„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2032
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.024.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 169, 28/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2032

2010 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანების (სსმ III, 24.09.2009წ.,№116, მუხ.1318) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

მუხლი 2. ბრძანები ს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.”.

მუხლი 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2132 ბრძანებ ით დამტკიცებულ ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის დებულება”.

2. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.”.

3. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში– მინისტრი) სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.”

4. დებულები ს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულები ს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” და „მ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ” ქვეპუნქტი:

„ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ექსპერტთა მონაცემების განხილვა და შეთანხმება, ექსპერტთა მონაცემთა ბაზის წარმოება.”

9. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 4. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 მინისტრის პირველი მოადგილე                                                              ა. კეკელია