აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1910
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1901

2010 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 01.12.10 წლის სხდომის №1 ოქმისა და ამავე კომისიის 01.12.10 წლის დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭოს ყარს ი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, კერძოდ:

ა) კარინე ხაჩატრიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 63.22.39.133 (მთლიანი ფართობი 2828 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 741.4 კვ.მ.);

ბ) ვახტანგ ნერსესიანის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 65.10.15.373 (მთლიანი ფართობი 1998 კვ.მ., პროექტისთვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 1335.3 კვ.მ.);

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს.

ვ.  ქობალია