2000 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ
მიღების თარიღი 17.08.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №335
სარეგისტრაციო კოდი 480.210.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 17/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.08.2001 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
2000 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №335
2001 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
2000 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ
2000 წლის 12 ივლისს ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით გრანტით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების (სამი მილიონი ჩინური იუანის ოდენობის უსასყიდლო დახმარების) ათვისების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გრანტის მიმღებ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ ორგანოდ (შემდგომში – მიმღები ორგანო).
2. დამტკიცდეს ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების თანდართული მექანიზმი.
3. მიმღებმა ორგანომ:
ა) გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადასაწყვეტად და მანქანა-დანადგარების მომხმარებელთა შესარჩევად შექმნას უწყებათაშორისი სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილი;
ბ) შეიმუშაოს და უწყებათაშორის სატენდერო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მანქანა-დანადგარების მომხმარებელთა შესარჩევად მოსაწყობი ტენდერის პირობები;
გ) უზრუნველყოს ტენდერის პირობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. უწყებათაშორისმა სატენდერო კომისიამ დაამტკიცოს მანქანა-დანადგარების მომხმარებელთა შესარჩევად მოსაწყობი ტენდერის პირობები.
5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს ჩინური გრანტის ფარგლებში შემოტანილი პროდუქციის ოპერატიული განბაჟება დადგენილი წესის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების
მ ე ქ ა ნ ი ზ მ ი
ტექსტში გამოყენებული ცნებები:
„გრანტი“ – ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით გრანტით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარები, მათი ტრანსპორტირება, ტრანსპორტირების დაზღვევა და მონტა-ჟისათვის სპეციალისტების მოვლინება ( 3.0 მილიონი იუანი);
„მანქანა-დანადგარები“, „პროდუქცია“, „ლიზინგის საგანი“ – ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გრანტით გამოყოფილი ხის საშრობი მანქანა-დანადგარები;
„დონორი“ – გრანტის გამცემი ქვეყანა – ჩინეთი;
„მიმღები“ – გრანტის მიმღები ქვეყანა – საქართველო;
„მიმღები ორგანო“ – გრანტის მიმღები საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი ორგანო - საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო;
„კომისია“ – გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადასაწყვეტად და მანქანა-დანადგარების მომხმარებელთა შესარჩევად შექმნილი უწყებათაშორისი სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით;
„ღირებულება“ – მანქანა-დანადგარების შეძენისათვის ტრანსპორტირების, ტრანსპორტირების დაზღვევის, მონტაჟისათვის სპეციალისტების მივლინებისათვის დახარჯული თანხა (3.0 მლნ იუანი);
„სალიზინგო საზღაური“ – მომხმარებლების მიერ ლიზინგის საგანში გადასახდელი თანხა: ღირებულების მინიმუმ 100 პროცენტი (ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის იუანსა და ლარს შორის არსებული კურსის შესაბამისად ლარებით);
„დეპოზიტი“ – საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს სალიზინგო საზღაური ლარებით;
„ტენდერი“ – მანქანა-დანადგარების საბოლოო მომხმარებლების გამოსავლენად მოსაწყობი კონკურსი;
„მაძიებელი“ – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად;
„მომხმარებლები“ – ტენდერში გამარჯვებული მაძიებლები.
1. ზოგადი დებულებები
2000 წლის 12 ივლისს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით, გამოუყო ხის საშრობი დანადგარები. უსასყიდლო დახმარების – გრანტის საერთო ღირებულებაა 3 მილიონი იუანი, რომელიც გარდა აღნიშნული მანქანა-დანადგარებისა, მოიცავს მათ ტრანსპორტირებას, ტრანსპორტირების დაზღვევასა და მონტაჟისათვის სპეციალისტების მოვლინებას.
საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი გრანტის მიმღები ორგანოა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარების მომხმარებლებს მიმღები ორგანო შეარჩევს ტენდერის მეშვეობით. აღნიშნული პროდუქცია მომხმარებლებს გადაეცემათ ლიზინგის ფორმით.
გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადასაწყვეტად და მანქანა-დანადგარების მომხმარებელთა შესარჩევად მიმღები ორგანო ქმნის უწყებათაშორის სატენდერო კომისიას (შემდგომში – სატენდერო კომისია) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.
მომხმარებლები ლიზინგის საგანში იხდიან სალიზინგო საზღაურს – მისი ღირებულების მინიმუმ 100 პროცენტს მანქანა-დანადგარების დამონტაჟებიდან 7 წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად, თანაბარ ნაწილებად. გადახდის თავისუფალი პერიოდი – პროდუქციის დამონტაჟებიდან 3 წელი.
სალიზინგო საზღაურის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე.
დეპოზიტზე დაბრუნებული თანხის ხელახალ ათვისებას ახორციელებს მიმღები ორგანო საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის მიზნით საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული მიმართულების შესაბამისად.
2. მიმღები ორგანოს უფლება-მოვალეობანი:
მიმღები ორგანო ვალდებულია:
* გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადასაწყვეტად შექმნას უწყებათაშორისი სატენდერო კომისია.
* შეიმუშაოს და სატენდერო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარების მომხმარებლების შესარჩევად მოსაწყობი ტენდერის პირობები;
- მაძიებლის მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა და საბუთების ჩამონათვალი;
- მანქანა-დანადგარების გადასაცემად მომხმარებლებთან დასადები ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა.
* გააფორმოს მომხმარებლებთან ლიზინგის ხელშეკრულება გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარების გადაცემის შესახებ.
* მოითხოვოს მომხმარებლებისაგან ლიზინგით გადაცემული პროდუქციის აუცილებელი დაზღვევა.
* გააკონტრლოს მომხმარებლების მიერ სალიზინგო საზღაურის განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე ჩარიცხვა.
* გაუწიოს ზედამხედველობა მომხმარებლების მიერ წარმოდგენილ განაცხადში და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესრულებას.
მიმღები ორგანო უფლებამოსილია მიიღოს კონსულტაციების საფასური მაძიებლისაგან და მომსახურების საფასური მომხმარებლებისაგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებიდან ლიზინგური გარიგების მთელი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს ლიზინგის საზღაურის 0.7 პროცენტისა კვარტალში.
მომხმარებლების მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღები ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების განხორციელებას.
3. სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობანი:
სატენდერო კომისია ვალდებულია:
* განიხილოს და დაამტკიცოს მიმღები ორგანოს მიერ შემუშავებული შემდეგი დოკუმენტები:
- გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარების მომხმარებლების შესარჩევად მოსაწყობი ტენდერის პირობები;
- მაძიებლის მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა და საბუთების ჩამონათვალი;
- მანქანა-დანადგარების გადასაცემად მომხმარებელთან დასა-დები ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა.
* დაამტკიცოს მიმღების მიერ გაწეული კონსულტაციებისა და ორგანიზაციული ღონისძიებების საფასურის ოდენობა, რომელსაც გადაიხდიან მაძიებლები და მომხმარებლები;
* განიხილოს მაძიებელთა განაცხადები და პრეტენზიები.
* წარმოდგენილი განაცხადებიდან გამოავლინოს გამარჯვებულები.
4. ლიზინგის ხელშეკრულების დადების ზოგადი პირობები
გრანტით მიღებული მანქანა-დანადგარები მომხმარებლებს გადაეცემათ ლიზინგის ფორმით, კერძოდ: მომხმარებლისათვის გადაცემულ პროდუქციაზე მესაკუთრის უფლებას იტოვებს მიმღები ორგანო. სალიზინგო საზღაურის დეპოზიტზე სრული ჩარიცხვის შემდეგ მომხმარებლებს ეძლევათ უფლება საბოლოო გადახდის თანხით – 100 ლარად შეისყიდონ ლიზინგის საგანი.
ლიზინგის საგანში მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ სალიზინგო საზღაური პროდუქციის ღირებულების მინიმუმ 100 პროცენტის ოდენობით (ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის იუანსა და ლარს შორის არსებული კურსით ლარებში).
მიმღები ორგანო მომხმარებლებთან აფორმებს ლიზინგის ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს ლიზინგის საგნის მთლიან ფასს, სალიზინგო საზღაურის და ლიზინგის გამცემის მომსახურების თანხას, მისი გადახდის ვადებსა და საბოლოო გადახდის თანხას.
ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებლები ვალდებული არიან წინასწარ გადაიხადონ სალიზინგო საზღაურის პირველი ნაწილი – არანაკლებ მისი 10 პროცენტისა.
მომხმარებლების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით, მიმღები ორგანო აფორმებს მათთან გირავნობის ხელშეკრულებას ან იღებს საბანკო გარანტიას პროდუქციის ღირებულების 20 პროცენტზე.
სალიზინგო საზღაურის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ დეპოზიტზე. თანხა ბრუნდება ლარებით მანქანა-დანადგარების დამონტაჟებიდან 7 წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად, თანაბარ ნაწილებად, ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ჩინურ იუანსა და ლარს შორის არსებული კურსით. გადახდის თავისუფალი პერიოდი – პროდუქციის მიღებიდან 3 წელი, ძირითადი თანხის დაბრუნება იწყება ამ სამწლიანი თავისუფალი პერიოდის გასვლის შემდგომ.
მომხმარებლების მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ლიზინგის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმღები ორგანო იტოვებს დეპონირებულ თანხას, განსაზღვრავს მანქანა-დანადგარებისა და დაგირავებული ქონების მინიმალურ სასტარტო ღირებულებას და ყიდის აუქციონის წესით (ამონაგები თანხა ჩაირიცხება დეპოზიტზე ლიზინგის გამცემის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გამოკლებით, რომელიც, თავის მხრივ, ჩაირიცხება შესაბამის ანგარიშზე) ან გამოაცხადებს ხელახალ ტენდერს მანქანა-დანადგარების ახალი მომხმარებლისათვის გადასაცემად და გააფორმებს გამარჯვებულთან ლიზინგის ხელშეკრულებას დადგენილი წესის დაცვით.