ქვეყანაში ცხოველების განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ
მიღების თარიღი 13.08.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №325
სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 85, 16/08/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.08.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყანაში ცხოველების განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 56.7pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №325
2001 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
ქვეყანაში ცხოველების განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ
მსოფლიოს რიგ სახელმწიფოებში მასობრივად გავრცელდა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ადამიანთა საერთო, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები (ზოოანთროპონოზები): მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათია, თურქული, ჯილეხი, ცოფი. ცხოველებში ჯილეხის, ცოფის, ბრუცელოზის აფეთქებას თან სდევს ადამიანთა დაავადების შემთხვევები. ამ მხრივ რთული ეპიზოოტიური მდგომარეობა მოსალოდნელია საქართველოშიც. შესწავლას მოითხოვს ადამიანების ტუბერკულოზით დაავადების მაღალი რისკის ზონებში ცხოველთა ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა.
ქვეყანაში ცხოველთა განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით:
1. ცხოველთა განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა გაძლიერება, აღნიშნული დაავადებების კერების ლიკვიდაცია, პროფილაქტიკური ღონისძიებების სრულყოფილად განხორციელება მიჩნეული იქნეს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის ნაწილად.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყონ ცხოველებისა და ადამიანების საერთო, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ ბრძოლის ერთობლივი პროგრამების შემუშავება, ქვეყნის ცალკეული რეგიონებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ეპიზოოტიურ და ეპიდემიოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით და დაუწესონ სისტემატური კონტროლი მის განხორციელებას.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ:
ა) გააძლიეროს ქვეყანაში ცხოველების განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ ბრძოლის სპეციალური ვეტერინარული ღონისძიებები და სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი დაავადებებთან ბრძოლის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა ვეტსანიტარიული წესების დაცვისათვის;
ბ) პერიოდულად მოიპოვოს და გამოაქვეყნოს ცნობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოველებისა და ადამიანების საერთო, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების შესახებ;
გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან ცხოველების განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით მიიღოს ზომები სახელმწიფო საზღვრებზე სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის გაძლიერებისა და სპეციალური კომპლექსური ვეტღონისძიებების განხორციელებისათვის;
დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებულ ზონებში უმოკლეს დროში განახორციელოს დეზობარიერებისა და დეზოშემასხურებელი აპარატით აღჭურვილი დეზოხალიჩების მოწყობა.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა მხარეებში, რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა:
ა) ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მისაღწევად ცხოველების განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან (ჯილეხი, თურქული, ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი) ბრძოლის ღონისძიებათა ოპერატიული შესრულება მიიჩნიონ პრიორიტეტულ სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანად;
ბ) დაამტკიცონ ცხოველების განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის მუნიციპალური პროგრამები და პერიოდულად განიხილონ დასახულ ღონისძიებათა მიმდინარეობა.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) უზრუნველყოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ეპიზოოტიის საწინააღმდეგო პროგრამული ღონისძიებების დროულად დაფინანსება 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ვეტერინარიის დეპარტამენტს ცხოველების განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და სალიკვიდაციო-საკარანტინო საგუშაგოების მოწყობისა და სავეტერინარო წესების დაცვაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობით.
7. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ.მაჭავარიანი):
ა) არ დაუშვას სასაზღვრო-სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოწმებისა და შესაბამისი საბუთების გაფორმების გარეშე ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულისა და ვეტერინარიის კონტროლქვემდებარე სხვა ტვირთების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი;
ბ) შეუქმნას სასაზღვრო სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურს ნორმალური პირობები საბაჟო კონტროლის ზონაში მუშაობისათვის.
8. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე):
ა) დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფო ვეტსამსახურებს საზღვრისპირა ზონებში საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან ცხოველების ინფექციური დაავადებების აღმძვრელების შემოჭრის აღმკვეთი პროფილაქტიკური საკარანტინო-შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელებაში;
ბ) დაავალოს შესაბამის სასაზღვრო სამხედრო ქვედანაყოფებს არ დაუშვან საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მომიჯნავე საძოვრებზე პირუტყვის ძოვება ადგილობრივი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების ოფიციალური ნებართვის გარეშე.
9. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიამ გააძლიეროს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ცხოველთა განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის სრულყოფილი მეთოდების შესაქმნელად.
ე. შევარდნაძე