„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 23.12.2010
ძალის დაკარგვა 23.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2031
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016025
გამოქვეყნების წყარო სსმ, 169, 28/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.09.2012
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2031
2010 წლის
23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან
.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) შექმნილია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების საფუძველზე.
3. ინსპექცია შესყიდვებს ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ინსპექციას აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
5. ინსპექცია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №12.
მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სფერო და ფუნქციები
1. ინსპექციის საქმიანობის ძირითადი სფეროა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (შემდგომში – ობიექტების) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა;
ბ)
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში სა
მშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება
;
გ
) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა;
დ
) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე,
ასევე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობაზე
სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;
ე
) „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (შესაბამისი აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების ჩამოყალიბებამდე);
ვ
) უწყებრივ რეესტრში ობიექტების რეგისტრაციის წარმოება;
ზ
) ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ობიექტის სავალდებულო ინსპექტირების განხორციელება აკრედიტებული საინსპექციო ორგანოს მეშვეობით;
თ
) დამრღვევი პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;
ი
) ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლის განხორციელება ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
კ
) თავისი საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ლ
) მითითებების გაცემა ან/და გონივრული ვადის განსაზღვრა შეუსაბამობის გამოსწორებისათვის.
3. ინსპექცია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას ახორციელებს სამართალდარღვევის ხასიათისა და სახეობის, სამართალდარღვევის ფაქტობრივი და შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ სანქციების დაკისრების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ინსპექცია, თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ინსპექცია, თავისი ფუნქციების შესრულებისას, უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა. ინსპექცია, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. ინსპექცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე თავის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. ინსპექციის ხელმძღვანელობა და მართვა
1. ინსპექციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ინსპექციას, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსის მოადგილეებს, ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის;
გ) ზედამხედველობს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს;
ვ) პასუხისმგებელია ინსპექციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) წარუდგენს მინისტრს ინსპექციის საშტატო ნუსხას დასამტკიცებლად;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ამტკიცებს ინსპექციის შინაგანაწესს;
კ) ამტკიცებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს ინსპექციის სახელით.
3. ინსპექციის უფროსის და საჯარო მოსამსახურეების შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე. ინსპექციის უფროსის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ინსპექციის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
5. ინსპექციის უფროსის მოადგილეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ კონტროლი მათ საკურატორო სფეროში შემავალი ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულნი არიან ინსპექციის უფროსის წინაშე.
6. ინსპექციის უფროსი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ რომელი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.
7. ინსპექციის უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 4🔗. ინსპექციის ანგარიშვალდებულება
1. ინსპექცია ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. ინსპექციის სტრუქტურა
ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ამწე, საქვაბე, თბოელექტროსადგურებზე და სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) გაზის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველო;
გ) ხაზობრივი ნაგებობების არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამმართველო;
დ) საწარმოო და სხვა დანიშნულების ობიექტებზე არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამმართველო;
ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნებართვების სამმართველო;
ვ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 6🔗. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. ამწე, საქვაბე, თბოელექტროსადგურებზე და სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების ჩამოყალიბებამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: კარიერი/მაღარო/შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი, ფუნიკულორი, საბაგირო გზა, საქვაბე დანადგარი/მოწყობილობა, ატრაქციონი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა;
გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის IV თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მისი წარდგენა ინსპექციის ხელმძღვანელობისათვის;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გასამმაგებისა და შეუსაბამობის გამოსასწორებლად გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე რეკომენდაციების მომზადება უფროსისათვის წარსადგენად;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის
„ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის გადახდის ვადის კონტროლი და მისი შემდგომი დარღვევის შემთხვევაში არსებული გასამმაგებული ჯარიმის ხელმეორედ გასამმაგების შესახებ უფროსისათვის რეკომენდაციის მომზადება;
ზ) თავის საზედამხედველო სფეროს ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ინსპექციის უფროსისათვის რეკომენდაციის წარდგენა და აღნიშნულის ასახვა ინსპექტირების ოქმში;
თ) დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთან ერთად;
ი) ობიექტების შემოწმების გეგმის პროექტის შემუშავება (მითითებული გეგმა მუშავდება ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, შეუსაბამობის გამოსწორებამდე) და მისი უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გეგმაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს იმ ობიექტების ექსპლუატაცია, რომლებშიც აღმოჩენილია კრიტიკული შეუსაბამობა, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ რეკომენდაციის მომზადება;
ლ) საზედამხედველო ობიექტების შემთხვევაში, რომელთა გაჩერება კრიტიკული შეუსაბამობის დროს გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება, აღნიშნულის ასახვა ინსპექტირების ოქმში და ამის შესახებ უფროსისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;
მ) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შესაძლო საფრთხის შესახებ, შეტყობინების საფუძველზე, ვიზუალური დაკვირვებით, ყნოსვითი, სმენითი, შეხებისა და გემოვნური შეგრძნებების საფუძველზე, ფორსმაჟორის, ავარიის შემთხვევაში, უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი – უფროსთან შეთანხმებით ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება ამ სფეროში აკრედიტებული კერძო საინსპექციო ორგანოს შექმნამდე, ან თუ ასეთი შექმნილია, მისი მეშვეობით;
ნ) ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული რისკის კატეგორიებზე დაყრდნობით, გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის მომზადება და უფროსისათვის წარდგენა;
ო) საზედამხედველო ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე;
პ) შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის მონიტორინგი;
ჟ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორცილებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;
რ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ს) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 182
მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
2. გაზის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების არსებობამდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შემდეგ საზედამხედველო ობიექტებზე: საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი/ტერაკონი, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, ჟანგბადის წარმოება და სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური გაზსადენი;
ბ) საზედამხედველო ობიექტზე არსებული შეუსაბამობის ხარისხის განსაზღვრა (არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული) და მისი შესაბამის ინსპექტირების ოქმში შეტანა;
გ) არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში დამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ადგილზე შედგენა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მისი წარდგენა ინსპექციის ხელმძღვანელობისათვის;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფროსისათვის რეკომენდაციების მიწოდება შეუსაბამობის გამოსწორებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე და ამ ვადის დაცვის შემდგომი კონტროლი;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გასამმაგებისა და შეუსაბამობის გამოსასწორებლად გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე რეკომენდაციების მომზადება უფროსისათვის წარსადგენად;
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის გადახდის ვადის კონტროლი და მისი შემდგომი დარღვევის შემთხვევაში არსებული გასამმაგებული ჯარიმის ხელმეორედ გასამმაგების შესახებ უფროსისათვის რეკომენდაციის მომზადება;
ზ) თავისი საზედამხედველო სფეროს ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ინსპექციის უფროსისათვის რეკომენდაციის წარდგენა და აღნიშნულის ასახვა ინსპექტირების ოქმში;
თ) დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთან ერთად;
ი) ობიექტების შემოწმების გეგმის პროექტის შემუშავება (მითითებული გეგმა მუშავდება ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, შეუსაბამობის გამოსწორებამდე) და მისი უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გეგმაში შეტანილი ობიექტების კონტროლი, რომ არ მოხდეს იმ ობიექტების ექსპლუატაცია, რომლებშიც აღმოჩენილია კრიტიკული შეუსაბამობა, ხოლო ობიექტების ფარული ექსპლუატაციის შემთხვევაში მისი მფლობელის დაჯარიმება და ამ ობიექტის შეჩერების შესახებ რეკომენდაციის მომზადება;
ლ) საზედამხედველო ობიექტების შემთხვევაში, რომელთა გაჩერება კრიტიკული შეუსაბამობის დროს გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება, აღნიშნულის ასახვა ინსპექტირების ოქმში და ამის შესახებ უფროსისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;
მ) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შესაძლო საფრთხის შესახებ, შეტყობინების საფუძველზე, ვიზუალური დაკვირვებით, ყნოსვითი, სმენითი, შეხებისა და გემოვნური შეგრძნებების საფუძველზე, ფორსმაჟორის, ავარიის შემთხვევაში, უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი - უფროსთან შეთანხმებით ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება ამ სფეროში აკრედიტებული კერძო საინსპექციო ორგანოს შექმნამდე, ან თუ ასეთი შექმნილია, მისი მეშვეობით;
ნ) ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული რისკის კატეგორიებზე დაყრდნობით გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გეგმის მომზადება და უფროსისათვის წარდგენა;
ო) საზედამხედველო ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე;
პ) შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის მონიტორინგი;
ჟ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის საზედამხედველო ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განახორცილებს ამ ინფორმაციის შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრში;
რ) მონაწილეობის მიღება დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფაში და უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.
3. ხაზობრივი ნაგებობების არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (ხაზობრივი ნაგებობების – მაგისტრალური გაზსადენი, მაგისტრალური ნავთობსადენი, მაგისტრალური წყალსადენი, საკანალიზაციო კოლექტორი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, საავტომობილო გზები და რკინიგზები სათანადო ინფრასტრუქტურული ობიექტებით) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა;
ბ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გასაცემი მითითების, შემოწმების აქტის მომზადება;
გ) შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, დადგენილების მომზადება შესაბამისი სანქციის გამოყენების თაობაზე და აღნიშნული მასალების ინსპექციის უფროსისთვის წარდგენა;
დ) ზედამხედველობის განხორციელებისას საეტაპო ოქმების შედგენა;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
ვ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
ზ) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტებზე;
თ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ი) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანიზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ინსპექცია მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან;
კ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისა ან/და დემონტაჟის შესახებ.
4. საწარმოო და სხვა დანიშნულების ობიექტებზე არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციაა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (საწარმოო და სხვა დანიშნულების ობიექტების – ელექტროსადგურები, მსხვილი საწარმოო კომპლექსები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, აეროდრომები და სხვა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და საწარმოო და სხვა დანიშნულების ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან „კ“ ქვეპუნქტის ჩათვლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნებართვების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) განმცხადებლის მომართვის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშ
ენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა (I, II, III სტადიები), ასევე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება
, კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემადგენლობის შემოწმება, მასალების მომზადება მუდმივმოქმედ კომისიაზე სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ სხდომებზე განსახილველად, სხდომის ოქმის მომზადება, ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება, სანებართვო მოწმობის გაფორმება, მშენებლობის ნებართვისა და საპროექტო დოკუმენტაციის ასლების გადაცემა ნებართვის მაძიებლისათვის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორცილებელი შესაბამისი სამსახურისათვის, განცხადებების რეგისტრაციის ჟურნალისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
გ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების,
ასევე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მშენებლობის შემთხვევაში ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
დ) ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე სათანადო დასკვნების მომზადება;
ე
) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კერძოდ ტრენინგების ჩატარება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ საკითხებზე;
ვ
) კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება-განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ
) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
6. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ინსპექციაში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) საარქივო საქმის წარმოების წარმართვა, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ინსპექციაში რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და გადაცემა;
დ) ინსპექციის უფროსის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების სათანადო რეგისტრაცია და შენახვა, ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ე) სათანადო მასალების მომზადება ინსპექციიდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;
ვ) დოკუმენტების ასლების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება;
ზ)კადრების აღრიცხვის, მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელება, ინსპექციის უფლებამოსილების ფარგლებში ინსპექციის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება, ინსპექციის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის დისციპლინის კონტროლი;
თ) საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება, ინსპექციის ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავება, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი სამინისტროში და ხაზინაში წარდგენა;
ი) ინსპექციის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, კომპეტენციის ფარგლებში ინსპექციის აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი და განხილვა, წინადადებების შემუშავება ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
კ) ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ინსპექციის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან, ინსპექციის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უწყებრივი რეესტრის წარმოება, აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების მონიტორინგის განხორციელება, საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, საქართველოს და მსოფლიოს შრომის უსაფრთხოების სფეროში დარგობრივი და საკანონმდებლო ანალიზი, შრომის დაცვის სფეროს კანონმდებლობაზე მუშაობა-ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება ინსპექციის უფროსისათვის მისი შემდგომი ინიციირებისათვის მინისტრისადმი/კურატორი მოადგილისადმი, შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობა;
ლ) ინპექტირების ოქმებში შეუსაბამობების გამოსწორებისათვის მითითებული ვადების დაცვის შემდგომი ერთობლივი კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამართალდარღვევის საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
მ) ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 7🔗. ინსპექციის დაფინანსება და ანგარიშვალდებულება
1. ინსპექცია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. ინსპექციის ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად.
3. ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს.
4. ინსპექციის ფუნქციონირების პროცესში მიღებული ყველა შემოსავალი ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 8🔗. მატერიალური უზრუნველყოფა
ინსპექციას თავისი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად გადაცემული აქვს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე ინსპექციის ბალანსზე რიცხული ქონება, საბიუჯეტო სახსრები.
მუხლი 9🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
ინსპექციის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.