სამსახურში წარდგენას; ი)  თავისი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებას უწევს მერიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებულ აღრიცხვას, საწვავის უწყისების წარმოებას და ბუღალტრულ დამუშავებას; კ) უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სასაწყობო ბაზების, იქ არსებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვასა და დაცვას; ლ) ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული შენობისა და სასაწყობე ბაზებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას, შესაბამისი დეფექტური აქტების განხილვასა და შედგენას; მ)  ზედამხედველობს მერიის ადმინისტრაციული შენობისა და სასაწყობე ბაზების კაპიტალური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების განხორციელებას დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად; ნ)  უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და სასაწყობე ბაზებში ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. ო) უზრუნველყოფს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების, მივლინების თანხების დროულ დარიცხვას; პ)  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.     მუხლი 5🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ამოცანებს წარმოადგენს: ა) მერიის ადმინისტრაციის სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის შედეგების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციების მომზადება; ბ) მერიის ადმინისტრაციაზე რიცხული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და შრომითი რესურსების გამოყენების შიდა კონტროლი, რეზერვების გამოვლენა და მობილიზება; გ)შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დაკისრებული, ადმინისტრაციის დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. თავი III სამსახურის სტრუქტურა     მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ერთეულები 1. სამსახური შედგება სამი განყოფილებისაგან: ა) ქალაქგაფორმებისა და ღონისძიებათა ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ქონების აღრიცხვისა და რეგულირების განყოფილება; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. 2. ქალაქგაფორმებისა და ღონისძიებათა ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ქ. თბილისის პანთეონების, ძეგლებისა და მემორიალების მოვლა-პატრონობა, პიროვნებებისა და ხელოვნების უკვდამყოფი მემორიალების დამზადება-მონტაჟი; გ) საბავშო მოედნებისა და სკვერების სათამაშო ატრაქციონებითა და ურბანული ფურნიტურით უზრუნველყოფა; დ) ქუჩების სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების დამზადება-მონტაჟი; ე) სადღესასწაულო და სხვა ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებულ დავალებათა შესაბამისად (სცენები, პოდიუმები, კულისები, საკონცერტო გახმოვანება-განათება, ფ ეიერვერკი, დროშები, შემზღუდავი ჯებირები, ბიოტუალეტები, საახალწლო ილუმინაციები, დეკორაციები, კონსტრუქციები, ბანერები და სხვა). 3. ქონების აღრიცხვისა და რეგულირების განყოფილების ფუნქციებია: ა) ქ. თბილისის მერიის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული სასაწყობო ბაზების და იქ განთავსებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და დაცვის უზრუნვ ელყოფა; ბ) ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული მატერიალური ფასეულობების შესყიდვის დროს, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებისას გამოყენებული და შემდგომში დემონტირებული ქონების ბრუნვის აღრიცხვა-კონტროლი, მათი რაოდენობის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა, დასაწყო ბება და შემდგომში განკარგვა; გ) სასაწყობო ბაზებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების საბუღალტრო საქმის წარმოება. 4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება: ა) ახორციელებს ადმინისტრაციული შენობის მოვლისა და დაცვის, კომუნიკაციების, განათების, გათბობისა და სხვა სისტემების მოვლა-პატრონობის, სისუფთავისა და სანიტარ იული მდგომარეობის დაცვით ღონისძიებებს და სხვა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომასხურებას; ბ) უზრუნველყოფს მერიის მომარაგებას აუცილებელი ნივთებით, მანქანა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, სამშენებლო, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი ინვენტარით ; გ) ახორციელებს ადმინისტრაციულ შენობაში ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას; დ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. თავი IV სამსახურის მართვა     მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც არის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით; ბ) პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) უზრუნველყოფს მუშაობის ორგანიზებას, თანამშრომელთა შორის მოვალეობების განაწილებას; დ) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს წინადადებებს დაქვემდებარებულ სამსახურში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; ე) განსაზღვრავს თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ზ) ანაწილებს დავალებებს და ისმენს თანამშრომელთა ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ; თ) ორგანიზებას უწევს მერის, ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების დავალებების შესრულებას, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე; ი) წარადგენს წინადადებებს დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის წახალისების, აგრეთვე, მათზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; შეიმუშავებს ღონისძიებებს მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით; კ) აწესრიგებს მოსამსახურეთა მიერ შვებულებების გამოყენების საკითხებს; ლ) იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.     მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს მისი არყოფნის პერიოდში; ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულებით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 9🔗. სამსახურის საშტატო შემადგენლობა 1. სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება ქალაქ თბილისის მერის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად. ხელფასის თანამდებობრივი განაკვეთი – საკრებულოს მიერ დადგენილი სარგოების შესაბამისად. 2. სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და სამსახურებრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. თავი V დასკვნითი დებულებები     მუხლი 10🔗. სამსახურის რეორგანიზაცია სამსახურის რეორგანიზაცია, მისის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. დებულების შეცვლა დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.