სავალდებულო დაზღვევის ფონდის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.08.2001
ძალის დაკარგვა 19.11.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №315
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 10/08/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სავალდებულო დაზღვევის ფონდის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 49.55pt 42.55pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
რძანებულება №315
2001 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„სავალდებულო დაზღვევის ფონდის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის № 210 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
პირველ პუნქტში:
ა.ა) ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან“;
ა.ბ) სიტყვის „სავალდებულო“ წინ დაემატოს სიტყვა „საქართველოს“.
ბ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი;
გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბრძანებულების მე-3 პუნქტი;
დ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბრძანებულებით დამტკიცებული სავალდებულო დაზღვევის ფონდის დებულება.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის თანდართული დებულება.
3. შეიქმნას საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
არჩილ ცერცვაძე – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე)
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
აკაკი ზოიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
არმაზ თავაძე – საქართველოს გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი
ირინე იმერლიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
კობა კობიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი
ჯუმბერ სურმავა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი
გელა ჩარკვიანი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე
დავით წერეთელი – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის დირექტორი
ზურაბ ხაჟალია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდი (შემდგომში – ფონდი), შექმნილია „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
მუხლი 2🔗
ფონდი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, „დაზღვევის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და ამ დებულების საფუძველზე.
მუხლი 3🔗
ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, საბანკო ანგარიში (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 4🔗
ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 5🔗
ფონდი იღებს გადაწყვეტილებას სესხის აღებასთან, თავდებობასთან, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, ხოლო უძრავი ქონების შეძენასთან, გასხვისებასა და დატვირთვასთან დაკავშირებით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ფონდი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 7🔗
ფონდი არასამეწარმეო იურიდიული პირია, მას აქვს განკერძოებული ქონება და თავის ვალდებულებათა გამო პასუხს აგებს მთელი ქონებით. ფონდს უფლება აქვს თავისი სახელით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
მუხლი 8🔗
ფონდის საქმიანობის საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 9🔗
ფონდის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას №45
თავი II
ფონდის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
მუხლი 10🔗
ფონდის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია:
ა) დაუდგენელი, დაუზღვეველი ან გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ დებულებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად;
ბ) სავალდებულო დაზღვევის არსებული სახეების განვითა-რებისათვის ხელშეწყობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დადგომის ალბათობის შესამცირებლად და „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
გ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილში ფონდის სახსრებით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედ-ველობის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესის მიხედვით, სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების შექმნა, განთავსება და ინვესტირება;
დ) სადაზღვევო შემთხვევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო და საგზაო პოლიციის ორგანოებიდან, სამედიცინო დაწესებულებებიდან, სასამართლო და პროკურატურის ორგანოებიდან მოწოდებული ცნობებისა და დოკუმენტების საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი გადამოწმება;
ე) პასუხისმგებელი პირის დადგენის შემთხვევაში გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნის წაყენება უშუალოდ ზიანის მიმყენებელი პასუხისმგებელი პირისადმი, ასევე ტექნიკური დათვალიერების გამო პასუხისმგებელი ორგანოსადმი, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტი;
ვ) სავალდებულო დაზღვევის განვითარების მიზნით, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, სადაზღვევო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სავალდებულო დაზღვევის ნაწილში სადაზღვევო ორგანიზაციების მხრიდან ფონდის მიმართ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამ დებულების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართვა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისადმი სავალდებულო დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის გაფრთხილების მიცემისა და ლიცენზიის შეჩერების თაობაზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან სავალდებულო დაზღვევის სახეობებში სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის გაცემულ ლიცენზიებზე ინფორმაციის მიღება;
ი) სავალდებულო დაზღვევის სახეობებში ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე სადაზღვევო ორგანიზაციების სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლების (ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასა და სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევაში მოზიდული მთლიანი სადაზღვევო და ფონდში შესატანი პრემიების მაჩვენებლები, შეტანილი თანხების დამადასტურებელი ცნობები და სხვ.) შეკრება, სადაზღვევო პოლისების აღრიცხვიანობის მიზნით კომპიუტერულ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;
კ) სადაზღვევო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მოწვევა, სემინარებისა და საქმიანი შეკრებების ორგანიზება, კონფერენციებისა და ტრეინინგების გამართვა, სპეციალური სასწავლო პროგრამების, დამხმარე ლიტერატურის, მეთოდოლოგიური მასალების მომზადება;
ლ) საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება;
მ) სავალდებულო დაზღვევის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა და სადაზღვევო სფეროს სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, დაზღვევის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის ხელშეწყობა;
ნ) ფონდის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით, წელიწადში ერთხელ ფონდის თანამშრომელთა ატესტაცია, ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სპეციფიკის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის წარმართვა;
ო) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან მჭიდრო ურთიერთობის გზით სატრანზიტო და საზღვარგარეთ გამსვლელ ავტომოტოტრანსპორტზე დაზღვევის სფეროში საგარანტიო მომსახურების გაწევა, საერთაშორისო „მწვანე ბარათის“ სისტემის ეროვნული ბიუროს ფუნქციების განხორციელებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
პ) სადაზღვევო საქმიანობის განვითარებისა და მისთვის ხელშეწყობის მიზნით, უცხოური დახმარებისა და გრანტების მოპოვება.
თავი III
დაზარალებული მოქალაქეებისათვის ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები
მუხლი 11🔗
ზიანის ანაზღაურების წესი და პირობებია:
1. დაუდგენელი, დაუზღვეველი და გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მფლობელი, დაზარალებული ან დაზარალებულის წარმომადგენელი ვალდებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინოს ფონდში განცხადება. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი ცნობები და დოკუმენტები:
ა) სამედიცინო ექსპერტიზის შემოწმების დასკვნის ასლი (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების ხარისხის შესახებ);
ბ) დაზარალებულის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დადგენის დამადასტურებელი ცნობა (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო, თუკი ასეთი შემთხვევა დადგა);
გ) გარდაცვალების მოწმობა (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო, თუკი ასეთი შემთხვევა დადგა);
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებიდან ცნობა მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროის, ადგილის, მიზეზისა და სხვა გარემოებათა, ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობისა და სავალდებულო წესით დაზღვევის შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე შედგენილი ოქმისა და ნახაზის ასლი;
ე) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული შემთხვევის გამო შინაგან საქმეთა და პროკურატურის ორგანოებიდან დადგენილება საქმის წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, ხოლო დაუზღვეველი და გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეულ შემთხვევის გამო, საჭიროებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ვ) ზიანის ანაზღაურების გაცემის დროს წარმოდგენილ უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არსებული წესით დამოწმებული მინდობილობა წარმომადგენელზე ან მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საგამოძიებო ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია აღნიშნული წერილობით აცნობოს ფონდს.
3. ფონდი უფლებამოსილია შემოსული დოკუმენტების განხილვის დროს რაიმე სადავო ან საეჭვო საკითხის წარმოქმნისას დამატებით გამოითხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, საგზაო პოლიციის, პროკურატურის, სასამართლო ორგანოებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან, სხვა კომპეტენტური ორგანიზაციებიდან მისთვის საჭირო ცნობები და დოკუმენტები კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეაჩეროს დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული წერილობით უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4. დაზარალებულის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ფონდი ვალდებულია განმცხადებელს აცნობოს ეს წერილობით.
5. ფონდი დაზარალებულს აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი გამოწვეულია თვით დაზარალებულის განზრახი მოქმედებით, დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, ავტომოტოტრანსპორტის დატვირთვა-გადმოტვირთვისას და საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდა ტერიტორიაზე მისი მოძრაობისას.
6. დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურება წარმოებს ფონდში „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონით განსაზღვრული დაფინანსების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებისათვის განკუთვნილი თანხისა და შემოსული განცხადებების თანამიმდევრობის მიხედვით.
7. წარმოქმნილი დავა და პრეტენზია განიხილება სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით.
თავი IV
ფონდის სახსრები
მუხლი 12🔗. ფონდის სახსრები იქმნება:
1. „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (10-პროცენტიანი შენატანებით) და „სავალდებულო ხანძარ-საწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ (4-პროცენტიანი შენატანებით) საქართველოს კანონებით განსაზღვრული წესით. ყველა მზღვეველი, რომლებიც მონაწილეობენ სავალდებულო დაზღვევის სახეობაში, ვალდებულია თანხები ფონდში გადაიხადოს კვარტალში ერთხელ, კვარტალის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.
2. რეზერვების ინვესტირებით, სადეპოზიტო ანგარიშებიდან, ხელშეკრულების საფუძველზე და საგარანტიო მომსახურებისა და კანონით ნებადართული ყველა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებით.
3. ფონდის შემოსავლები ხმარდება „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ და „სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას, მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებას და ფონდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას.
თავი V
ფონდის მმართველობითი ორგანოები და სტრუქტურა
მუხლი 13🔗
ფონდთან მოქმედებს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
მუხლი 14🔗
სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ფონდის სამოქმედო გეგმების დამტკიცება და პრევენციულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშის დამტკიცება.
მუხლი 15🔗
სამეთვალყურეო საბჭო სხდომებზე იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საბჭო მორიგ სხდომებზე იკრიბება 3 თვეში ერთხელ.
მუხლი 16🔗
სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 17🔗
ფონდის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 18🔗
ფონდის დირექტორი:
ა) მოქმედებს ფონდის სახელით და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მის ინტერესებს, ხელს აწერს ფონდის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;
ბ) ფონდის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის დირექტორი. ფონდის დირექტორი ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ფონდის საქმიანობის საკითხებზე;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს სხვა საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ფონდის კომპეტენციას;
ე) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, ზედამხედველობს ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის კონტროლს;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს შესაბამისი სფეროს კონსულტანტებს;
ზ) პასუხს აგებს ფონდის მიმდინარე სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის გამო;
თ) განკარგავს ფონდის სახსრებს და პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვის გამო;
ი) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ამზადებს საკითხებს განსახილველად;
მუხლი 19🔗
ფონდის სტრუქტურაშია:
ა) საექსპერტო-იურიდიული სამსახური;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
გ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური სამსახური;
დ) ფონდის წარმომადგენლობები.
თავი VI
ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანა და ლიკვიდაცია
მუხლი 20🔗
ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 21🔗
ფონდის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.