საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.08.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №334
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 17/08/2001
matsne.gov.ge 1,057 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №334 2001 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახურის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახური (შემდგომში _ სამსახური) არის სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ერთეული. 2. ეს დებულება აწესრიგებს სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, ძირითად ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშ­ვალდებულებასა და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. 3. სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქარ­თველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანე­ბულე­ბებითა და განკარგულებებით, სახელმწიფო კანცელარიის დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და მითითებებით, ასევე წინამდებარე დებუ­ლე­ბით.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები 1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახურის ძირი­თადი ამოცანაა დადგენილი წესით ანალი­ტი­კური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების მომ­ზადება; ფისკალური და საბიუ­ჯეტო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საბიუჯეტო სისტემის მოწყობისა და ფუნქციონირების, მიმდინარე და პერ­სპექტიული პროგრამების შემუ­შა­ვება, საბიუჯეტო დავალებათა შეს­რუ­ლების ანალიზი და კონტროლი. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტისა­თვის ბრძანებულებების, განკარგულების, რეკომენდაციების, დასკვ­ნების მომზადება და მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი. 3. ფისკალური სფეროს, კერძოდ, საბიუჯეტო პროცესის, საგადასახა­დო და საბაჟო სისტემის, ასევე ფისკალური პოლიტიკის სხვა მიმართულე­ბათა მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში მონაწი­ლეობის მიღება, ექსპერტიზა, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების სრულყოფასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება და კონტროლი. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამინისტროს, სახაზინო, საგადასახადო და საბაჟო სამსახურების კოორდინაცია და მათთან ერთად მიმდინარე საგადასახადო შემოსავლების ანალიზისა და პროგნოზის, გეგმის შესრულებისა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ ოპერატიული ინფორმაციებისა და დასკვნების მომზადება და კონტროლი. 5. საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალურ სფეროში ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების შესა­ხებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და მათი საქარ­თველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებისათვის წარდგენა და ამ რეკომენდაციების შესრულების კონტროლის განხორციელება. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, დამტკიცებისა და შესრულების პროცესში მონაწილეობის მიღება, საბიუჯეტო დავალებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და მისი ოპერატიული კონტროლის განხორ­ცი­ელებაში მონაწილეობის მიღება, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების, აგრეთვე მისი ცალკეული მუხლების შესრულების მიმდინარეობისათვის მუდმივი მეთვალყურეობის დაწესება, ინვესტიციური მიმართულებების, კაპიტალური და სხვა შემოსავლების გაზრდასთან დაკავშირებული პროგ­რამებისა და რეკომენდაციების მომზადება და შესრულების კონტროლის განხორციელება. 7. საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის ახალი რეზერვების გამოვლენა-ამოქმედებასთან დაკავშირებული წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, ეროვნული ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სფეროების, აგრეთვე კონკრეტული გადამხდელების მიხედვით საბიუჯეტო შემოსავ­ლების ზრდის არსებული პოტენციალის ანალიზი; საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან, ასევე ამ ხარჯების მიზ­ნობრიობის, მისამართულობისა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნ­ველყოფასთან დაკავშირებული წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და კონტროლი. 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების კონტროლი და აღნიშნულ სამსახურთან სისტემატური ოპერატიული თანამშრომლობა, სახაზინო სის­ტემის რეფორმისა და სახაზინო ანგარიშების სტრუქტურის სრულყოფის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. 9. საქართველოს სახელმწიფო ვალის ანალიზი, მისი ოპტიმიზაციისა და რესტრუქტურიზაციის სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შემუშავების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. 10. ქვეყანაში ინვესტიციური გარემოს ჩამოყალიბებისა და ადგი­ლობრივი და უცხოური კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და კონტროლი. 11. სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების, საქართველოს სა­ხელმწიფო კანცელარიის სხვა ქვედანაყოფების მიერ მოწოდებული მასა­ლების საფუძველზე ფისკალური და საბიუჯეტო პოლიტიკის მიმდი­ნარეობის შესახებ ყოველკვირეული, ყოველკვარტალური, ნახევარ­წლიური და წლიური მოხსენებებისა და რეკომენდაციების მომზადება და კონტროლი. 12. ფისკალურ და საბიუჯეტო სფეროში სტრუქტურული და ინსტიტუ­ციონალური რეფორმების პროცესის დაჩქარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.     მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და უფლებები საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახურს უფლება აქვს: 1. საქართველოს სამინისტროებიდან და უწყებებიდან, მმართველო­ბის ადგილობრივი ორგანოებიდან, სახელმწიფო კანცელარიის ქვედანა­ყო­ფებიდან არსებული წესის შესაბამისად დაუყოვნებლივ მიიღოს თავისი ფუნქციონირებისა და ხელ­მძღვანელობის დავალებათა შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციები და წინადადებები. 2. თავისი ფუნქციების, საქართველოს პრეზიდენტის, ფისკალურ და საბიუჯეტო სფეროში პრეზიდენტის თანაშემწის დავალებათა შესრულების მიზნით, დადგენილი წესით, მოიწვიოს თათბირები სამინისტროებისა და უწყებების, სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სპეციალისტთა მონაწილეობით. 3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, მოამზა­დოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა და განკარგულებათა პროექტები. 4. მოამზადოს და ორგანიზაცია გაუწიოს თავის კომპეტენციას მიკუ­თვ­ნებულ საკითხებზე სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელთა, უცხოელ პირთა შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და პრეზი­დენტის თანაშემწესთან. 5. დადგენილი წესით დაესწროს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციებისა და საკონ­სულტაციო ეკონომიკური საბჭოების სხდომებს, თათბირებს, სამინისტროებისა და უწყებების საბჭოების (კოლეგიების) სხდომებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა მათ მუშაობაში. 6. დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების სხდომების მუშაობაში, კო­ლე­გიურად ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ანტიკორუფციულ საბჭოსთან, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაში, გააანალიზოს მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესს, განახორციელოს შესაბამისი კონტროლი.     მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა 1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზის სამსახურს ხელმძღ­ვა­ნელობს სამსახურის უფროსი, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. სამსახურის უფროსი წარმართავს სამსახურის საქმიანობას, შესა­ბამის დასკვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს საქარ­თველოს პრეზიდენტის თანაშემწესა და სახელმწიფო კანცელარიის ხელმ­ძღ­ვანელობას, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოებს; კოორდინაციას უწევს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქ­მიანობას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს სამსახურის სახელით გამოცემულ დოკუმენტაციას და ოფიციალურ კორესპონდენციას. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი არსებული წესის შესა­ბამისად. 4. სამსახურის რეფერენტებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფ­ლებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - სახელმწიფო კანცელარიის უფროსი არსებული წესის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი 1. სამსახურის დებულებასა და  სტრუქტურას ამტკიცებს საქართ­ველოს პრეზიდენტი არსებული წესის შესაბამისად. 2. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შე­ტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არსებული წესის შესაბამისად.