საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პოტენციალის ამოქმედებაში საინჟინრო აკადემიის როლის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 თებერვლის №180 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე

მიღების თარიღი 03.08.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №309
სარეგისტრაციო კოდი 330.210.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 07/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 936 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პოტენციალის ამოქმედებაში საინჟინრო აკადემიის როლის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 თებერვლის №180 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 42.5pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №309 2001 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი „საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პოტენციალის ამოქმედებაში საინჟინრო აკადემიის როლის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 თებერვლის №180 ბრძანებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური პოტენციალის მობილი­ზაციის, მეცნიერებისა და მეწარმეობის ურთიერთკავშირის განსახორ­ციელებლად მიმართული საქმიანობის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით: 1. საქართველოს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნე­ლობის საინჟინრო-ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად მიღებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, საქართველოს სამეცნიერო-საინჟინრო საზოგადოებათა კავშირისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინადადება და საქართველოს პრეზი­დენტთან საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოყალიბდეს საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო თანდართული სიის მიხედვით. 2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება. 3. საქართველოში დამუშავებული კონკურენტუნარიანი საინოვაციო პროექტების გამოვლენის, სისტემატიზაციისა და პოპუ­ლარიზაციის, აგრეთვე აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის ინვესტიციების მოზიდვის, მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობისა და ქვეყანაში საინოვაციო საქმიანობის გააქტიურების მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ საინჟინრო აკადემიასთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საინოვაციო სამსახურის“ შექმნის, საინოვაციო ფონდის ჩამოყალიბებისა და საინოვაციო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ. 4. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა ყოველმხრივი დახმარება და თანადგომა აღმოუჩინონ საქართველოს საინჟინრო აკადემიას საინჟინრო მეცნიერებისა და საინჟინრო-ტექნიკური პროგ­რესის განხორციელებაში; დაინტერესებულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა საჭიროების შემთხვევაში ქვეყნისათვის მნიშ­ვნელოვანი საინჟინრო-ტექნიკური პროექტებისა და პროგრამების ექსპერტიზა და რეალიზაცია განახორციელონ მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ე. შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) იქმნება საქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და მიზნად ისახავს საქართველოს დარგობრივი მეცნიერების განვითარების, თანამედ­როვე სამეცნიერო-ტექნიკური, სამრეწველო და სახელმწიფო საინოვაციო პოლიტიკის ფორმირების, საინჟინრო მიღწევების წარმოებაში რეალიზაციის, მრეწველობის დარგებისათვის სამეც­ნიერო და საინჟინრო კადრების მომზადებისა და სხვა მსგავსი მიმართულებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობას. 2. საბჭოს უფლებამოსილებანი და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა აქტებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები საბჭოს ძირითადი ამოცანებია: 3. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საინ­ჟინრო-ტექნიკური პრობლემების წარმოჩენა, მათი გადაჭრისათვის მოწოდებული მეცნიერებატევადი პროგრამებისა და კონკრეტული საინოვაციო პროექტების სამეცნიერო-საექსპერტო შეფასება. 4. მეცნიერებატევადი, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საინო­ვაციო პროექტების მატერიალიზაციის მიზნით სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის მობილიზაცია. 5. ქვეყანაში საინოვაციო საქმიანობის განვითარება და ამ საქ­მეში სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის აქტიურად ჩართვა.     მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 6. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს. 7. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და მტკიცდება საქართველოს პრეზი­დენტის ბრძანებულებით. 8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს შესაბამისი სამსახურების მეშვეობით უზრუნველყოფს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 9. დაინტერესებული პირები საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით.     მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 10. საბჭო იკრიბება საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ კვარ­ტალში ერთხელ მაინც. 11. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია, სამუშაო ჯგუფების, ძირითადი მიმართულებისა და კომისიების ფორმირება ხორცი­ელდება საბჭოს საქმიანობის რეგლამენტის შესაბამისად, რომელსაც ამზადებს საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 12. საბჭოს საორგანიზაციო საქმიანობას ახორციელებენ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები და საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი. 13. საბჭოს სამუშაო ჯგუფი განთავსებულია ქ. თბილისში, ა.წერეთლის გამზ. №130. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინჟინრო, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს შემადგენლობა ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე ივერი ფრანგიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ აბზიანიძე – ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის გენერალური დირექტორი ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი რევაზ არველაძე  – საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში დავით გაბუნია – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ივანე გორგიძე – ინფორმატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი ვლადიმერ დოლიძე – ჟურნალ „საქართველოს საინჟინრო სიახლეების“ მთავარი რედაქტორი ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვაჟა თორდია – თბილისის საავიაციო ქარხნის გენერალური დირექტორი ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე კობა იმედაშვილი    – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გივი ლეკიშვილი – სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „დელტას“ დირექტორი ლევან მახვილაძე     – საქართველოს საინჟინრო აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვალერიან მეტრეველი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი    – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი – კოსმოსური და სამხედრო საინჟინრო ტექნიკის გენერალური კონსტრუქტორი გივი მინდელი – საქართველოს სამეცნიერო-საინჟინრო საზოგადოებათა კავშირის თავმჯდომარე ირაკლი ჟორდანია – რუსთავის მეტალურგიული კომბინატის დირექტორი, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე  – აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ზურაბ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ჭალაგანიძე    – საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ხუროძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ჯანელიძე – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე