ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2010
ძალაში შესვლა 01.01.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260000.52.101.016005
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.BalloonTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქალაქ თბილისის მერის
ბრძანება №30
2010 წლის 2
4 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის
№1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული
ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის, „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის
№14 ბრძანებით დამტკიცებული
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების მე-4 მუხლის „ე” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება, დანართის თანახმად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 9 ივლისის
№18 ბრძანება „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
.“ .
3. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
გ
. უგულავა
დანართი:
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის
ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით
“, „საჯარო სამსახურის შესახებ
“ საქართველოს კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის
№1-1 გადაწყვეტილებით, „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის
№14 ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერისა და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.
თავი II
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება;
ბ) ქალაქ თბილისში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების დაგეგმვა და ორგანიზება;
გ) ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
დ) ქალაქ თბილისის მერიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების კოორდინაცია;
ე) ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება და საინფორმაციო სემინარების მოწყობა (მათ შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის);
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
სამსახურის უფლება-მოვალეობები
მუხლი 3🔗
სამსახური დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაციები საქართველოს საელჩოებიდან (დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან), საქართველოს მთავრობიდან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად ითანამშრომლოს ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებთან, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4🔗
სამსახური ვალდებულია:
ა) მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციები ქ. თბილისის მერს, მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქალაქ თბილისის მთავრობას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს კორესპონდენციების მართვა;
გ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიშები სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
დ) მოამზადოს და ადმინისტრაციის უფროსს განსახილველად წარუდგინოს პროტოკოლთან დაკავშირებილი საკითხების ანალიზი და წინადადებები;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 5🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი არის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.
4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
დ) ანაწილებს კორესპონდენციებს თანამშრომლებს შორის და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
ე) უფლებამოსილია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე დააყენოს წინადადებები სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებსა და ფუნქციურ დატვირთვას, ანაწილებს დავალებებს თანამშრომელთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციის შინაგანაწესის დაცვას;
ზ) ორგანიზებას უწევს ქ. თბილისის მერისა და ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის მატერიალური წახალისების თაობაზე;
ი) აწესრიგებს მოსამსახურეთა მიერ შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების საკითხებს;
კ) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს ხელშეკრულებით მისაღებ პირთა კანდიდატურებს;
ლ) წარუდგენს ადმინისტრაციის უფროსს სტაჟირებაზე მისაღებ პირთა კანდიდატურებს.
მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს დროებით ასრულებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ადმინისტრაციის უფროსის მიერ განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
მუხლი 6🔗
სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗
1. სამსახურის დებულებას, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.